გირჩი – მეტი თავისუფლება: დაუყოვნებლივ გაიხსნას ქვეყანა, აღდგეს სატრანსპორტი მიმოსვლა

“გვაცადეთ მუშაობა!” – ამ მოწოდებით “გირჩი – მეტი თავისუფლება” განცხადებას ავრცელებს.

პარტიის განცადებით, გირჩი პანდემიის დაწყებიდან დღემდე წინააღმდეგი იყო  “უსამართლო და არაადამიანური შეზღუდვების, რომლებმაც ასობით ათასი მოქალაქისთვის კიდევ უფრო გაუსაძლისი გახადა ისედაც რთული ცხოვრება” და გაუთვალისწინებელი 5 მილიარდიანი ვალით დატვირთა ქვეყნის ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკა”.

პარტიის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსთან ბრძოლა მნიშვნელოვანია, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ბრძოლის მეთოდები მორალური, სამართლიანი და ეფექტური იყო.

“დღევანდელი გადმოსახედიდან ცხადზე ცხადია, რომ შარშან გაზაფხულიდან გატარებული ვითომ ვირუსის შემაკავებელი ღონისძიებები იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნების მატარებელი და რაიმე ხელშესახები შედეგი ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით არ მოუტანია.

დღეს აღარ არსებობს ქვეყანაში საღი აზრის მქონე ადამიანი, რომელსაც კიდევ სჯერა, რომ გზების მორეცხვა, ბლოკ-პოსტების მოწყობა სამხედროებით, სხეულის ტემპერატურის რეგულარული ზომვა ქალაქის ქუჩებსა და რაიონებში, ავტომობილში ერთი ოჯახის წევრებისთვის ერთად ჯდომის აკრძალვა, სოფლებისა და რაიონების ჩაკეტვა და შემდეგ მაკარონითა და ზეთით მომარაგება, სუფთა ჰაერზე სეირნობის აკრძალვა და სხვ., რაიმე კავშირში შეიძლება იყოს ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ვირუსის გავრცელების შეკავებასთან”,– წერს გირჩი.

მათი განმარტებით, ერთადერთი, რაც ამ შეზღუდვებმა ქვეყანას მოუტანა, ეს დამონებული და სახლში გამოკეტილი უამრავი მოქალაქეა, რომლებმაც სამსახური დაკარგეს .

“დაუხურეს სიმწრით ნაკოწიწები ბიზნესები, დაკარგეს ან შეუმცირდათ შემოსავლები, გაეზარდათ ვალები ან ვეღარ ახერხებენ არსებული ვალების მომსახურებას, დაემსხვრათ ცხოვრების გეგმები და დაენგრათ ოჯახები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვისაც დღემდე არავინ ეუბნება, როდის შეიძლება დასრულდეს ეს საგიჟეთი და როდიდან შესძლებენ დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას.

მაგრამ, დღეს უკვე დე ფაქტო ხელისუფლება, რომლისთვისაც ძალაუფლების შენარჩუნების პოლიტიკურ ინსტრუმენტად ადამიანების მონურ მორჩილებაში ყოფნა იქცა, ისევ აგრძელებს შეზღუდვებს და ღია ნადირობა აქვს გამოცხადებული თავისუფალ ადამიანებზე, რომლებიც შრომით ცდილობენ საკუთარი თავისა და ოჯახების უზრუნველყოფას”,– ვკითხულობთ გირჩი–მეტი თავისუფლების განცხადებაში.

მათივე თქმით, შრომა, გართობა და სპორტული აქტივობა კრიმინალი არ არის.

“მიუხედავად ამისა, ქართული პოლიცია, ისევე, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი ასეთ აქტივობებში ჩართულ ადამიანებს ექცევა ისე, როგორც ბანდიტებსა და ტერორისტებს: უვარდება ობიექტებზე, ატარებს აბსურდულ სპეცოპერაციებს, აწარმოებს უშინაარსო საგამოძიებო პროცედურებს და ნაცვლად იმისა, რომ ვინმე ამაზე ბოდიშს იხდიდეს, პირიქით, სატელევიზიო სიუჟეტებს ქმნიან, თუ როგორ ეფექტურად აღკვეთეს კრიმინალი. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა რეალურ ბანდიტებს სრული კარტ-ბლანში აქვთ მიცემული”,– წერს გირჩი და აღნიშნავს, რომ ასე გაგრძელება ეკონომიკის კიდევ უფრო დამუხრუჭებას ნიშნავს.

გარდა ამისა, გირჩის შეფასებით, რეგულაციბის გახანგრძლივება ასევე ნიშნავს ახალი, უზარმაზარი ვალების აღებას, გაზრდილ გადასახადებს, გაზრდილ საბიუჯეტო დეფიციტს, ნაკლებ ინვესტიციებსა და კიდევ უფრო შენელებულ ეკონომიკურ განვითარებას და, საბოლოო ჯამში, სიღარიბეში კიდევ უფრო და დიდი ხნით ჩაძირვას.

გირჩი– მეტი თავისუფლება ითხოვს:

  • დაუყოვნებლივ გაუქმდეს ყველა სახის შეზღუდვა, რომელიც ეხება ადამიანების თავისუფალ გადაადგილებასა და ნებისმიერ ეკონომიკურ საქმიანობას;
  • დაუყოვნებლივ გაიხსნას ქვეყანა და აღდგეს ყველა სახის სატრანსპორტო მიმოსვლა სხვა ქვეყნებთან.

“ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ მონურ მდგომარეობას და ყველა გზას გამოვიყენებთ, რომ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ჩვენი შვილების მომავალი. ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენი უფლებებისთვის, ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალისთვის ბრძოლაში შემოგვიერთდეს, ჩვენი კარი ღიაა. პატივისცემით, გირჩი – მეტი თავისუფლება”,– ვკითხულობთ განცხადებაში.

პარტიის განცხადებას უერთდებიან ბიზნესის წარმომადგენლები:  Sakhelosno BAR, Reformerfitness, MacLaren’s Irish Pub, ALIBI ROOM და Drunk Talk • პიანი ბაზარი.

პოპულარული

დედამიწა სულ უფრო სწრაფად თბება და სითბოს დაგროვების ტემპიც მატულობს–ახალი ანგარიში

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, დედამიწა სითბოს სულ უფრო...

მრგვალ ბაღთან ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების საქმეზე 7 პირი დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს...

მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება

მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს.თბილისის სატრანსპორტო კომპანიის...

რუსები ამბობენ, რომ დონბასი დაიკავეს, სინამდვილეში ჩვენ კონტროლქვეშაა. პუტინი სხვა რეალობაში ცხოვრობს – ზელენსკი

"რუსები თვლიან და ამტკიცებენ, თითქოს უკვე ოკუპირებული აქვთ დონბასის...

აბუ-დაბიში ბუდანოვი იმ რუს გენერალს შეხვდა, რომელიც მის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი აბუ-დაბიში გამართული სამშვიდობო...

გარდაცვლილი სტიქაროსანის საქმეზე, 2 წლის შემდეგ, პოლიციის თანამშრომლები დააკავეს

23 წლის გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის საქმეზე 2 წლის...

ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო “ქართულ ოცნებას” ჩინეთთან თანამშრომლობის გამო აქებს

"ჩინეთთან თანამშრომლობა საქართველოზე დასავლეთის ზეწოლას ანეიტრალებს" და "ქართულ ოცნებას"...

ყველა ამბავი

მრგვალ ბაღთან ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების საქმეზე 7 პირი დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. ამის შესახებ...

ეკლესიის ხმა ვერ დადუმდება სახელმწიფო დაფინანსებით და ფარული ზეწოლის მექანიზმებით – მეუფე ილარიონი

" ეკლესიის ხმა ვერ იქნება დადუმებული მატერიალური კეთილდღეობით, სახელმწიფო დაფინანსებითა თუ ფარული ზეწოლის მექანიზმებით, რადგან ჩვენი მთავარი ანგარიშვალდებულება უფლისა...

იტალიის, ბრიტანეთის და ირლანდიის სკოლებში ბომბის შესახებ შეტყობინებები გავრცელდა – 300-მდე სკოლიდან ევაკუაცია განხორციელდა

იტალიაში, ასობით სასწავლო დაწესებულებაში უსაფრთხოების საგანგებო ზომები ამოქმედდა. ბომბის არსებობის შესახებ ელექტრონული ფოსტით მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში...

კარგი იქნება ცვლილებები, მეშინია ეს ცვლილებები უარესი არ იყოს – მეუფე ნიკოლოზი

"ვხედავ თუ არა ცვლილებების საჭიროებას? რა თქმა უნდა, კარგი იქნება, ოღონდ დიდი ხანია, მარტო დღეს არა, დიდი ხანია, ამ...

აბუ-დაბიში ბუდანოვი იმ რუს გენერალს შეხვდა, რომელიც მის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი აბუ-დაბიში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს რუსეთის ФСБ-ს გენერალ დმიტრი მინაევს შეხვდა. უკრაინული მხარე...

ვაკეში რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა – დაჭრილია ოცნების ახალგაზრდულის წევრი

თბილისში, ვაკეში 10-მდე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაჭრეს. როგორც ცნობილია, დაჭრილია დაჩი ტვილდიანი, ქართული ოცნების...

ნიკა გვარამია, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

ხმაური იყო საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა კითხვების ეტაპზე მიმდინარეობს.მოსამართლემ დარბაზიდან კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი...

გარდაცვლილი სტიქაროსანის საქმეზე, 2 წლის შემდეგ, პოლიციის თანამშრომლები დააკავეს

23 წლის გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის საქმეზე 2 წლის შემდეგ თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას, ადვოკატი ლედი...

რუსები ამბობენ, რომ დონბასი დაიკავეს, სინამდვილეში ჩვენ კონტროლქვეშაა. პუტინი სხვა რეალობაში ცხოვრობს – ზელენსკი

"რუსები თვლიან და ამტკიცებენ, თითქოს უკვე ოკუპირებული აქვთ დონბასის ნახევარი, რომელიც სინამდვილეში ჩვენს კონტროლქვეშაა" -განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ...

ბრიტანეთში ამერიკელი სამხედრო რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

დიდ ბრიტანეთში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, სავარაუდოდ, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ეჭვით დააკავეს. ლონდონის პოლიციის კონტრტერორისტული დანაყოფის ცნობით, 41 წლის სამხედრო...

11 ნოემბრის #საკვირველიდღეები:

11 ნოემბრის #საკვირველიდღეები:2 000 მბ + 100 წთ (საქართველოში) - 7₾ ულიმიტო წთ (საქართველოში) - 14₾ 50 000 მბ - 22₾ 9...

ირანის მუქარის გამო, ამერიკამ ბრიტანეთის სამხედრო ბაზიდან ავიაციის ნაწილი გაიყვანა

აშშ-მ ინგლისში, RAF Mildenhall-ის ბაზაზე განთავსებული თვითმფრინავების ნაწილი სხვა ქვეყნებში გადაიყვანეს. გადაწყვეტილება ირანთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხის შესახებ მიღებული სადაზვერვო...