კომპანიებმა, რომლებმაც “ოცნებას” 67 000 ლარი შესწირეს, ტენდერებიდან 8 მილიონამდე ლარი მიიღეს – “ფლანგვის დეტექტორი”

” კომპანიებმა, რომლებმაც “ოცნებას” არჩევნებისთვის 67 000 ლარი შესწირეს, ტენდერებიდან 8 მილიონამდე ლარი მიიღეს”- ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

”მხოლოდ 2 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე, ქართულმა ოცნებამ, შემოწირულობის სახით, ფიზიკური პირებისგან 7,350,505 ლარი, ხოლო კომპანიებისგან 460,500 ლარი მიიღო.

კომპანიებმა, რომლებმაც მმართველ პარტიას თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჯამში 67,000 ლარი შესწირეს, სახელმწიფო შესყიდვებიდან თითქმის 8 მილიონი ლარი მიიღეს.

კომპანიებმა პარტია ქართული ოცნების სასარგებლოდ გაღებული შემოწირულობის დღეს მსხვილი ხელშეკრულებები გააფორმეს სახელმწიფო სტრუქტურებთან.

ერთ-ერთი კომპანია ქართული ოცნების ყოფილ მაღალჩინოსანს, იოსებ მაკრახიძეს ეკუთვნის, რომელმაც 1,173,000 ლარი მხოლოდ ერთ თვეში მიიღო;

2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები მიიღებენ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიების ფინანსური დეკლარაციები, რომელიც 2021 წლის 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩავთვლით პერიოდს მოიცავს.

პოლიტიკური პარტიები შემოსავლებს სხვადასხვა წყაროებიდან იღებენ, ესენია: კანონით დადგენილ შემთხვევებში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა, საწევრო შენატანები, შემოწირულებები, სიმბოლიკით დამზადებით და გავრცელებით მიღებული შემოსავალი, ლექციების, გამოფენების და სხვა საჯარო ღონისძიებების მოწყობით მიღებული შემოსავალი, ასევე საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე საგამომცემლო და სხვა საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.
ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გაღებული შემოწირულებები პოლიტიკური პარტიების შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. შესაბამისად, ყოველთვის საყურადღებოა, რა დგას მსგავსი შემოწირულებების უკან და ადგილი ხომ არ აქვს პოლიტიკურ კორუფციას.

პარტიამ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის, 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის პერიოდში, შემოწირულობის სახით ფიზიკური პირებისგან 7,350,505 ლარი, ხოლო კომპანიებისგან 460,500 ლარი მიიღო.

საინტერესოა, რომ რამდენიმე კომპანიის მიერ გაღებული ფულადი შემოწირულობა ემთხევევა იმავე პერიოდში ელექტრონულ ტენდერებში მათ გამარჯვებას და მსხვილი ხელშეკრულებების გაფორმას სახელმწიფო სტრუქტურებთან.

კომპანიებმა რომელთაც მმართველ პარტიას 2021 წლის აგვისტოს და სექტემბრის თვეში 67,000 ლარი, შესწირეს, ამავე პერიოდში სახელმწიფო შესყიდვებიდან 7,997,447 ლარი მიიღეს.

შპს იბოლიამ 20, 000 ლარი შესწირა პარტია ქართულ ოცნებას. კომპანიის ერთ-ერთი დირექტორია იოსებ მაკრახიძე, პარლამენტის ყოფილი წევრი ქართული ოცნებიდან. 2021 წელს, მხოლოდ სექტემბრის თვეში კომპანიამ დაახ. 1,173,000 ლარის ხელშეკრულება გააფორმა გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან. ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც მმართველი პარტიის ყოფილი მაღალჩინოსანი უკვე სახელმწიფო ტენდერების მეშვეობით იღებს მსხვილ თანხას ბიუჯეტიდან. იოსებ მაკრახიძემ ასევე პირადად ჯამში 100,000 ლარი შეწირა პარტია ქართულ ოცნებას და სალომე ზურაბიშვილს 2016-2018 წლებში.

შპს შარა გზამშენი-პირველმა 5,000 ლარი შეწირა პარტია ქართულ ოცნებას 2021 წლის 30 აგვისტოს. კომპანიამ ამავე დღეს უკონკურენტოდ მოიგო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერი. ხელშეკრულების ღირებულება 266,700 ლარია. შპს შარა გზამშენი-პირველმა მხოლოდ სექტემბრის თვეში ჯამში დაახ. 2,334,000 ლარის ღირებულების ტენდერში გაიმარჯვა. კომპანიამ 2017 წელსაც შეწირა 20,000 ლარი მმართველ პარტიას. შპს შარა გზამშენ-პირველს ჯამში დაახ. 70 მილიონი ლარი აქვს მიღებული სახლემწიფო ბიუჯეტიდან.  “- ნათქვამია “ფლანგვის დეტექტორის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოპულარული

ზელენსკი: აშშ-მა იკითხა, მზად არის თუ არა კიევი, ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ დონბასი დათმოს

უკრაინასთან მოლაპარაკებებისას აშშ-ის წარმომადგენლებმა პირველად იკითხეს, მზად არის თუ...

თბილისში 2 ადამიანი ლიფტში ჩაცხრილეს

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გერმანულ ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო...

თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ. როდის გადაწყვიტეთ, რომ ასე საუბრის უფლება გაქვთ? – გვარამია ნადარაიას

ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა! მალაპარაკეთ თუ შეიძლება!...

დონალდ ტრამპი: ომის შემდეგ უკრაინას „რამდენადმე განსხვავებული ფორმა“ ექნება

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი დასასრულს უახლოვდება. მისი...

წინსვლა თუ ჩიხი-ვის აგზავნის რუსეთი აბუ-დაბიში მოლაპარაკებებზე

უკრაინასა და აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის მოსკოვმა დელეგაციაში დიპლომატები და სამხედროები...

იტალიის, ბრიტანეთის და ირლანდიის სკოლებში ბომბის შესახებ შეტყობინებები გავრცელდა – 300-მდე სკოლიდან ევაკუაცია განხორციელდა

იტალიაში, ასობით სასწავლო დაწესებულებაში უსაფრთხოების საგანგებო ზომები ამოქმედდა. ბომბის...

უკრაინელებმა ფინეთის ყურეში რუსულ სამხედრო ხომალდზე იერიში მიიტანეს

უკრაინამ 11 ნოემბერს ფინეთის ყურეში რუსულ სამხედრო ხომალდს "ნარო-ფომინსკს"...

გარდაცვლილი სტიქაროსანის საქმეზე, 2 წლის შემდეგ, პოლიციის თანამშრომლები დააკავეს

23 წლის გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის საქმეზე 2 წლის...

ყველა ამბავი

ზელენსკი: აშშ-მა იკითხა, მზად არის თუ არა კიევი, ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ დონბასი დათმოს

უკრაინასთან მოლაპარაკებებისას აშშ-ის წარმომადგენლებმა პირველად იკითხეს, მზად არის თუ არა კიევი, ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ დონბასზე უარი თქვას, განუცხადა ჟურნალისტებს...

თეთრმა სახლმა აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ისტორიაში პირველი სამმხრივი სამიტი დააანონსა. დღის წესრიგში უკრაინა არ იქნება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირას ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთობლივ შეხვედრას გამართავს, ოფიციალურად...

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულებს – გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის საქმეზე ბრალდებულების, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძესა და გლდანის...

აშშ–ში ფრენების 4 საათიანი აკრძალვის მზეზად აღჭურვლობის გადატვირთვა დასახელდა

კავშირგაბმულობის სისტემაში შეფერხება, რის გამოც აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე თვითმფრინავების აფრენა აიკრძალა, განახლებების დაყენებისას აღჭურვილობის გადატვირთვამ გამოიწვია, განაცხადა შიდა უსაფრთხოების...

მერაბთან სასაუბროდ მივედი, მან კი დამარტყა, შემაგინა..ვეძებდი შესაძლებლობას, შევხვედროდი,მაგრამ ჩემმა ძმებმა დამასწრეს – დაღსტნელი მოჭიდავე

"მერაბთან სასაუბროდ მივედი, მან კი დამარტყა, შემაგინა..ვეძებდი შესაძლებლობას, შევხვედროდი,მაგრამ ჩემმა ძმებმა დამასწრეს" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე, ახმედ გაჯიმაგომედოვი, რომელიც...

დვალიშვილმა და ლაზიშვილმა დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.. მადლობა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას – კობახიძე

"დვალიშვილმა და ლაზიშვილმა დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.. მადლობა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას " - წერს "ქართული ოცნების" პრემიერი, ირაკლი...

უკრაინელებმა ფინეთის ყურეში რუსულ სამხედრო ხომალდზე იერიში მიიტანეს

უკრაინამ 11 ნოემბერს ფინეთის ყურეში რუსულ სამხედრო ხომალდს "ნარო-ფომინსკს" დაარტყა. შესაბამის ინფორმაციას, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (SBU)ავრცელებს. ხომალდზე იერიშის ფაქტი...

ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის გზის  მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ30-კმ60 (ბაკურიანი-ღადოლარი) მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.საავტომობილო...

“კაწრო” ახალ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს – ადვოკატი

ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" ადვოკატის, თამარ აბესაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ახალ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს." ჯგუფური...

თელავში შვილმა დედა დაჭრა — ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ბრალდებულმა თელავში,...

მამუკა ხაზარაძე, სამხრეთ ამერიკაში ავარიაში მოჰყვა

პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სამხრეთ ამერიკაში ავარიაში მოყვა.შემთხვევა ოთხი დღის წინ მოხდა, როდესაც მამუკა ხაზარაძე შვილთან,...

ნურმაგომედოვების გუნდს პატიმრობა მიესაჯა, დვალიშვილი და ლაზიშვილი კი გათავისუფლდებიან

ნურმაგომედოვების გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000-იანი ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ. რაც შეეხება მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს — ისინი...