“არ ვაპირებ დავუჩოქო რეჟიმს იყავით ძლიერები” – საბა სხვიტარიძეს 2 წელი მიესაჯა

აქციების დროს დაკავებულ საბა სხვიტარიძეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა.
საბა სხვიტარიძემ დღეს დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა:
”მოიკითხვა ყველა „სინდისის პატიმარს და დაკავებულ პოლიტიკოსებს”, მადლობას ვუხდი მედიას, ადვოკატებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს. დღეს არის 11 სინდისის პატიმარის და კაციას პროცესი, იმედია ისინი მაინც იქნებიან დღეს თავისუფალი.„ყველაზე ძლიერი მაშინ ვარ, როცა ჩემს უკან ჩემი ხალხი დგას, თქვენ მაძლევთ ძალას ბრძოლისთვის, ძალას რომ ვიყო შეუპოვარი, თუნდაც ბრძოლა მიწევდეს გისოსებიდან”. არ ვაპირებ დავუჩოქო რეჟიმს, გთხოვთ, იყავით ძლიერები!”- განაცხადა სხვიტარიძემ.

სხვიტარიძემ დასკვნითი სიტყივის წარმოთქმისას მასზე ცემისა და ძალადობის ეპიზოდი გაიხსენა:

„მემუქრებოდნენ გაუპატიურებით..ამიყვანეს განყოფილებაში მომთხოვეს მეღიარებინა პოლიციელზე ძალადობა, თუ არ ვაღიარებდი მემუქრებოდნენ გაუპატიურებით და ცემით….

დაუძახეს სპეცეკიპირებაში ჩაცმულ ოთხ ნიღბიანს მიხედეთო, ამის შემდეგ დაიწყო ცემა მირტყამდნენ იქამდე თავში და გვერდებში სანამ არ წავიქეცი და გონება არ დავკარგე, გაგრძელდა ჩემი ცემა…

შემოდიან გამომძიებლები.. „ცემისგან გული ამერია”.

ამის შემდეგ სხვა სართულზე აიყვანეს და იქაც ფიზიკურად გაუსწორდნენ:

„შეუძლოდ ვგრძნობდი თავს, რაზეც მივიღე ირონიული დამოკიდებულება”, – ამბობს ის, მან ადვოკატი მოითხოვა უარი მიიღო, ისევ დაუძახეს ორ ნიღბიანს.

„სამი პოლიციელი მაკავებდა, ორი ნიღბიანი მირტყამდა ფეხებით, ჩექმებით.. ორი თვის მანძილზე მიჭირდა მოძრაობა და გადაადგილება, ყველაზე ცინიკური ისაა, რომ ჩემს ცემაში მონაწილეები აქ აძლევენ ჩვენებას, მაგალითად მიხეილ სუჯაშვილი, სალომე ედიშერაშვილი”.

ბრალდების მხარე საბა სხვიტარიძეს თავდაპირველად პოლიციელზე – მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავებოდა, თუმცა 24 ივლისს პროკურატურამ მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლზე გადაუკვალიფიცირა.რის შემდეგაც სხვიტარიძე დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის
დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ან შინაპატიმრობით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 3 წლამდე.