„თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით ერთადერთი საფუძველი იმ სპეკულაციებისა, რაც გვესმის, არის ამორალურობა, რომლის ფარგლებშიც, პერსონალური თუ სხვა საკითხების გათვალისწინებით საგამოძიებო ორგანოები რაღაცებს ვერ და არ ამბობენ, რათა პერსონალურ საკითხებს არ შეეხონ, რაც ასევე ამორალური იქნება.

დიახ, მე მის [თორნიკე რიჟვაძის] ოჯახის წევრებთან კონტაქტზე გავედი. ფიზიკურად არ მინახავს. თორნიკე არის ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი და დიდი დამსახურება აქვს საკუთარი რეგიონის, მმართველი გუნდის წინაშე. ის არის ჩვენი მეგობარი. როგორც თქვენ აპელირებდით: „ახლო მეგობარი“, „დღე და ღამე ერთად იყვნენ“, ისე არა მაგრამ, ჩვენი მეგობარია. მისი სურვილია, რომ გარშემომყოფებთან, თითქმის არავისთან აქვს ურთიერთობა. აქვს ისეთი მდგომარეობა, რომლის გამო, ჩვენ ამას ყველა გაგებით ვეკიდებით ამას. უფრო სიღრმეში ვერ შევდივართ პერსონალური საკითხების გამო. ამით ნუ ისარგებლებთ მომავალში, ამორალური იქნება ამით სარგებლობა“,

თქვა ივანიშვილის სუს-ის ახლადდანიშნულმა უფროსმა, მამუკა მდინარაძემ.