უიტკოფი კონკრეტულ რჩევებს აძლევდა კრემლს, თუ რაზე და როგორ ესაუბრა პუტინს ტრამპთან – BLOOMBERG

spot_imgspot_img

შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა სატელეფონო საუბარი გამართა ვლადიმირ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვთან, რომელსაც უკრაინაში ომის დასამთავრებლად ღაზის სამშვიდობო შეთანხმების მსგავსი გეგმის შემუშავება შესთავაზა. ამის შესახებ Bloomberg-ი მათი სატელეფონო საუბრის ჩანაწერზე დაყრდნობით წერს.

ჩანაწერი 14 ოქტომბრით თარიღდება, ხუთწუთიან ზარში უშაკოვი პუტინის უმაღლესი საგარეო პოლიტიკის მრჩევლის სტატუსით მონაწილეობდა.Bloomberg ასაჯაროებს უიტკოფსა და უშაკოვს შორის გამართული სატელეფონო საუბრის სრულ ტრანსკრიპტსაც, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

სტივ უიტკოფი: გამარჯობა იური.

იური უშაკოვი: დიახ, სტივ, გამარჯობა, როგორ ხარ?

უიტკოფი: კარგად იური. შენ როგორ ხარ?

უშაკოვი: მე ნორმალურად. გილოცავ, ჩემო მეგობარო.

უიტკოფი: მადლობა.

უშაკოვი: დიდებული საქმე შეასრულე. უბრალოდ დიდებული. უღრმესი მადლობა. მადლობა, მადლობა.

უიტკოფი: მადლობა იური და მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. ვიცი, რომ თქვენი ქვეყანაც ემხრობოდა და მე მადლობელი ვარ.

უშაკოვი: კი, კი, კი, კი. იცი, რომ ამ მიზეზით შევაჩერეთ პირველი რუსულ-არაბული სამიტის ორგანიზება.

უიტკოფი: კი.

უშაკოვი: კი, რადგან ვფიქრობთ, რომ ამ რეგიონში რეალურ საქმეს ეწევი.

უიტკოფი: კარგი მომისმინე. რაღაცას გეტყვი. ვფიქრობ, ჩემი აზრით, თუ შევძელით რუსეთ-უკრაინის მოგვარება, ყველანი სიხარულისგან იზეიმებენ.

უშაკოვი: კი, კი, კი, კი, ამისთვის მხოლოდ ერთი პრობლემის გადაჭრა დაგჭირდება. [სიცილი]

უიტკოფი: რისი?

უშაკოვი: რუსეთ-უკრაინის ომის.

უიტკოფი: ვიცი! როგორ მოვაგვაროთ ეს?

უშაკოვი: ჩემო მეგობარო, მე მხოლოდ შენი რჩევა მინდა. შენი აზრით, სასარგებლო იქნება, თუ ჩვენი უფროსები ტელეფონით ისაუბრებენ?

უიტკოფი: კი, ასე მგონია.

უშაკოვი: ასე ფიქრობ, და შენი აზრით როდის იქნება ეს შესაძლებელი?

უიტკოფი: ვფიქრობ, როგორც კი იტყვი, ჩემი კაცი მზადაა ამისთვის.

უშაკოვი: კარგი, კარგი.

უიტკოფი: იური, იური, აი რას ვიზამდი მე. ჩემი რეკომენდაცია.

უშაკოვი: კი, გთხოვ.

უიტკოფი: ზარს გავმართავდი და უბრალოდ გავიმეორებდი, რომ შენ ამ მიღწევას პრეზიდენტს ულოცავ, რომ მხარს უჭერდი ამას, რომ პატივს სცემ მას, როგორც მშვიდობის კაცს, და რომ უბრალოდ, ძალიან გიხარია, რომ ეს დაინახე. ასე რომ, ამას ვიტყოდი. ჩემი აზრით, ამით ძალზე კარგი სატელეფონო საუბარი იქნება.

რადგან – მოდი, გეტყვი, რა ვუთხარი პრეზიდენტს. პრეზიდენტს ვუთხარი, რომ თქვენ – რუსეთის ფედერაციას ყოველთვის სურდა სამშვიდობო შეთანხმება. მე ამის მჯერა. პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ამის მჯერა და ჩემი აზრით, პრობლემა ის არის, რომ გვყავს ორი ერი, რომლებსაც უჭირთ კომპრომისის მიღწევა და როცა ჩვენ ვიზამთ ამას, ჩვენ სამშვიდობო შეთანხმება გვექნება. მე ვფიქრობ კიდეც, რომ იქნებ ჩვე 20-პუნქტიანი სამშვიდობო წინადადება შევადგინოთ, როგორც ღაზის შემთხვევაში ვქენით. ჩვენ 20-პუნქტიან გეგმას შევიმუშავებთ, როგორც სამშვიდობო 20 პუნქტი იყო და ვფიქრობ, შესაძლოა თქვენთანაც იგივე გავაკეთოთ. რისი თქმაც მინდა…

უშაკოვი: კარგი, კარგი, ჩემო მეგობარო. ვფიქრობ, რომ სწორედ ამის განხილვა შეუძლიათ ჩვენს ლიდერებს. ჰეი სტივ, გეთანხმები, რომ ის მიულოცავს, იტყვის, რომ ბატონი ტრამპი ნამდვილი მშვიდობის კაცია და ასე შემდეგ. ამას იტყვის.

უიტკოფი: მაგრამ აი რას ვფიქრობ, რომ შესანიშნავი იქნებოდა.

უშაკოვი: კარგი, კარგი.

უიტკოფი: რა იქნებოდა, თუ… თუ… მომისმინე…

უშაკოვი: ამას ჩემს უფროსთან განვიხილავ და შემდეგ დაგიბრუნდები. კარგი?

უიტკოფი: კი, რადგან მომისმინე რასაც ვამბობ. უბრალოდ მინდა, რომ პუტინს უთხრა, იქნებ მხოლოდ ეს უთხრა პრეზიდენტ პუტინს, რადგან როგორც იცი მე ღრმა პატივისცემა მაქვს პრეზიდენტი პუტინისადმი.

უშაკოვი: კი, კი.

უიტკოფი: იქნებ მან პრეზიდენტ ტრამპს უთხრას: იცით, სტივმა და იურიმ განიხილეს საკმაოდ ანალოგიური 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა და რომ ჩვენი აზრით, ამის მეშვეობით შესაძლებელია ოდნავ წინ წაწევა, ჩვენ ვემხრობით ასეთ რაღაცებს – რათა განიხილონ, რა იქნება საჭირო სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად: დონეცკი და შესაძლოა, ტერიტორიების გაცვლა სადმე. მაგრამ იმას ვამბობ, რომ ამგვარად საუბრის ნაცვლად, მოდი უფრო იმედისმომცემად ვილაპარაკოთ, რადგან ვფიქრობ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ და იური, მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი დიდ სივრცესა და მოქმედების თავისუფლებას მომცემს შეთანხმების მისაღწევად.

უშაკოვი: ვხვდები…

უიტკოფი: … ასე რომ, თუ ამ შესაძლებლობის შექმნას შევძლებთ, რომ ამის შემდეგ მე იურის ველაპარაკე და საუბარი გვქონდა, ვფიქრობ, დიდ რაღაცებამდე მიგვიყვანს.

უშაკოვი: კარგი, ეს კარგად ჟღერს. კარგად ჟღერს.

უიტკოფი: და კიდევ ერთი რამ: პარასკევს ზელენსკი თეთრ სახლში მოდის.

უშაკოვი: მე ეს ვიცი. [ჩაცინება]

უიტკოფი: ამ შეხვედრაზე ვიქნები, რადგან უნდათ, რომ იქ ვიყო, მაგრამ ჩემი აზრით, თუ შესაძლებელია ზარის გამართვა შენს უფროსთან ამ პარასკევის ზარამდე.

უშაკოვი: მანამდე, მანამდე – ასეა?

უიტკოფი: სწორია.

უშაკოვი: კარგი, კარგი. მივიღე შენი რჩევა. ასე რომ, ამას ჩემს უფროსთან განვიხილავ და შემდეგ დაგიბრუნდები, კარგი?

უიტკოფი: კარგი იური, მალე დაგელაპარაკები.

უშაკოვი: დიდებულია, დიდებული. უღრმესი მადლობა. მადლობა.

უიტკოფი: კარგად.

უშაკოვი: კარგად.

spot_imgspot_img

პოპულარული

აშშ ირანის მოკავშირეებს ახალი სანქციებით ემუქრება

აშშ გეგმავს ირანის კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკურ იზოლაციას მის...

75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზის გაცემის აკრძალვა აშშ–ის ფედერალურმა სასამართლომ გააუქმა

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ უკანონოდ ცნო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება,...

ბანკს 374 715 ლარის ოდენობის ფინანსური ზიანი მიაყენეს – დააკავეს 2 პირი

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ფინანსური სარგებლის...

აშშ-მა სანქციები დაუწესა ICC-ის პრეზიდენტსა და პროკურორის ოფისის წარმომადგენელს

18 აგვისტოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა სისხლის სამართლის...

შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა – გვარამია

"შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა"...

მარკ ცუკერბერგმა ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთში XIX საუკუნის ციხესიმაგრე იყიდა

Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, XIX საუკუნის...

უკრაინას სამშვიდობო პროცესისთვის კრეატიული იდეები აქვს, მთავარი დაბრკოლება პუტინია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინულ მხარეს...
spot_img

ყველა ამბავი

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მძიმე სტიქიურმა მოვლენამ ფართომასშტაბიანი ნგრევა გამოიწვია - ძლიერი უეცარი წყალდიდობისა და ღვარცოფის შედეგად განადგურებულია შენობები, გზები, ხიდები...

ოკუპანტი სახელმწიფო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს „დამოუკიდებლობას“ ულოცავს

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. დღეს...

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება საქართველოს ინტერესებშია – ჯიოევი

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება საქართველოს ინტერესებშია" - განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლემა, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა...

ზელენსკის თქმით, უკრაინელებმა ერთ დღეში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს

უკრაინის მეთაურის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  უკრაინულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის ნავთობის ინფრასტრუქტურას, აეროდრომებს,...

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება. კონკურსში მონაწილეობა იმ აბიტურიენტებსაც შეუძლიათ, რომლებიც ეროვნული გამოცდების შედეგებით უმაღლეს სასწავლებლებში ვერ ჩაირიცხნენ,...

შსს-მ თბილისში 4 პირი დააკავა, რომლებმაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მოპარვა სცადეს

თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით...

ისლამაბადის საავადმყოფოში ხანძარს 15 ახალშობილი ემსხვერპლა

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, Pakistan Institute of Medical Sciences-ის (PIMS) საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს მინიმუმ 15 ახალშობილი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters ადგილობრივ...

80 წლის ასაკში დოლი პარტონი გარდაიცვალა

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა დისშვილმა და დაცვის ყოფილმა უფროსმა, ბრაიან სივერმა,...

ზელენსკი: კიევმა Patriot-ისთვის რაკეტების მცირე პარტია მიიღო

უკრაინამ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის „მცირე რაოდენობის“ რაკეტები და ამერიკული AIM ტიპის „ჰაერი–ჰაერი“ კლასის მართვადი რაკეტები მიიღო, — განაცხადა...

სასამართლომ ფრიდონ ინჯიას, ვალერი კვარაცხელიას და ლალი მოროშკინას სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის გამო მოქალაქე დააჯარიმა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ზაალ ცხადაიას საქმე განიხილა. ზაალ ცხადაიამ სოციალური ქსელით შეურაცხყოფა მიაყენა ფრიდონ ინჯიასა და ვალერი...

ტრამპი 200 000 თავშესაფრის მაძიებლის ვიზის გაუქმებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ემზადება, გააუქმოს ასობით ათასი უცხოელის ბიზნეს და ტურისტული ვიზები, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს....

აშშ–ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი მოსკოვში ჩავიდა–მედია

რუსეთში შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი ჩავიდა. ამის შესახებ სამშაბათს, 25 აგვისტოს, თეთრ სახლში CBS-ის...