ტრამპი უარყოფს ირანთან მოლაპარაკებას. თეირანი ახალი ლიდერის არჩევისთვის ემზადება–მთავარი ამ დროისთვის

მთავარი 8 მარტს ირანის ომთან დაკავშირებით:

  • ტრამპის თქმით, ომმა შესაძლოა ირანის არმია და მმართველი ელიტა მთლიანად გაანადგუროს

  • ირანის მედიის ცნობით, ქვეყნის ახალი უმაღლესი ლიდერის არჩევის გადაწყვეტილება ახლოვდება

  • ირანის პრეზიდენტმა მეზობელ ქვეყნებს ბოდიში მოუხადა

  • ქუვეითში შენობას ცეცხლი გაუჩნდა, ოსლოში აშშ-ის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

  • ახლო აღმოსავლეთის ნავთობის მომწოდებლებმა წარმოება შეამცირეს, ფასები გაიზარდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები არ აინტერესებს, რაც ზრდის ალბათობას, რომ ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც თეირანს აღარ ექნება მოქმედი არმია და ქვეყნის ხელმძღვანელობა სრულად განადგურდება.

მას შემდეგ, რაც ტრამპი Air Force One-ზე ჟურნალისტებს ესაუბრა, აშშ-ის მოკავშირე ისრაელმა კვირა დილით ირანის სხვადასხვა ტერიტორიაზე ახალი დარტყმები დაიწყო. ომი, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში ქაოსი გამოიწვია და მსოფლიო ნავთობის ბაზარი შეარყია, უკვე მეორე კვირაში შევიდა.

„შესაძლოა ერთ მომენტში აღარავინ დარჩეს, ვინც იტყვის — ჩვენ ვნებდებით,“ — განაცხადა ტრამპმა.

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, აშშ-მ და ისრაელმა განიხილეს სპეციალური დანაყოფების ირანში გაგზავნის შესაძლებლობა, რათა ომის მოგვიანებით ეტაპზე მაღალგამდიდრებული ურანის მარაგები უსაფრთხოდ აიღონ.

შაბათს, როცა მას ჰკითხეს ირანში სახმელეთო ჯარების გაგზავნის შესაძლებლობაზე, ტრამპმა თქვა, რომ ეს შეიძლება მოხდეს „შემდგომ ეტაპზე“.

საუდის არაბეთმა, ქუვეითმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა განაცხადეს, რომ შაბათსა და კვირას დილით მათ ტერიტორიაზე ირანული დრონების შეტევები განხორციელდა. ქუვეითში მთავრობის შენობას მასშტაბური ხანძარი გაუჩნდა.

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში აშშ-ის საელჩოსთან აფეთქება მოხდა, რომელმაც მცირე დაზიანება გამოიწვია, თუმცა დაშავებულები არ ყოფილან. პოლიციის თქმით, ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება და ვინ დგას მის უკან.

Reuters-ის წყაროების ინფორმაციით, საუდის არაბეთმა თეირანი გააფრთხილა, რომ თუ ირანის თავდასხმები სამეფოსა და მის ენერგეტიკულ სექტორზე გაგრძელდება,  საპასუხო ზომებს მიიღებს.

როგორც ჩანს, სპარსეთის ყურის ქვეყნებში დაძაბულობის შემცირების მცდელობის ფარგლებში, ირანის პრეზიდენტმა მეზობელ სახელმწიფოებს ბოდიში მოუხადა იმ თავდასხმებისთვის, რომლებიც მათ ტერიტორიაზე მდებარე ამერიკულ ობიექტებზე განხორციელდა.

მან ასევე ტრამპის მოთხოვნა ირანის უპირობო კაპიტულაციის შესახებ „ოცნებად“ შეაფასა, თუმცა თქვა, რომ ქვეყნის დროებითმა ხელმძღვანელმა საბჭომ გადაწყვიტა მეზობელ სახელმწიფოებზე თავდასხმების შეჩერება, თუ ირანზე დარტყმები მათი ტერიტორიიდან არ განხორციელდება.

პრეზიდენტ პეზეშქიანის განცხადებებმა ირანში პოლიტიკური დებატები გამოიწვია, რის შემდეგაც მისმა ოფისმა განმარტა, რომ ირანის სამხედროები მკაცრად უპასუხებენ აშშ-ის ბაზებიდან განხორციელებულ ნებისმიერ თავდასხმას.

ირანის მედიის ცნობით, სასულიერო ორგანო, რომელიც ქვეყნის შემდეგი უმაღლესი ლიდერის არჩევაზეა პასუხისმგებელი, შესაძლოა უკვე კვირას შეიკრიბოს, რათა გასულ კვირას მოკლული აიათოლა ალი ხამენეის შემცვლელი აირჩიოს. სააგენტო Mehr-ის ინფორმაციით, ექსპერტთა ასამბლეის წევრმა აიათოლა მოჰამედმეჰდი მირბაქერიმ განაცხადა, რომ კანდიდატზე საკმაოდ ფართო შეთანხმება უკვე მიღწეულია.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, თეირანის რამდენიმე რაიონში ძლიერი აფეთქებები ისმოდა, ხოლო ისრაელმა განაცხადა, რომ შაბათს ირანის სარაკეტო ობიექტებზე, სამეთაურო ცენტრებზე და საწვავის საცავებზე დარტყმები განახორციელა.

გაეროში ირანის წარმომადგენლის ამირ საიედ ირავანის განცხადებით, აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების შედეგად მინიმუმ 1,332 ირანელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ათასობით დაშავდა.

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, შესაძლოა ამერიკულ ძალებს კავშირი ქონდეთ ირანში გოგონათა სკოლის დაბომბვასთან, რომლის შედეგადაც ბევრი ბავშვი დაიღუპა. თუმცა ტრამპმა,  განაცხადა, რომ ამაზე პასუხისმგებელი ირანია.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა, რომელიც ტრამპის გვერდით იდგა Air Force One-ზე, თქვა, რომ საქმე ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია.

ისრაელმა შაბათს ლიბანშიც ახალი დარტყმები განახორციელა, მას შემდეგ რაც ირანთან დაკავშირებულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ საზღვრის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. ისრაელმა გააფრთხილა ლიბანი, რომ ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოუწევს, თუ ჰეზბოლას არ შეაკავებს. ორშაბათიდან ისრაელის თავდასხმების შედეგად ლიბანში დაახლოებით 300 ადამიანი დაიღუპა.

ირანის სტრატეგიამ, რომელიც მაქსიმალური ქაოსის შექმნას ისახავს მიზნად, მნიშვნელოვნად გაზარდა კონფლიქტის ეკონომიკური ფასი:

  • გაიზარდა ენერგომატარებლების ფასები

  • დაზარალდა მსოფლიო ვაჭრობა და ლოგისტიკა

  • შეფერხდა ავიამიმოსვლა.

ქუვეითის ეროვნულმა ნავთობკომპანიამ შაბათიდან დაიწყო წარმოების შემცირება, რაც დაემატა ერაყისა და კატარის მიერ უკვე განხორციელებულ შემცირებებს.

ნავთობის ფასები მრავალწლოვან მაქსიმუმამდე გაიზარდა, რადგან კონფლიქტმა პრაქტიკულად ჰორმუზის სრუტის ფუნქციონირება შეაფერხა.

პოპულარული

ჩვენ ღია ვართ დისკუსიებისთვის თანასწორობის პრინციპით, ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია – კირცხალია

ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია, მაგრამ არა სუვერენიტეტის სანაცვლოდ - ევროინტეგრაცია...

ვაკეში რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა – დაჭრილია ოცნების ახალგაზრდულის წევრი

თბილისში, ვაკეში 10-მდე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც...

კალიფორნიაში სიკვდილით დასჯის მოლოდინში მყოფ 548 პატიმარს სასჯელი შეუმსუბუქეს

კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა შტატში სიკვდილით დასჯის მოლოდინში მყოფ...

კარგი იქნება ცვლილებები, მეშინია ეს ცვლილებები უარესი არ იყოს – მეუფე ნიკოლოზი

"ვხედავ თუ არა ცვლილებების საჭიროებას? რა თქმა უნდა, კარგი...

ევროპის სპეცსამსახურები იკვლევენ რუსეთის შესაძლო კავშირს თვითმფრინავების მიმართ მუქარებთან

ევროპის სპეცსამსახურები იძიებენ თვითმფრინავების ბორტებზე ბომბების არსებობის შესახებ ანონიმური...

არ ვაპირებ რეჟიმთან თანამშრომლობას და ასე იქნება დარჩენილი სასჯელის ვადაში – მუსელიანცის წერილი ციხიდან

პროევროპული აქციების დროს დაკავებული არჩილ მუსელიანცი გლდანის ციხიდან წერილს...

გაფართოების ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის – ევროკომისიის პრესსპიკერი

შემიძლია დავადასტურო, რომ გაფართოების საკითხებზე მომავალ კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე...

პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა – ხოშტარია

"პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა"- ასე ეხმაურება  პარტია...

ყველა ამბავი

თბილისში 2 ადამიანი ლიფტში ჩაცხრილეს

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გერმანულ ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მობილიზებაა. მოქალაქის ინფორმაციით, გერმანულ ჰოსპიტალთან, კორპუსის ლიფტთან...

მრგვალ ბაღთან ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების საქმეზე 7 პირი დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. ამის შესახებ...

ეკლესიის ხმა ვერ დადუმდება სახელმწიფო დაფინანსებით და ფარული ზეწოლის მექანიზმებით – მეუფე ილარიონი

" ეკლესიის ხმა ვერ იქნება დადუმებული მატერიალური კეთილდღეობით, სახელმწიფო დაფინანსებითა თუ ფარული ზეწოლის მექანიზმებით, რადგან ჩვენი მთავარი ანგარიშვალდებულება უფლისა...

იტალიის, ბრიტანეთის და ირლანდიის სკოლებში ბომბის შესახებ შეტყობინებები გავრცელდა – 300-მდე სკოლიდან ევაკუაცია განხორციელდა

იტალიაში, ასობით სასწავლო დაწესებულებაში უსაფრთხოების საგანგებო ზომები ამოქმედდა. ბომბის არსებობის შესახებ ელექტრონული ფოსტით მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში...

კარგი იქნება ცვლილებები, მეშინია ეს ცვლილებები უარესი არ იყოს – მეუფე ნიკოლოზი

"ვხედავ თუ არა ცვლილებების საჭიროებას? რა თქმა უნდა, კარგი იქნება, ოღონდ დიდი ხანია, მარტო დღეს არა, დიდი ხანია, ამ...

აბუ-დაბიში ბუდანოვი იმ რუს გენერალს შეხვდა, რომელიც მის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი აბუ-დაბიში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს რუსეთის ФСБ-ს გენერალ დმიტრი მინაევს შეხვდა. უკრაინული მხარე...

ვაკეში რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა – დაჭრილია ოცნების ახალგაზრდულის წევრი

თბილისში, ვაკეში 10-მდე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაჭრეს. როგორც ცნობილია, დაჭრილია დაჩი ტვილდიანი, ქართული ოცნების...

ნიკა გვარამია, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

ხმაური იყო საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა კითხვების ეტაპზე მიმდინარეობს.მოსამართლემ დარბაზიდან კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი...

გარდაცვლილი სტიქაროსანის საქმეზე, 2 წლის შემდეგ, პოლიციის თანამშრომლები დააკავეს

23 წლის გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის საქმეზე 2 წლის შემდეგ თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას, ადვოკატი ლედი...

რუსები ამბობენ, რომ დონბასი დაიკავეს, სინამდვილეში ჩვენ კონტროლქვეშაა. პუტინი სხვა რეალობაში ცხოვრობს – ზელენსკი

"რუსები თვლიან და ამტკიცებენ, თითქოს უკვე ოკუპირებული აქვთ დონბასის ნახევარი, რომელიც სინამდვილეში ჩვენს კონტროლქვეშაა" -განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ...

ბრიტანეთში ამერიკელი სამხედრო რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

დიდ ბრიტანეთში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, სავარაუდოდ, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ეჭვით დააკავეს. ლონდონის პოლიციის კონტრტერორისტული დანაყოფის ცნობით, 41 წლის სამხედრო...

11 ნოემბრის #საკვირველიდღეები:

11 ნოემბრის #საკვირველიდღეები:2 000 მბ + 100 წთ (საქართველოში) - 7₾ ულიმიტო წთ (საქართველოში) - 14₾ 50 000 მბ - 22₾ 9...