მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა. ინფორმაციას ადასტურებენ ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მსოფლიო პატრიარქმა გუშინ, 18 მარტს ილია II-ის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.















