საფრანგეთში ანომალური სიცხის გამო საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა

spot_imgspot_img

საფრანგეთის სამ ათეულზე მეტ დეპარტამენტში, მათ შორის პარიზში, ანომალიური სიცხის გამო ამინდის საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა. ამის შესახებ კვირას, 21 ივნისს, France 24 ქვეყნის მეტეოსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. ამის გამო ხელისუფლებამ რიგ ქუჩის ღონისძიებებზე ალკოჰოლის მოხმარება შეზღუდა. გაუქმების საფრთხის ქვეშაა ასევე დიდი ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის — Fête de la Musique-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებიც.

„პრეფექტები გამოსცემენ განკარგულებებს საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის მოხმარების აკრძალვის შესახებ იმ დეპარტამენტებში, რომლებიც წითელ ზონაშია“, — ნათქვამია მთავრობის განცხადებაში. საფრანგეთის მეტეოსამსახური ქვეყანაში 22 ივნისიდან პიკურ ტემპერატურას — 38-დან 41 გრადუსამდე ცელსიუსით — ელოდება.

ამჟამად ექსტრემალური სიცხის გამო ქვეყნის 60 დეპარტამენტში მოქმედებს საფრთხის მეორე, ნარინჯისფერი დონე, თუმცა ზოგიერთ მათგანში, 38 გრადუსის გადაჭარბების შემდეგ, შესაძლოა წითელი დონეც ამოქმედდეს, რაც შეზღუდვებს ითვალისწინებს. სიცხის ხანგრძლივობა ჯერჯერობით გაურკვეველია.

სკოლების და მატარებლების გაუქმება

ხელისუფლების განცხადებით, აკრძალვა იმისთვის შემოაქვთ, რომ ანომალიური სიცხის ფონზე „სასწრაფო დახმარებისა და სამედიცინო პერსონალის რესურსი ყველაზე მოწყვლად ადამიანებზე ზრუნვისთვის შენარჩუნდეს“. ქვეყნის დედაქალაქში პარიზელებისა და ტურისტებისთვის პარკები და ბაღები მთელი ღამის განმავლობაში ღია იქნება. კვირის დასაწყისიდან გაგრძელებულმა სიცხემ უკვე გამოიწვია ათობით მატარებლის გაუქმება და სკოლებში სწავლების შეჩერება. მეტეოსამსახურში ამ სიცხეს ივნისისთვის „უპრეცედენტო, ისტორიული და გამორჩეული“ უწოდეს.

გარდა ამისა, ანომალიური სიცხის ტალღამ იტალიაც მოიცვა. წითელი საფრთხის დონე გამოცხადებულია ბოლონიაში, ბრეშიაში, პერუჯაში, ფლორენციასა და ტურინში. ნარინჯისფერი დონე მოქმედებს ქვეყნის კიდევ შვიდ რეგიონში, მათ შორის მილანსა და რომში.

გერმანიაშიც, ქვეყნის ჩრდილოეთის გარდა, სხვადასხვა რეგიონში სიცხე კვირის დასაწყისიდან გრძელდება. სინოპტიკოსების ვარაუდით, პიკი პარასკევს, 26 ივნისს იქნება — ამ დღეს ჰამბურგში 35 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ქვეყნის დასავლეთსა და სამხრეთში — 38 გრადუსამდე. ამის შემდეგ მოსალოდნელია წვიმები და ტემპერატურის ეტაპობრივი კლება.

spot_imgspot_img

პოპულარული

იმერეთში სავარაუდოდ თავი მოიკლა კაცმა, რომელიც 11 წლის ბავშვზე ძალადობდა

23 აგვისტოს ბაღდათის მუნიციპალიტეტში  67 წლის კაცი ცხედარი იპოვეს,...

ფაშინიანი: მოხარული ვიქნები, თუ ОДКБ სომხეთის გარიცხვას გადაწყვეტს

სომხეთი უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის...

შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა – გვარამია

"შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა"...

იტალიაში დაკარგული ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

იტალიის ქალაქ ნეაპოლში დაკარგულად გამოცხადებული ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.გოგა...

“ერთმანეთის დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა.. ჯერ ოჯახები დააახლოვეს – ახლა ციხეში ალპობენ” – ხაბეიშვილი

"ერთმანეთის დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა.. ჯერ ოჯახები დააახლოვეს -...

ტრამპმა ირანს მასშტაბური ეკონომიკური ომი გამოუცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური ომის...
spot_img

ყველა ამბავი

ზელენსკი: კიევმა Patriot-ისთვის რაკეტების მცირე პარტია მიიღო

უკრაინამ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის „მცირე რაოდენობის“ რაკეტები და ამერიკული AIM ტიპის „ჰაერი–ჰაერი“ კლასის მართვადი რაკეტები მიიღო, — განაცხადა...

სასამართლომ ფრიდონ ინჯიას, ვალერი კვარაცხელიას და ლალი მოროშკინას სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის გამო მოქალაქე დააჯარიმა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ზაალ ცხადაიას საქმე განიხილა. ზაალ ცხადაიამ სოციალური ქსელით შეურაცხყოფა მიაყენა ფრიდონ ინჯიასა და ვალერი...

ტრამპი 200 000 თავშესაფრის მაძიებლის ვიზის გაუქმებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ემზადება, გააუქმოს ასობით ათასი უცხოელის ბიზნეს და ტურისტული ვიზები, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს....

აშშ–ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი მოსკოვში ჩავიდა–მედია

რუსეთში შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი ჩავიდა. ამის შესახებ სამშაბათს, 25 აგვისტოს, თეთრ სახლში CBS-ის...

ვიცი როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე – ღარიბაშვილის წერილი

"ვიცი როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ...

ცვლილება „თანაინვესტირების ფონდში“ — აქტივები ოფშორიდან ეკატერინე ხვედელიძის სახელზე დარეგისტრირდა

„საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“, რომელიც ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის აქტივების ძირითადი განმკარგავია, იურიდიულ სტრუქტურას იცვლის - მსხვილი აქტივები კაიმანის კუნძულებიდან პირდაპირ...

მივიღეთ patriot-ის რაკეტები, ვერ გეტყვით რამდენი, მაგრამ მეტი გვჭირდება – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ პარტნიორებისგან მცირე რაოდენობით Patriot-ის რაკეტები და სხვა დახმარების პაკეტი მიიღო.„არ ვიტყვი რომელი...

მედვედევის თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ მათი „ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა” დაასრულა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და პარტია „ერთიანი რუსეთის" თავმჯდომარემ დმიტრი მედვედევმა ოკუპირებულ ცხინვალში გამომავალ გაზეთ „Южная Осетия"-სთვის ინტერვიუ...

რა დარჩა ღარიბაშვილს სათქმელი,  რაში უნდა ამხილოს  სისტემა, თორემ ღარიბაშვილი რომ ფულს იპარავდა, მაგას ივანიშვილი პარლამენტში გვიყვებოდა – გოგიჩაიშვილი

"რა დარჩა ღარიბაშვილს სათქმელი,  რაში უნდა ამხილოს  სისტემა, თორემ ღარიბაშვილი რომ ფულს იპარავდა, მაგას ივანიშვილი პარლამენტში გვიყვებოდა" - ამის...

დააკავეს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი

სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი ვაჟი, სედრაკ ქოჩარიანი დააკავა. სულ...

საფრანგეთში, ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა და 300-მდე სახლი დაზიანდა

საფრანგეთში ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას France 24 ავრცელებს.სტიქიამ განსაკუთრებით მძიმედ სოფელი პომასი (Pomas) დააზარალა. ძირითადი დეტალები და...

აშშ ირანის მოკავშირეებს ახალი სანქციებით ემუქრება

აშშ გეგმავს ირანის კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკურ იზოლაციას მის პარტნიორებზე ახალი სანქციების დაწესების გზით. „ამ სისხლისმსმელ რეჟიმთან ნებისმიერი სახის ეკონომიკური...