ვის „გადაგდებაზე“ საუბრობთ, როცა თანაგუნდელები „ჩაუშვით“ და ჩასვით ციხეში – გიგა ფარულავა კობახიძეს

spot_imgspot_img

“ვის „გადაგდებაზე“ საუბრობთ, როცა თანაგუნდელები „ჩაუშვით“ და ჩასვით ციხეში”-   ასე მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატმა გიგა ფარულავამ  ირაკლი კობახიძეს, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიში წარადგინა.

„ბატონო ირაკლი, 2029 წელს, სახელმძღვანელოში „კონსტიტუციური სამართალი“ თქვენ წერდით, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლი ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ავალდებულებს, ყველა პოლიტიკური ნაბიჯი ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციას შეუსაბამოს. მეტიც, წერდით, რომ პრეზიდენტის, ან პრემიერ-მინისტრის ისეთი საჯარო განცხადება, რომელიც ამ საჯარო განცხადებას ეწინააღმდეგება, შეიძლება იმპიჩმენტის საფუძველიც კი გახდეს. 2024 წელს კი უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში განაცხადეთ, „მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე, დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“. რომელ ირაკლი კობახიძეს დავუჯეროთ – 2019 წლის კონსტიტუციონალისტს, რომლისთვისაც მსგავსი ნაბიჯი იმპიჩმენტის საფუძველი იყო, თუ 2024 წლის პრემიერ-მინისტრს? დღეს, როგორც სამართლის დოქტორი, იმავე კაზუსზე რომ მუშაობდეთ, საკუთარი ქმედების მიმართ კვლავ იგივე სამართლებრივ დასკვნას მიიღებდით თუ არა?

მეორე შეკითხვა: თქვენ საუბრობთ მრავალვექტორულ თანამშრომლობაზე, თუმცა, საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ ერთ სტრატეგიულ საგარეო ვექტორს იცნობს, ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. დაგვიზუსტეთ, ჩინეთთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობა არის მხოლოდ ეკონომიკური ხასიათის, თუ ეს არის პოლიტიკური ალიანსი? რა თქმა უნდა, ჩვენ ვადასტურებთ, რომ ეკონომიკური პარტნიორობა მნიშვნელოვანია. თუ ეს პოლიტიკური პარტნიორობაა, მაშინ, როგორ ანაცვლებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს – ქვეყანას, რომელიც ათწლეულებია ჩვენი თავდაცვისუნარიანობას და სუვერენიტეტის მთავარი გარანტია, იმ სახელმწიფოთი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის, გაერო-ში ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისა და დევნილების დაბრუნების შესახებ რეზოლუციებს მხარს არასდროს უჭერს? რის სანაცვლოდ ხდება საგარეო კურსის ეს რადიკალური გადახრა, თუ თქვენ არ გაქვთ მყარი გარანტია ჩინეთის საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს დეოკუპაციის პოლიტიკას დაუჭერს მხარს? რა ლოგიკით ცვლით დადასტურებულ, სტრატეგიულ პარტნიორობას და უსაფრთხოების არქიტექტურას გაურკვეველი პოლიტიკური შედეგის მქონე პარტნიორობით? მინდა გამოვეხმაურო კოლეგებს, აქ საუბარი იყო „გადაგდებაზე“. თქვენ ვის გადაგდებაზე საუბრობთ, მაშინ, როცა თქვენი თანაგუნდელები „ჩაუშვით“ და ჩასვით ციხეში. საუბარი გქონდათ ღალატზე და ანექსიაზე სიტყვა ვერ დაგაძრევინეთ, განცხადება ვერ გაგაკეთებინეთ, ეს არის სწორედ ეროვნული ინტერესების ღალატი. ვიდრე რამე განცხადებას გააკეთებთ, დაფიქრდით, რა გზა გაიარეთ და რა გზას გადიხართ“, – განაცხადა ფარულავამ.

spot_imgspot_img

პოპულარული

რუსთაველზე, XIX საუკუნის ძველი “გარეთუბნის” კოლექტორების სისტემა აღმოაჩინეს

რუსთაველის გამზირზე, სამუშაოების მიმდინარეობისას თავისუფლების მოედნის მეტროსა და საქართველოს...

შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა – გვარამია

"შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა"...

მელანომის საწინააღმდეგო ვაქცინის შემდეგ მეცნიერები სხვა ტიპის კიბოს წინააღმდეგაც ცდიან mRNA-ვაქცინებს

Moderna-სა და Merck-ის მიერ შექმნილი პერსონალიზებული მელანომის საწინააღმდეგო ვაქცინის...

უკრაინის მოკავშირეები სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას გააძლიერებენ

„მსურველთა კოალიციამ“ დაადასტურა მზადყოფნა, გააფართოოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, დაეხმაროს...

“ჰიბრიდული ომია” – EU რუმინეთის მიერ საზღვაო დრონის განადგურებაზე

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუმინეთის მიერ შავ...

გერმანია რუსეთის შეკავებისთვის €12 მილიარდის ღირებულების შორი მოქმედების იარაღის არსენალს შექმნის

გერმანია რუსეთის შეკავების მიზნით შორი მოქმედების იარაღის ახალი არსენალის...

ბელგიელი ავტომობილების გამყიდველი პრინცი გახდა-დნმ-ის ტესტმა სამეფო წარმომავლობა დაადასტურა

26 წლის ბელგიელი ავტომობილების გამყიდველი პრინცი გახდა მას შემდეგ,...

მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან – ზარქუა ღარიბაშვილზე

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი,...
spot_img

ყველა ამბავი

მედვედევის თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ მათი „ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა” დაასრულა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და პარტია „ერთიანი რუსეთის" თავმჯდომარემ დმიტრი მედვედევმა ოკუპირებულ ცხინვალში გამომავალ გაზეთ „Южная Осетия"-სთვის ინტერვიუ...

რა დარჩა ღარიბაშვილს სათქმელი,  რაში უნდა ამხილოს  სისტემა, თორემ ღარიბაშვილი რომ ფულს იპარავდა, მაგას ივანიშვილი პარლამენტში გვიყვებოდა – გოგიჩაიშვილი

"რა დარჩა ღარიბაშვილს სათქმელი,  რაში უნდა ამხილოს  სისტემა, თორემ ღარიბაშვილი რომ ფულს იპარავდა, მაგას ივანიშვილი პარლამენტში გვიყვებოდა" - ამის...

დააკავეს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი

სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი ვაჟი, სედრაკ ქოჩარიანი დააკავა. სულ...

საფრანგეთში, ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა და 300-მდე სახლი დაზიანდა

საფრანგეთში ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას France 24 ავრცელებს.სტიქიამ განსაკუთრებით მძიმედ სოფელი პომასი (Pomas) დააზარალა. ძირითადი დეტალები და...

აშშ ირანის მოკავშირეებს ახალი სანქციებით ემუქრება

აშშ გეგმავს ირანის კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკურ იზოლაციას მის პარტნიორებზე ახალი სანქციების დაწესების გზით. „ამ სისხლისმსმელ რეჟიმთან ნებისმიერი სახის ეკონომიკური...

კრასნოდარის მხარეში დრონის შეტევის შედეგად აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, დრონებით თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ამის შესახებ Telegram-ში განაცხადა კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ...

უკრაინის მოკავშირეები სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას გააძლიერებენ

„მსურველთა კოალიციამ“ დაადასტურა მზადყოფნა, გააფართოოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, დაეხმაროს მის ენერგეტიკულ სექტორს და გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე. „მსურველთა კოალიციის“ ლიდერებმა ორშაბათს,...

ფაშინიანი: მოხარული ვიქნები, თუ ОДКБ სომხეთის გარიცხვას გადაწყვეტს

სომხეთი უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) მუშაობაში დაბრუნებას არ გეგმავს და მოხარული იქნება, თუ ორგანიზაციიდან...

“ერთმანეთის დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა.. ჯერ ოჯახები დააახლოვეს – ახლა ციხეში ალპობენ” – ხაბეიშვილი

"ერთმანეთის დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა.. ჯერ ოჯახები დააახლოვეს - ახლა ციხეში ალპობენ" - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი...

გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები.. ღარიბაშვილი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე – თამაზაშვილი

"გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები.. ღარიბაშვილი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე" -ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე...

მეგობრულად ვურჩევ: ბოლომდე თქვას რაც სათქმელია! – ინაშვილი ღარიბაშვილს

"მეგობრულად ვურჩევ: ბოლომდე თქვას რაც სათქმელია!"- წერს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებაზე. "მორიგჯერ ვცემ...

საწარმო, რომელიც უკრაინულ დრონს ვერ იგერიებს, მართვაში რუსეთის სახელმწიფოს გადაეცემა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს საწარმოებში დროებითი მმართველობის შემოღების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ მფლობელმა მათი...