spot_imgspot_img

საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა

საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (შემდგომში ,,სტრასბურგის სასამართლო”) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საქმეზე ,,ქართული ოცნების” საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა.განცხადების თანახმად, შეპასუხებაში საია უთითებს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი არგუმენტები მიზნად ისახავს სტრასბურგის სასამართლოს შეცდომაში შეყვანას.

“საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2026 წლის იანვარში სტრასბურგის სასამართლომ დაიწყო საიას მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვა, რომელიც შეეხება 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს კენჭისყრის ფარულობის მასობრივ დარღვევასა და საარჩევნო დავებზე სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებების არარსებობას. 

საიას მიერ სტრასბურგის სასამართლოსთვის წარდგენილი საჩივარი თავისი სამართლებრივი მნიშვნელობით პრეცედენტულია, რადგან სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეაფასოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი კენჭისყრის ფარულობის დარღვევები და არჩევნებთან დაკავშირებული დავების განხილვის ეფექტიანობა კონვენციის სტანდარტების ჭრილში. საქმის მნიშვნელობას ასევე ადასტურებს სტრასბურგის სასამართლოს მითითება, რომ მას შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი მიენიჭოს.

ხაზგასასმელია,  რომ სტრასბურგის სასამართლოს აქამდე არასდროს ჰქონია საქმე, სადაც პირდაპირ შეფასდებოდა სახელმწიფოს პროცედურული ვალდებულებები, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს მან ხმის ფარულობა უშუალოდ კენჭისყრის პროცესში, მით უმეტეს – თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების პირობებში.

საიას საჩივარში დასაბუთებულია, რომ არჩევნების ჩატარებისას საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარი ვალდებულებები სათანადოდ ვერ შეასრულა, რამაც მასობრივად დაარღვია კენჭისყრის ფარულობის ფუნდამენტური პრინციპი. ამასთან, საჩივარში აღნიშნულია, რომ საარჩევნო დავების განხილვის პროცესში დაირღვა ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალებებით სარგებლობის უფლება, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ბლანკეტური დანაწესის გამო, რომელიც მოქალაქეებს საარჩევნო დავებზე საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას უზღუდავს.

საიას მიერ 2024 წლის არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის საქმე წარდგენილია მხოლოდ ორი მომჩივნის სახელით – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ფიზიკური პირის მიერ. სტრასბურგის სასამართლომ საიას საჩივარი კიდევ სხვა ორ საჩივართან გააერთიანა. საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, საჯარო სივრცეში ვრცელდებოდა მცდარი და მანიპულაციური ინფორმაცია, თითქოს საიამ აღნიშნულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მიმართა. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა რეალობას, რაც სტრასბურგის სასამართლოს მედიასთან ურთიერთობის სამსახურმაც დაადასტურა „მითების დეტექტორის“ მიმართვის საპასუხოდ, ამავე სამსახურმა აღნიშნული დაადასტურა საიასთან უშუალო კომუნიკაციის სახითაც. სასამართლოს საიას მიერ გაგზავნილი წერილობითი პოზიციით მიეწოდა დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებითაც. 

შეპასუხებაში საია უთითებს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი არგუმენტები მიზნად ისახავს სტრასბურგის სასამართლოს შეცდომაში შეყვანას. საია დავობს, შემდეგი მიმართულებებით:

    • სისტემური ხარვეზები და ფარულობის დარღვევა: წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საია უთითებს, რომ 2024 წლის არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევა არ ყოფილა ცალკეული, ტექნიკური ინციდენტი – ეს იყო სისტემური პრობლემა. არჩევნების დროს გამოყენებულმა ელექტრონულმა ტექნოლოგიებმა, ბიულეტენებზე მარკერის მელნის გაჟონვამ და ბიულეტენზე კანდიდატთა განლაგებამ (სადაც მმართველი პარტია ყოველთვის ბოლო ნომერი იყო) შესაძლებელი გახადა ამომრჩევლის ნების იდენტიფიცირება. წერილობით პოზიციაში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფოსთვის ჯერ კიდევ 2021 წელს ცნობილი იყო, რომ ელექტრონული საშუალებების გამოყენებით არჩევნების ჩატარებისას მარკერის მელნის გაჟონვას შესაძლოა კენჭისყრის ფარულობის დარღვევის საფრთხე შეექმნა. 
    • 2025 წელს ე.წ. „საფარის“ დამატება, როგორც 2024 წლის საპარლამენტო საარჩევნო პროცესის ხარვეზის აღიარება: სტრასბურგის სასამართლოს ყურადღება გავამახვილეთ 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, სადაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ელექტრონულ საარჩევნო ყუთებზე სპეციალური „საფარი“ დაამონტაჟა, რათა აღეკვეთა ბიულეტენის ხილვადობა. ეს ქმედება არის პირდაპირი აღიარება იმისა, რომ 2024 წელს საარჩევნო პროცესმა გამოიწვია ფარულობასთან დაკავშირებით რეალური და საფუძვლიანი პრეტენზიები, რომლებიც, მათ შორის, წინამდებარე სამართლებრივ დავაშიც გამოიხატა. 
    • შიდასამართლებრივი მექანიზმების არაეფექტიანობა: საქართველოს კანონმდებლობა ინდივიდუალურ ამომრჩეველს პრაქტიკულად არ აძლევს შესაძლებლობას, დავა სასამართლოში არჩევნების პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით დაიწყოს/აწარმოოს. ეროვნულ დონეზე აღნიშნული ქმედების განხორციელების უფლებამოსილება კანონით მინიჭებული აქვს სადამკვირვებლო ორგანიზაციას, რომელსაც შეუძლია/ვალდებულია დაიცვას ამომრჩეველთა საარჩევნო უფლება. 
    • შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვა: მომჩივნებმა იმოქმედეს კეთილსინდისიერად და ამოწურეს ყველა ხელმისაწვდომი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალება, რის შემდეგაც სტრასბურგის სასამართლოს დასაბუთებული საჩივრით მიმართეს. ამასთან, მთავრობის მიერ წარმოდგენილი პოზიცია არ შეიცავდა საკმარის სამართლებრივ არგუმენტებს საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით და ვერ პასუხობდა სასამართლოს მიერ დასმულ სამართლებრივ საკითხებს. მთავრობის მიდგომა მიზანმიმართულად საფრთხეს უქმნის საარჩევნო უფლების მქონე პირთა ეფექტიან დაცვას, რომელიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლით, და ფაქტობრივად გამორიცხავს მათთვის კონვენციით გათვალისწინებული დაცვის მექანიზმების სრულფასოვან გამოყენებას.
  • პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის მასშტაბი და მოთხოვნები: საია დავობს პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის დარღვევას, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას “გონივრული პერიოდულობით ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები ფარული კენჭისყრით ისეთ პირობებში, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს არჩევისას უზრუნველყოფს ხალხის ნება-სურვილის თავისუფალ გამოხატვას”. წერილობით პოზიციაში გაანალიზებულია სტრასბურგის სასამართლოს შესაბამისი პრეცედენტული სამართალი და ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც განსაზღვრავს ფარული კენჭისყრის მნიშვნელობასა და სახელმწიფოთა ვალდებულებას, უზრუნველყონ მისი ეფექტიანი დაცვა”. წერია განცხადებაში.

 

spot_imgspot_img

პოპულარული

პუტინი რუსებს ომში იძულებით რთავს და ახალ მობილიზაციას ამზადებს, — WSJ

კრემლი რუსების უკრაინის ომში საბრძოლველად სულ უფრო მკაცრ მეთოდებს...

ზელენსკის თქმით, პუტინი რთული არჩევანის წინაშეა და ომის შეჩერებას განიხილავს

რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო რუსეთის დიქტატორი ვლადიმირ პუტინი არჩევანის...

ესპანეთში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს – ისინი ე.წ. „მომთაბარე კრიმინალურ ჯგუფს“ მიეკუთვნებოდნენ

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ვალენსიის რეგიონში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. შედეგად...

თელავში დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ სოფელ ყარაჯალაში  დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი...

აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში, ვინც საქართველოში ხელოვნურად ცდილობდა სიძულვილის გაღვივებას – კობახიძე 

„რაც შეეხება საელჩოს განცხადებას, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, მით უმეტეს...

კობახიძე აცხადებს, რომ ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევაზე რეაგირება საჭიროა

"ქართული ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დასაცავად" შექმნილ...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემებით, ივლისში ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემებით, ივლისში ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ...

„დოიჩე ველემ“ EU-ს დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა

გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, „დოიჩე ველემ“ დღეს Instagram-ზე ქართულენოვანი...
spot_img

ყველა ამბავი

პუტინი რუსებს ომში იძულებით რთავს და ახალ მობილიზაციას ამზადებს, — WSJ

კრემლი რუსების უკრაინის ომში საბრძოლველად სულ უფრო მკაცრ მეთოდებს მიმართავს. გამოცემა The Wall Street Journal-ის ცნობით, რუსეთი გაწვევის ასაკს...

ზელენსკის თქმით, პუტინი რთული არჩევანის წინაშეა და ომის შეჩერებას განიხილავს

რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო რუსეთის დიქტატორი ვლადიმირ პუტინი არჩევანის წინაშე დადგა: შეაჩეროს ომი უკრაინის წინააღმდეგ თუ გადადგას არაპოპულარული ნაბიჯი...

ესპანეთში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს – ისინი ე.წ. „მომთაბარე კრიმინალურ ჯგუფს“ მიეკუთვნებოდნენ

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ვალენსიის რეგიონში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. შედეგად დაკავებულია საქართველოს 3 მოქალაქე, რომლებიც ე.წ. „მომთაბარე კრიმინალურ ჯგუფს“ მიეკუთვნებოდნენ....

თელავში დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ სოფელ ყარაჯალაში  დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.როგორც ადგილობრივი მედია, მთავარი ამბები...

აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში, ვინც საქართველოში ხელოვნურად ცდილობდა სიძულვილის გაღვივებას – კობახიძე 

„რაც შეეხება საელჩოს განცხადებას, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში იყო ერთ-ერთი...

კობახიძე აცხადებს, რომ ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევაზე რეაგირება საჭიროა

"ქართული ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დასაცავად" შექმნილ საინიციატივო საუბრისას განაცხადა, რომ ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევაზე რეაგირება...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემებით, ივლისში ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემებით, ივლისში ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა.ფასის ყველაზე მკვეთრი, 14%-იანი მატება ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა. მას...

„დოიჩე ველემ“ EU-ს დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა

გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, „დოიჩე ველემ“ დღეს Instagram-ზე ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა. გაფართოებაც მოგვიანებით სხვა პლატფორმებზეც იგეგმება.„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „დოიჩე ველეს“(DW)...

როცა საჯარო სივრცეში  ქართულ ღვინოს, ეკლესიას, პატრიარქს, შეურაცხყოფას აყენებ, ეს დასჯადი არ უნდა იყოს?! – მაჭარაშვილი

„თუ რამემ საქართველო გადაარჩინა ეს არის ეროვნული იდენტობა და მისი დაცვა. ეროვნულ იდენტობაში შედის რწმენა, ოჯახური ტრადიციები და ყველა...

საგამოძიებო მედიაპლატფორმა „მონიტორის“ Facebook გვერდი წაიშალა

საგამოძიებო მედიაპლატფორმის, სტუდია „მონიტორის“ ფეისბუკ-გვერდი წაიშალა. როგორც ჟურნალისტ მარი დუდუნიას გამოქვეყნებული ეკრანის ასლიდან ჩანს, ფეისბუკის მფლობელი კორპორაცია „მეტა“ მათ...

ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს

ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს.სპეციალისტები მოსახლეობას საკმარისი რაოდენობით წყლის მიღებისკენ მოუწოდებენ...

“უცხოელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ტელეფონები და თანხა გასტაცეს” – დააკავეს 2 პირი

თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს."გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს უცხო...