შტუტგარტში რუსეთის სასარგებლოდ დივერსიების მომზადებისთვის განაჩენი გამოიტანეს

spot_imgspot_img

გერმანიის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა უკრაინის სავარაუდო მოქალაქეს, რომელსაც რუსეთის დავალებით ხანძრების მოწყობის მომზადებაში ედებოდა ბრალი. შტუტგარტის უმაღლესმა სამხარეო სასამართლომ მას აგენტური საქმიანობისთვის ერთი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იტყობინება  გერმანული საინფორმაციო სააგენტო dpa. საქმის კიდევ ორი ფიგურანტი გაამართლეს.

გადაწყვეტილების გამოცხადებისა და განაჩენის განმარტების დასაწყისში სასამართლოს კომენტარი არ გაუკეთებია ბრალდების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, თუ ვინ იყო დივერსიების დამკვეთი და კონკრეტულად რა სამართალდარღვევები ედებოდა ბრალდებულს, აღნიშნავს სააგენტო. იმავე საქმეზე ბრალდებული კიდევ ორი პირი, რომლებიც ასევე უკრაინის სავარაუდო მოქალაქეები არიან, სასამართლომ გაამართლა. სასამართლოს გადაწყვეტილების სხვა დეტალები ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

მანამდე, დასკვნით სიტყვაში, გერმანიის ფედერალური პროკურატურის წარმომადგენელი ბრალდებულებისთვის ორ წლითა და ცხრა თვიდან ოთხ წლამდე და სამი თვით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. დაცვის ადვოკატები კი გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვდნენ.

რუსეთის დავალებით გერმანიაში სატვირთო ტრანსპორტზე დივერსიების დაგეგმვის საქმეზე სასამართლო პროცესი შტუტგარტში მარტის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობდა. 22 წლის დანიილ ბ.-ს, 25 წლის ვლადისლავ ტ.-სა და 30 წლის ევგენი ბ.-ს ბრალად ედებოდათ რუსეთის სპეცსამსახურის დავალებით მძიმე ხანძრების მოწყობის მიზნით შეთქმულება და დივერსიული მიზნებით აგენტური საქმიანობა.

დანიილ ბ. და ვლადისლავ ტ. 2025 წლის მაისში კიოლნსა და კონსტანცში დააკავეს. იმავე პერიოდში შვეიცარიის ტურგაუს კანტონში დაკავებული ევგენი ბ., რომელსაც გამოძიება ჯგუფის ხელმძღვანელად მიიჩნევს, დეკემბერში გერმანიას გადასცეს.

პროცესი კვალიფიცირებული იყო როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის სისხლის სამართლის საქმე და სასამართლო სხდომები უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების პირობებში ტარდებოდა.

ბრალდების დეტალები

გერმანიის ფედერალური პროკურატურის მასალების თანახმად, სამივე ბრალდებული დივერსიულ ოპერაციაში მონაწილეობდა, რომლის მიზანი ლოგისტიკური კომპანიის სატრანსპორტო მარშრუტების მუშაობის შეფერხება იყო.

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცებმა რუსეთის სპეცსამსახურისგან დავალება შუამავლების მეშვეობით მიიღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქ მარიუპოლში. 2025 წლის მარტში მათ უკრაინული საფოსტო კომპანიის მეშვეობით უკრაინაში GPS-ტრეკერებით აღჭურვილი ორი ამანათი გაგზავნეს. ამ მოქმედების მიზანი სატრანსპორტო კომპანიის მარშრუტებისა და პროცედურების შესწავლა იყო.

გერმანული გამოძიების თანახმად, შემდეგ ეტაპზე მათ უნდა გაეგზავნათ ცეცხლგამჩენი მოწყობილობებით აღჭურვილი ამანათები, რომლებიც ტრანსპორტირების დროს უნდა აალებულიყო.

გეგმის მიხედვით, ხანძარი უნდა გაჩენილიყო „გერმანიაში ან უკრაინის რუსეთის მიერ არაოკუპირებული რეგიონებისკენ მიმავალ გზაზე სხვა ადგილებში და მაქსიმალურად დიდი ზიანი გამოეწვია, რათა მოსახლეობაში უსაფრთხოების განცდა შეერყია“.

ფედერალური პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები ასეთი ამანათების გაგზავნას დათანხმდნენ, თუმცა დავალების შესრულებამდე, ჯერ კიდევ მომზადების ეტაპზე დააკავეს.

საქმეში ბრალდებულები ოფიციალურად უკრაინის მოქალაქეებად ფიგურირებენ, თუმცა მათი მოქალაქეობის ნამდვილობა ეჭვქვეშ დგას.

პასპორტების გაყალბება ადვილია, ხოლო რუსეთის სპეცსამსახურებს შესაძლოა უკრაინელების დისკრედიტაცია ჰქონდეთ მიზნად, განუცხადეს Redaktionsnetzwerk Deutschland-ის (RND) გამოცემებს ბერლინის უსაფრთხოების სტრუქტურებში მომუშავე ანონიმურმა წყაროებმა.

„დიახ, მათ უკრაინული პასპორტები აქვთ, მაგრამ სინამდვილეში ისინი რუსები არიან“, — განაცხადა RND-ის ერთ-ერთმა წყარომ.

spot_imgspot_img

პოპულარული

მოსკოვის ოლქში დრონების შეტევის შემდეგ Wildberries-ის საწყობი იწვის

მოსკოვის ოლქის პოდოლსკის საქალაქო ოლქში, სოფელ კოლედინოში მდებარე Wildberries-ის...

საქართველო ირანის წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს არ შეუერთდა. როგორ ხსნის უარს „ოცნება“ და როგორ აღიქმება ასეთი უარი EU-ში

საქართველო ევროკავშირის მიერ ირანის წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს არ შეუერთდა.ევროკავშირმა...

„ქოცხროვა“ ამზადებს დიდ ღალატს – გეორგიევსკის ტრაქტატის“ მოხმობით ამზადებენ ქართული სახელმწიფოს გაუქმებას

„ქოცხროვა“ ამზადებს დიდ ღალატს - „გეორგიევსკის ტრაქტატის“ მოხმობით ამზადებენ...

ნოვოროსიისკის სამივე მარცვლეულის ტერმინალის მუშაობა შეჩერებულია

ნოვოროსიისკის პორტის მარცვლეულის ტერმინალმა КСК–მ თანამშრომლებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების...

“სახლების აშენებისთვის ₾355 000 ჩაარიცხინეს და კომუნიკაცია შეწყვიტეს” – დააკავეს 1 პირი

თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად...

ლავროვი: ვერ გავჩერდებით, პასუხისმგებლები ვართ რუსეთის ათასწლოვანი ისტორიის წინაშე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ომის მიმდინარეობასა და...

ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვისთვის 3 პირი დააკავეს

სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, ქრთამის აღებისა და კომერციული...
spot_img

ყველა ამბავი

დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტეს „აშშ-ის ახალი ტერიტორია“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გეოპოლიტიკური დაძაბულობის ახალი ტალღა გამოიწვია, როდესაც სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე ჰორმუზის სრუტის რუკა გამოაქვეყნა წარწერით...

– პოლონეთის გადაწყვეტილება დემოგრაფიული კატასტროფის დასტურია – გეგელია

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, პოლონეთის მიერ სამუშაოდ ჩასული საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრება „იმ დემოგრაფიული კატასტროფის...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა – სააკაშვილი ღარიბაშვილ-ივანიშვილზე

„ღარიბაშვილმა გადაწყვიტა ივანიშვილის მსუბუქი შანტაჟი, მას შემდეგ რაც მისმა ახლო ნათესავმა რამდენიმე დღის წინ „თავი მოიკლა...“ - ამის შესახებ...

პოლონეთმა საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელის მოქალაქეებისთვის სამუშაო მიზნით ქვეყანაში შესვლისა და დასაქმების წესები გაამკაცრა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის მიერ ხელმოწერილი ახალი სამართლებრივი აქტი მიზნად ისახავს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის არალეგალური შრომისთვის გამოყენების...

გეორგიევსკის ტრაქტატმა იმუშავა, საქართველო არ გაქრა – ვოლსკი

1783 წელს გაფორმებული გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ საქართველომ არაერთი სერიოზული დარტყმა მიიღო, ისე, რომ რუსეთს ამ ტრაქტატის პირობები არ შეუსრულებია....

საქართველოდან ოკუპირებულ აფხაზეთში გასული საწვავის 85% საოკუპაციო ძალებთან მიდის – ენმ

ენმ-ის წევრის, ბესო შენგელიას განცხადებით, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში გაგზავნილი საწვავის 85% საოკუპაციო ძალებთან მიდის. შენგელიას მტკიცებით, ამ...

ამ უბადრუკი წერილის მიზანი დისკრედიტაციაა – ვოლსკი

აბსურდული თემაა წამოწეული. ისიც, რაც იკითხეთ, ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ანუ აქ იკითხება ხაზგასმით მიზანი, რომ როგორმე დისკრედიტაცია მოხდეს სახელმწიფო...

ძალიან პრობლემური განცხადებაა.. ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის – კობახიძე ღარიბაშვილზე

"ძალიან პრობლემური განცხადებაა, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის. " - ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს."მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა:...

ან „ჰამასი“ ნებაყოფლობით გააგრძელებს განიარაღებას მომდევნო 60-90 დღის განმავლობაში, ან ისრაელს გაცილებით მეტი მხარდაჭერა ექნება – კუშნერი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი აცხადებს, რომ „ჰამასის“ განიარაღებისა და ღაზას სამშვიდობო გეგმის განხორციელებისკენ მიმართული პროგრესი...

“ტრაქტატის გაფორმებით საქართველომ პრინციპული სარგებელი მაინც მიიღო“–კობახიძემ გეორგიევსკის ტრაქტატს მორიგი ბრიფინგი მიუძღვნა

ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთი ბრიფინგი გამართა გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით და იმის ახსნა სცადა, რომ საქართველომ ამ ტრაქტატით სარგებელი...

აღმოჩნდა, რომ ჩინეთიც სარგებლობს ჩვენი ტერიტორიით პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფებისგან თავის არიდების მიზნით – სამადაშვილი

"აღმოჩნდა, რომ ჩინეთიც სარგებლობს ჩვენი ტერიტორიით "- აცხადებს კოალიცია “ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი.ცნობისთვის, თეთრი სახლი...