პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი, პრორუსი მამუკა ფიფია აანონსებს, რომ მალე “გეორგიევსკი 2”-თან დაკავშირებით მოსკოვიდან განცხადება გაკეთდება.
„როგორც პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერმა, მინდა ღიად განვაცხადო: ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება გეორგიევსკთან დაკავშირებით. დღეს დადგა დრო, ვიზრუნოთ ქვეყნის რეალურ გადარჩენაზე და ახალ გეორგიევსკი ორზე, ამჯერად თანასწორუფლებიან პირობებში. ვეთანხმები პრემიერ კობახიძეს, რომ 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატმა გადაარჩინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ქრისტიანობა, მაგრამ არ ვეთანხმები მას, თითქოს ეს ნაბიჯი ევროპისკენ სავალ გზად გადაიდგა“, – ამბობს ფიფია..
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთი ბრიფინგი გამართა გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით და იმის ახსნა სცადა, რომ საქართველომ ამ ტრაქტატით სარგებელი მიიღო. კობახიძის თქმით, იმ კონკრეტულ ისტორიულ ვითარებაში, რუსეთის იმპერიასთან ურთიერთობა საქართველოსთვის არა მხოლოდ გადარჩენის საკითხი, არამედ ქრისტიანული დასავლეთისკენ მიმავალი პოლიტიკური და კულტურული კავშირის შენარჩუნების ერთადერთი გზა იყო.“



