„მთელი სიმართლე დიანას შესახებ – მისი ძმის თვალით“ – ჩარლზ სპენსერმა თავის დას, პრინცესა დიანას, წიგნი მიუძღვნა.

spot_imgspot_img

ბრიტანეთის პრინცესა დიანას ძმამ, გრაფმა ჩარლზ სპენსერმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება მისი მოგონებების წიგნი დაზე, რომელიც თითქმის 30 წლის წინ დაიღუპა. მემუარები სახელწოდებით „გედის სიმღერა: ჩემი და დიანა“ (Swan Song: Diana, My Sister) დიდ ბრიტანეთში სექტემბერში უნდა გამოვიდეს.

სპენსერმა წიგნის დაწერის მოტივი ასე განმარტა:

„მსურს, დიანას სახელით ვილაპარაკო — და ეს აშკარად პოზიტიური კუთხით გავაკეთო“.

მისი თქმით, იმედოვნებს, რომ წიგნი ადამიანებს დაეხმარება უკეთ გაიგონ, სინამდვილეში როგორი იყო მისი და.

„ის ერთადერთი და განუმეორებელი იყო — ძალიან ენერგიული ადამიანი, სავსე სიყვარულით, ქარიზმითა და საკუთარ თავში ეჭვებით, — ამბობს ჩარლზი. — ის მთელი ძალით ცხოვრობდა და თავის შემდეგ ბევრად უკეთესი სამყარო დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ ასე ახალგაზრდა წავიდა“.

ამ წლის 1 ივლისს დიანას 65 წელი შეუსრულდებოდა. ის 1997 წელს, პარიზში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად, 36 წლის ასაკში დაიღუპა. მისი ვაჟები — პრინცები უილიამი და ჰარი — მაშინ შესაბამისად 15 და 12 წლის იყვნენ.

ახალი წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ჩარლზ სპენსერი წერს, რომ ბოლო პერიოდში, დიანას გარდაცვალებიდან 30 წლისთავის მოახლოების გამო, მას კვლავ მუდმივად სთხოვენ ინტერვიუებს.

„ამან დამარწმუნა, რომ აუცილებელია ერთხელ და სამუდამოდ ჩავწერო ჩემი საკუთარი აზრები და მოგონებები, ნაცვლად იმისა, რომ კვლავ და კვლავ დისკომფორტი განვიცადო იმ განცხადებების კითხვისას, რომელთაგან ბევრი მცდარ ფაქტებს ეფუძნება, მაგრამ დროთა განმავლობაში სიმართლედ დამკვიდრდა“, — ამბობს ჩარლზ სპენსერი.

სიტყვა დაკრძალვაზე

„ამ წიგნის მიზანია, დიანას შესახებ მთელი სიმართლე მისი ძმის თვალით მოვყვე — ისევე, როგორც ამის გაკეთებას ვცდილობდი მის დაკრძალვაზე სიტყვით გამოსვლისას“, — დასძინა სპენსერმა.

ჩარლზ სპენსერი (მარცხნიდან მეორე) დიანას დაკრძალვაზე, პრინც უილიამთან, პრინც ჰარისთან და უელსის პრინც ჩარლზთან ერთად

იგი გულისხმობდა სიტყვას, რომელიც 1997 წლის სექტემბერში, ვესტმინსტერის სააბატოში, დიანასთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე წარმოთქვა.

სპენსერი იმედოვნებს, რომ მისი წიგნი დააინტერესებს მათ, ვინც დიანას სიცოცხლის პერიოდზე მოგონებებს „კვლავ აფასებს“.

დაკრძალვაზე წარმოთქმულ სიტყვაში სპენსერმა დიანა აღწერა როგორც „თანაგრძნობის, მოვალეობის გრძნობის, სტილისა და სილამაზის განსახიერება“. მისი თქმით, „მთელი მსოფლიოსთვის ის იყო უანგარო ადამიანურობის სიმბოლო და იმ ადამიანების უფლებებისთვის მებრძოლი, რომლებიც ნამდვილად გარიყულები იყვნენ“.

იმავე სიტყვაში მან ჟურნალისტებიც გააკრიტიკა და დიანას უწოდა ადამიანი, „რომელზეც თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მეტად ნადირობდნენ“. ამასთან, მან პირობა დადო, რომ პრინც უილიამსა და პრინც ჰარის დაიცავდა, რათა მათ იგივე ბედი არ სწეოდათ.

ჩარლზ სპენსერის მემუარები 22 სექტემბერს გამოვა. წიგნს გამოსცემს Penguin Michael Joseph, რომელიც Penguin Random House-ის ნაწილია.

„მართალია, ამ წიგნის გვერდებზე არაერთი ისეთი გამხელაა, რომელიც მნიშვნელოვან ყურადღებას მიიპყრობს, მაგრამ მკითხველები პირველად  და საბოლოოდ მიიღებენ იმ საყვარელი ქალის ღირსეულ ხსოვნისადმი მიძღვნილ ნაშრომს, როგორიც პრინცესა დიანა იყო“, — განაცხადა Penguin Random House UK-ის დირექტორმა დენიელ ბანიარდმა.

spot_imgspot_img

პოპულარული

ტრამპი ომანს დაბომბვით ემუქრება ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გამო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ომანზე თავდასხმით დაიმუქრა, თუ ის...

შტუტგარტში რუსეთის სასარგებლოდ დივერსიების მომზადებისთვის განაჩენი გამოიტანეს

გერმანიის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა უკრაინის სავარაუდო მოქალაქეს, რომელსაც...

მალე მოსკოვიდან „გეორგიევსკი 2“ დაანონსდება – პრორუსი ფიფია კობახიძის განცხადებაზე

პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი, პრორუსი მამუკა ფიფია აანონსებს, რომ...

ჟურნალისტი კობა ფარტენაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს – ადვოკატი

ბათუმში ჟურნალისტი კობა ფარტენაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ინფორმაციას ამის...

წერილი მამუკა მდინარაძემ გამომიგზავნა. იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა.. – ღარიბაშვილი

ივლისში მივიღე ჩემს მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც გამომიგზავნა...

გლოვოს კურიერზე თავდასხმისთვის კიდევ 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს...

კობახიძემ „დიპ-სტეიტის“ ახალი „გეგმა“ გაშიფრა, რომელიც რუს ტურისტებს უკავშირდება

ირაკლი კობახიძის განცხადებით „დიპ-სტეიტის“ ახალი გეგმის თანახმად, მათმა ადგილობრივმა...
spot_img

ყველა ამბავი

წერილი მამუკა მდინარაძემ გამომიგზავნა. იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა.. – ღარიბაშვილი

ივლისში მივიღე ჩემს მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ, - ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი...

მალე მოსკოვიდან „გეორგიევსკი 2“ დაანონსდება – პრორუსი ფიფია კობახიძის განცხადებაზე

პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი, პრორუსი მამუკა ფიფია აანონსებს, რომ მალე “გეორგიევსკი 2”-თან დაკავშირებით მოსკოვიდან განცხადება გაკეთდება.„როგორც პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“...

ბათუმის საქალაქო სასამართლომ კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი კობა ფარტენაძე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე 2000 ლარით დააჯარიმა.გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ...

გვარამია: ციხე ყოვლისმომცველ ინდულგენციად ვერ გამოდგება… ტალახში გორიალი სააკაშვილის არჩევანია

ციხე ყოვლისმომცველ ინდულგენციად ვერ გამოდგება... ტალახში გორიალი სააკაშვილის არჩევანია - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია წერს, რომელიც მიხეილ...

დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტეს „აშშ-ის ახალი ტერიტორია“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გეოპოლიტიკური დაძაბულობის ახალი ტალღა გამოიწვია, როდესაც სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე ჰორმუზის სრუტის რუკა გამოაქვეყნა წარწერით...

– პოლონეთის გადაწყვეტილება დემოგრაფიული კატასტროფის დასტურია – გეგელია

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, პოლონეთის მიერ სამუშაოდ ჩასული საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრება „იმ დემოგრაფიული კატასტროფის...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა – სააკაშვილი ღარიბაშვილ-ივანიშვილზე

„ღარიბაშვილმა გადაწყვიტა ივანიშვილის მსუბუქი შანტაჟი, მას შემდეგ რაც მისმა ახლო ნათესავმა რამდენიმე დღის წინ „თავი მოიკლა...“ - ამის შესახებ...

პოლონეთმა საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელის მოქალაქეებისთვის სამუშაო მიზნით ქვეყანაში შესვლისა და დასაქმების წესები გაამკაცრა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის მიერ ხელმოწერილი ახალი სამართლებრივი აქტი მიზნად ისახავს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის არალეგალური შრომისთვის გამოყენების...

გეორგიევსკის ტრაქტატმა იმუშავა, საქართველო არ გაქრა – ვოლსკი

1783 წელს გაფორმებული გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ საქართველომ არაერთი სერიოზული დარტყმა მიიღო, ისე, რომ რუსეთს ამ ტრაქტატის პირობები არ შეუსრულებია....

საქართველოდან ოკუპირებულ აფხაზეთში გასული საწვავის 85% საოკუპაციო ძალებთან მიდის – ენმ

ენმ-ის წევრის, ბესო შენგელიას განცხადებით, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში გაგზავნილი საწვავის 85% საოკუპაციო ძალებთან მიდის. შენგელიას მტკიცებით, ამ...

შტუტგარტში რუსეთის სასარგებლოდ დივერსიების მომზადებისთვის განაჩენი გამოიტანეს

გერმანიის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა უკრაინის სავარაუდო მოქალაქეს, რომელსაც რუსეთის დავალებით ხანძრების მოწყობის მომზადებაში ედებოდა ბრალი. შტუტგარტის უმაღლესმა სამხარეო...

ამ უბადრუკი წერილის მიზანი დისკრედიტაციაა – ვოლსკი

აბსურდული თემაა წამოწეული. ისიც, რაც იკითხეთ, ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ანუ აქ იკითხება ხაზგასმით მიზანი, რომ როგორმე დისკრედიტაცია მოხდეს სახელმწიფო...