„დემოკრატია რუსეთის მძევალი ვერ იქნება“ — უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფედოროვი არჩევნების ჩატარებას ითხოვს და ხელისუფლებას აკრიტიკებს

spot_imgspot_img

უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ არჩევნების ჩატარების გზა ომის პირობებშიც უნდა მოიძებნოს და ქვეყნის მოქმედი ხელისუფლების სისტემა საკმაოდ მკვეთრად გააკრიტიკა.

ფედოროვმა, რომელიც უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად ითვლება, YouTube-ის საკუთარ არხზე მიმართვა გამოაქვეყნა.

„თუ ომი კიდევ ერთი, ორი ან სამი წელი გაგრძელდება, შეიძლება თუ არა რუსეთმა ფაქტობრივად მიიღოს უფლება, განსაზღვროს, როდის შეძლებენ უკრაინელები კვლავ საკუთარი ხელისუფლების არჩევას? დარწმუნებული ვარ, რომ არა“, — განაცხადა ფედოროვმა.

„დემოკრატია რუსეთის მძევალი ვერ იქნება. ჩვენ სწორედ იმიტომ ვიბრძვით, რომ თავისუფალ ევროპულ სახელმწიფოდ დავრჩეთ. ამიტომ უნდა ვიპოვოთ კანონიერი, უსაფრთხო და რეალისტური მექანიზმი, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს, სრულფასოვანი დემოკრატიული პროცესი ხანგრძლივი ომის პირობებშიც აღადგინოს“, — აღნიშნა ყოფილმა მინისტრმა.

უკრაინის ხელისუფლება არაერთხელ აცხადებდა, რომ საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია და ამას უკრაინის კანონმდებლობაც პირდაპირ კრძალავს.

ამ კონტექსტში პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიუთითებდა, რომ მილიონობით უკრაინელი ომს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ან საზღვარგარეთ გაექცა, ხოლო ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 20% რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.

ამასთან, უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოსკოვის ერთ-ერთი თავდაპირველი მოთხოვნაც იყო დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებებში.

ფედოროვის მიმართვა მალევე გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ უმაღლეს რადას ოფიციალურად სთხოვა, უკრაინის თავდაცვის ახალ მინისტრად ევგენ ხმარა დაენიშნა, რომელიც ფედოროვის გადადგომის შემდეგ უწყების ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა.

პოლიტიკური სკანდალი ფედოროვის წასვლის გამო

ივლისის შუა რიცხვებში ზელენსკიმ უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ნაწილობრივ შეცვალა. მათ შორის, პარლამენტს ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაც შესთავაზა: იულია სვირიდენკოს ნაცვლად მთავრობას სერგეი კორეცკი ჩაუდგა სათავეში.

თუმცა უკრაინაში ყველაზე დიდი რეზონანსი სწორედ 35 წლის ფედოროვის გათავისუფლებამ გამოიწვია. მან თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მხოლოდ ნახევარი წელი იმუშავა, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ფრონტისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე რეფორმის განხორციელება მოასწრო.

მათ შორის, მან მნიშვნელოვნად გაზარდა სხვადასხვა ტიპისა და მოქმედების რადიუსის დრონების წარმოება. სწორედ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ეფექტიანი დარტყმების განხორციელება რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე და ბრძოლის ველზე ვითარების ნაწილობრივ საკუთარ სასარგებლოდ შეცვლაც შეძლეს.

ფედოროვმა თანამდებობიდან გათავისუფლება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკისთან კონფლიქტით ახსნა. მინისტრსა და მთავარსარდალს შორის მუდმივ წინააღმდეგობებზე ღიად საუბრობდა ზელენსკიც.

კიევში, ლვოვსა და უკრაინის სხვა ქალაქებში ფედოროვის გათავისუფლების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრანტები ასევე სირსკის გადადგომას მოითხოვდნენ.

საბოლოოდ, ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდლად მიხაილო დრაპატი დანიშნა, ხოლო თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ხმარას შესთავაზა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ფედოროვს უკრაინის ხელისუფლებაში რამდენიმე სხვადასხვა თანამდებობაც შესთავაზა, თუმცა ფედოროვი მხოლოდ თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაბრუნებას თანხმდებოდა.

spot_imgspot_img

პოპულარული

დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტეს „აშშ-ის ახალი ტერიტორია“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გეოპოლიტიკური დაძაბულობის ახალი ტალღა გამოიწვია,...

რუსეთის ხელისუფლება მოქალაქეების საზღვარგარეთ გამგზავრებაზე კონტროლს გააძლიერებს

რუსეთის ხელისუფლებას სურს, რომ ერთიან მონაცემთა ბაზაში გაერთიანდეს არა...

რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა 50 კომპანიის გატეხვის შესახებ განაცხადეს

ჰაკერულმა დაჯგუფება Cl0p-მა, რომელსაც მედიაში რუსეთთან აკავშირებენ, განაცხადა, რომ...

გვარამია: ციხე ყოვლისმომცველ ინდულგენციად ვერ გამოდგება… ტალახში გორიალი სააკაშვილის არჩევანია

ციხე ყოვლისმომცველ ინდულგენციად ვერ გამოდგება... ტალახში გორიალი სააკაშვილის არჩევანია...

კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიას მესამედით გაზრდის

შემოდგომაზე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ომის დაწყების შემდეგ ყველაზე...

სოხუმის რეჟიმი: გადავწყვიტეთ, ხელი არ შევუშალოთ საქართველოდან საწვავის შემოტანას

„აფხაზეთის ხელისუფლება არ შეუშლის ხელს საქართველოდან საწვავის შემოტანას“ —...

ბათუმის საქალაქო სასამართლომ კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი კობა...

„ქოცხროვა“ ამზადებს დიდ ღალატს – გეორგიევსკის ტრაქტატის“ მოხმობით ამზადებენ ქართული სახელმწიფოს გაუქმებას

„ქოცხროვა“ ამზადებს დიდ ღალატს - „გეორგიევსკის ტრაქტატის“ მოხმობით ამზადებენ...
spot_img

ყველა ამბავი

დღეს ჩემი შეტყობინება წაკითხულია! ვინ ხარ რა ხდება?!- 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის ბიძაშვილი

“დღეს ჩემი შეტყობინება წაკითხულია. ვინ ხარ? რა ხდება?“ - წერს 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის ბიძაშვილი, ანი დადიანიძე...

უკრაინელეებმა რუსეთის რეგიონებზე მორიგი იერიში მიიტანეს

უკრაინულმა დრონებმა 19 აგვისტოს ღამით რუსეთის ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში სამრეწველო ობიექტებს დაარტეს. ინფორმაციას, ბაშკირეთის ხელმძღვანელი რადი ხაბიროვი ავრცელებს.მისი თქმით,...

აშშ-მა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტსა და უფროს პროკურორს სანქციები დაუწესა

აშშ-ის მთავრობამ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) პრეზიდენტ ტომოკო აკანესა და უფროს პროკურორ აბდულაი სეიეს სანქციები დაუწესა. „ეს პირები...

„მთელი სიმართლე დიანას შესახებ – მისი ძმის თვალით“ – ჩარლზ სპენსერმა თავის დას, პრინცესა დიანას, წიგნი მიუძღვნა.

ბრიტანეთის პრინცესა დიანას ძმამ, გრაფმა ჩარლზ სპენსერმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება მისი მოგონებების წიგნი დაზე, რომელიც თითქმის 30...

წერილი მამუკა მდინარაძემ გამომიგზავნა. იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა.. – ღარიბაშვილი

ივლისში მივიღე ჩემს მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ, - ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი...

მალე მოსკოვიდან „გეორგიევსკი 2“ დაანონსდება – პრორუსი ფიფია კობახიძის განცხადებაზე

პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი, პრორუსი მამუკა ფიფია აანონსებს, რომ მალე “გეორგიევსკი 2”-თან დაკავშირებით მოსკოვიდან განცხადება გაკეთდება.„როგორც პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“...

ბათუმის საქალაქო სასამართლომ კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი კობა ფარტენაძე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე 2000 ლარით დააჯარიმა.გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ...

გვარამია: ციხე ყოვლისმომცველ ინდულგენციად ვერ გამოდგება… ტალახში გორიალი სააკაშვილის არჩევანია

ციხე ყოვლისმომცველ ინდულგენციად ვერ გამოდგება... ტალახში გორიალი სააკაშვილის არჩევანია - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია წერს, რომელიც მიხეილ...

დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტეს „აშშ-ის ახალი ტერიტორია“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გეოპოლიტიკური დაძაბულობის ახალი ტალღა გამოიწვია, როდესაც სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე ჰორმუზის სრუტის რუკა გამოაქვეყნა წარწერით...

– პოლონეთის გადაწყვეტილება დემოგრაფიული კატასტროფის დასტურია – გეგელია

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, პოლონეთის მიერ სამუშაოდ ჩასული საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრება „იმ დემოგრაფიული კატასტროფის...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა – სააკაშვილი ღარიბაშვილ-ივანიშვილზე

„ღარიბაშვილმა გადაწყვიტა ივანიშვილის მსუბუქი შანტაჟი, მას შემდეგ რაც მისმა ახლო ნათესავმა რამდენიმე დღის წინ „თავი მოიკლა...“ - ამის შესახებ...

პოლონეთმა საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელის მოქალაქეებისთვის სამუშაო მიზნით ქვეყანაში შესვლისა და დასაქმების წესები გაამკაცრა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის მიერ ხელმოწერილი ახალი სამართლებრივი აქტი მიზნად ისახავს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის არალეგალური შრომისთვის გამოყენების...