მოსკოვში ბენზინგასამართ სადგურებში საწვავის გაცემაზე ლიმიტები დაწესდა

spot_imgspot_img

მოსკოვში რამდენიმე ქსელის ავტოგასამართ სადგურებზე  საწვავის გაცემაზე  ლიმიტები დაწესდა — ამის მიუხედავად, რომ ხელისუფლება ცდილობს დედაქალაქის მომარაგებას რუსეთის აღმოსავლეთი რეგიონებიდან მოცულობების გადანაწილების გზით. ინფორმაციას ავრცელებს რუსული გამოცემა РБК.

„გაზპრომ ნეფტის“ წარმომადგენლებმა РБК-ს განუცხადეს, რომ კომპანიის ავტოგასამართ სადგურებზე „დროებით მოქმედებს“ შეზღუდვები ბენზინისა და დიზელის საწვავის რეალიზაციაზე — ერთ ავტომობილზე არაუმეტეს 40 ლიტრისა. ცხელ ხაზზე დაზუსტდა, რომ კანისტრებში საწვავის ჩასხმის დაშვების საკითხს კონკრეტულ სადგურზე ადგილზევე გაარკვევენ. კომპანიაში ასევე დაარწმუნეს, რომ მიმდინარეობს ღონისძიებები მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის მოსკოველთა მხრიდან საწვავზე მოთხოვნის ზრდის ფონზე.

„თათნეფტის“ ცხელ ხაზზე განაცხადეს, რომ კომპანიის მოსკოვის ავტოგასამართ სადგურებზე ბენზინის რეალიზაციის ლიმიტი 50 ლიტრს შეადგენს, დიზელის საწვავისთვის კი — 60 ლიტრს.

დედაქალაქსა და მოსკოვის ოლქში საწვავის დეფიციტი გასულ კვირასაც ფიქსირდებოდა. ადგილობრივი მოსახლეობა იტყობინებოდა საწვავზე დეფიციტი უკრაინის მიერ რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების  წინააღმდეგ განხორციელებული მორიგი დარტყმების  შემდეგ დაიწყო  (მხოლოდ აგვისტოში მწყობრიდან გამოვიდა სულ მცირე ოთხი მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა).

РБК-ის ცნობით, 18 აგვისტოს საღამოს 95-ე მარკის ბენზინი მოსკოვში მხოლოდ „ნეფტმაგისტრალის“ ერთ ავტოგასამართ სადგურზე  იყო ხელმისაწვდომი. დიზელის საწვავის არსებობის თაობაზეც კომპანიაში რეკომენდაციას აძლევდნენ, კონკრეტულ სადგურზე დაზუსტებულიყო. „ლუკოილის“ ცხელ ხაზზე კი განაცხადეს, რომ 92-ე და 95-ე მარკის ბენზინი, ასევე დიზელის საწვავი ქალაქში ორ სადგურზე იყო, კიდევ ერთზე — მხოლოდ დიზელი.

Reuters-ის დარგობრივი წყაროების ცნობით, კვირის დასაწყისში კრემლმა ხელახლა წამოიწყო კამპანია მოსკოვის პრიორიტეტული ბენზინმომარაგებისთვის. წყაროების ინფორმაციით, საწვავის დეფიციტს მოსკოვის რეგიონში აღმოსავლეთი რეგიონებიდან მოცულობების გადანაწილებით აგვარებენ. ბენზინის ტვირთები დედაქალაქში იგზავნება მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო მეტი რეგიონი აწყდება საწვავის კრიზისის მეორე ტალღას.

16 აგვისტოს მდგომარეობით, ბენზინი ან დიზელი ქვეყანაში ავტოგასამართ სადგურების მხოლოდ 28,1%-ზე იყო ხელმისაწვდომი, მაშინ როცა კვირით ადრე ეს მაჩვენებელი 41%-ს შეადგენდა. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში საწვავის ხელმისაწვდომობა შემცირდა ვოლგოგრადის, ჩელიაბინსკის, ორენბურგის, ვორონეჟის, სამარის, პენზის, სარატოვის, ლიპეცკის და როსტოვის ოლქებში, ასევე თათარსტანში.

spot_imgspot_img

პოპულარული

ღარიბაშვილი დღესაც მეგობრად მიმაჩნია, ვამხელ და ვებრძვი კობახიძეს – ირმა ინაშვილი

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი...

„დიდი სატრანზიტო თაღლითობა“ და საქართველო – რა წერია თეთრი სახლის ანგარიშში?

აშშ-ის თეთრი სახლის ვაჭრობისა და წარმოების პოლიტიკის ოფისმა (OTMP)...

ბათუმის საქალაქო სასამართლომ კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი კობა...

რუსეთის ხელისუფლება მოქალაქეების საზღვარგარეთ გამგზავრებაზე კონტროლს გააძლიერებს

რუსეთის ხელისუფლებას სურს, რომ ერთიან მონაცემთა ბაზაში გაერთიანდეს არა...

კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიას მესამედით გაზრდის

შემოდგომაზე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ომის დაწყების შემდეგ ყველაზე...
spot_img

ყველა ამბავი

საგამოძიებო უწყებები „ოცნების“ შიდა-პარტიული გარჩევების სამსახურში – TI-მ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებები შეისწავლა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ (TI) გამოაქვეყნა ანალიზი, რომელშიც შესწავლილია 2025 წლის ივნისის შემდეგ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიებები ყოფილი მაღალი...

წერილები კიდევ იქნება, ის მორალურად განადგურებულია: ღარიბაშვილის ადვოკატი

იაკლი ღარიბაშვილი თავს მორალურად განადგურებულად მიიჩნევს. მითხრა, რომ მალე გააკეთებს განცხადებას კიდევ... წერილი გამოუგზავნა მამუკა მდინარაძემ. როგორც წერია, მდინარაძე...

ურსულა ფონ დერ ლაიენი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მხარდაჭერას უცხადებს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მხარდაჭერას უცხადებს, რითიც  ის  აშშ-ის მიერ ICC-ის პრეზიდენტისა...

ღარიბაშვილის განცხადების შინაარსი არის უბადრუკი, უაზრო და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული – ვოლსკი

"ღარიბაშვილის განცხადების შინაარსი არის უბადრუკი, უაზრო და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული " - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" პირველმა ვიცე-სპიკერმა...

პატიმრობაში მყოფი კაცია… – მდინარაძე ღარიბაშვილზე

პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, ჩემი სიტუაციიდან მთლად სწორი არ იქნება რაღაც შეტევაზე გადასვლა... როდესაც პირადად მე და ხელისუფლების...

ოპერაცია კოდური სახელით „Forrest Gump“: ჩხრეკები და კორუფციული სქემა უკრაინაში

19 აგვისტოს დილით უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა ბიურომ (НАБУ) და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ (САП) ჩხრეკა ჩაატარეს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის...

აღმოჩენილ არტეფაქტებზე ინფორმაცია მივაწოდეთ სააგენტოს – მერია

თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დროს, მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანსა" და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში, აგურის წყობებისა და კერამიკული...

რუსთაველზე, XIX საუკუნის ძველი “გარეთუბნის” კოლექტორების სისტემა აღმოაჩინეს

რუსთაველის გამზირზე, სამუშაოების მიმდინარეობისას თავისუფლების მოედნის მეტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმს შორის მონაკვეთში აღმოჩენილი იქნა,  სავარაუდოდ XIX საუკუნის ძველი...

“დედა ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, მისი IP მისამართი უკვე გარკვეული მაქვს! – გურამ დადიანის დედის ადვოკატი

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანის დედის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის თქმით, მან უკვე იცის იმ FB მომხმარებლის IP მისამართი,...

3 ოქტომბრის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოს “ლელო – ძლიერმა საქართველომ” და “ქართულმა ოცნებამ” მიმართა

მიმდინარე წლის 3 ოქტომბრის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა - „ლელო - ძლიერმა...

დღეს ჩემი შეტყობინება წაკითხულია! ვინ ხარ რა ხდება?!- 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის ბიძაშვილი

“დღეს ჩემი შეტყობინება წაკითხულია. ვინ ხარ? რა ხდება?“ - წერს 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის ბიძაშვილი, ანი დადიანიძე...

უკრაინელეებმა რუსეთის რეგიონებზე მორიგი იერიში მიიტანეს

უკრაინულმა დრონებმა 19 აგვისტოს ღამით რუსეთის ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში სამრეწველო ობიექტებს დაარტეს. ინფორმაციას, ბაშკირეთის ხელმძღვანელი რადი ხაბიროვი ავრცელებს.მისი თქმით,...