პრინცი ჰარი და მეგანი ბრიტანეთში ბრუნდებიან

spot_imgspot_img

BBC-ის ინფორმაციით, სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია –  პრინცი ჰარი და მეგანი – გეგმავენ დიდ ბრიტანეთში დაბრუნებას, ექვსი წლის შემდეგ, რაც სამეფო მოვალეობების შესრულებაზე უარი თქვეს და აშშ-ში გადავიდნენ.

ამის შესახებ პირველად Daily Telegraph-მა და Sun-მა გაავრცელეს ინფორმაცია. მათი ცნობით, პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგანი კალიფორნიიდან დიდ ბრიტანეთში აგვისტოს ბოლოს გადავლენ და ლონდონის გარეთ მდებარე კერძო, არა სამეფო რეზიდენციაში იცხოვრებენ.

მათი შვილები — შვიდი წლის პრინცი არჩი და ხუთი წლის პრინცესა ლილიბეტი — სექტემბრიდან ბრიტანულ სკოლაში უნდა წავიდნენ.

BBC News-ის ინფორმაციით, მეფე ჩარლზ III-ს მათი გადასვლის შესახებ კვირას აცნობეს. ამ ეტაპზე არც პრინცი ჰარის და არც მეგანის სამეფო ოჯახის წევრის მოვალეობებში დაბრუნება არ იგეგმება.

პრინცი ჰარის წარმომადგენელსა და ბუკინგემის სასახლეს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. Reuters-ის ცნობით, წყვილთან დაახლოებულმა წყარომ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია შვილებთან ერთად მეფეს ივლისში შეხვდნენ, თუმცა მაშინ მათი შესაძლო გადასვლა არ განხილულა. BBC-ის ინფორმაციით, ჩარლზ III-მ მათი დაბრუნების შესახებ მხოლოდ გასულ შაბათ-კვირას შეიტყო, თუმცა მოხარულია, რომ პრინც ჰარის ოჯახთან პირად გარემოში უფრო ხშირად შეხვედრის შესაძლებლობა ექნება.

პრინცი ჰარისა და მეგანის ოფიციალური სამეფო სტატუსის აღდგენა მოსალოდნელი არ არის — ისინი კერძო პირებად დარჩებიან.

მათი გეგმების შესახებ ასევე აცნობეს პრინც უილიამსა და პრინცესა ქეთრინს.

პრინცი ჰარი და მეგანი დიდი ბრიტანეთიდან 2020 წლის გაზაფხულზე გაემგზავრნენ და სამეფო მოვალეობების შესრულება შეწყვიტეს.

მას შემდეგ ოჯახური ურთიერთობები დაძაბული იყო, ხოლო ივლისში მეფესა და დედოფალ კამილასთან შეხვედრა BBC News-ის შეფასებით მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა.

სასახლემ გლოსტერშირში, მეფის კერძო სახლში გამართული შეხვედრა „კერძო ოჯახურ ღონისძიებად“ აღწერა. მეფემ შვილიშვილები ოთხ წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად ნახა.

პრინცი ჰარი და მეგანი დიდ ბრიტანეთში ერთად 2022 წლის შემდეგ აღარ ყოფილან, როდესაც დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვას დაესწრნენ.

წყვილის უსაფრთხოების საკითხი წლების განმავლობაში დაძაბულობის წყარო იყო, რადგან სასექსის ჰერცოგის მოთხოვნა პოლიციის დაცვის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

გასულ წელს პრინცმა ჰარიმ სასამართლო დავაც წააგო იმ დაცვის დონესთან დაკავშირებით, რომლის მიღების უფლებაც მას და მის ოჯახს დიდ ბრიტანეთში ყოფნისას ჰქონდათ.

მანამდე პრინცი ჰარი აცხადებდა, რომ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული შიში ხელს უშლიდა დიდ ბრიტანეთში ჩასვლასა და მეუღლისა და შვილების თან წაყვანაში.

spot_imgspot_img

პოპულარული

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეას სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე-მიონგმა შაბათს ჩრდილოეთ კორეას საჯაროდ...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან...

ძალიან პრობლემური განცხადებაა.. ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის – კობახიძე ღარიბაშვილზე

"ძალიან პრობლემური განცხადებაა, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. პრობლემური ჩვენთვის...

გვარამია: ციხე ყოვლისმომცველ ინდულგენციად ვერ გამოდგება… ტალახში გორიალი სააკაშვილის არჩევანია

ციხე ყოვლისმომცველ ინდულგენციად ვერ გამოდგება... ტალახში გორიალი სააკაშვილის არჩევანია...

ღარიბაშვილი: დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წერილს ავრცელებს ავრცელებს...

ურსულა ფონ დერ ლაიენი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მხარდაჭერას უცხადებს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სისხლის სამართლის საერთაშორისო...

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა....
spot_img

ყველა ამბავი

დააკავეს პირი, რომელიც ცივი იარაღის დემონსტრირებით და მუქარით, დაეუფლა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის კუთვნილ ტელეფონებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.უწყების ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის...

რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია – არიან დაღუპულები

რუსეთის არმიამ ხუთშაბათს, 20 აგვისტოს ღამით კიევი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, განაცხადა...

ტრამპმა ირანს მასშტაბური ეკონომიკური ომი გამოუცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური ომის დაწყების შესახებ განაცხადა. „დღეს ვაცხადებ ყველაზე გამანადგურებელი ეკონომიკური ოპერაციის დაწყებას, რომელიც...

მელანომის ვაქცინამ ფართომასშტაბიან კვლევაში წარმატებას მიაღწია-Moderna-ს და Merck-ის განცხადება

Moderna-სა და Merck-ის პერსონალიზებულმა mRNA კიბოს ვაქცინამ, იმუნოთერაპიულ პრეპარატ Keytruda-სთან კომბინაციაში, მელანომის გვიან ეტაპის კლინიკურ კვლევაში წარმატებას მიაღწია, განაცხადეს...

ისრაელის სამხედრო პროკურატურამ ღაზის სექტორში პალესტინელი გოგოს დაღუპვის საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება ბრძანა

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF/ცაჰალის) სარდლობამ ღაზაში ექვსი წლის ჰინდ რაჯაბისა და მისი ოჯახის დაღუპვის საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება...

უკრაინამ შავ ზღვაში მარცვლეულის გადამზიდავ გემებს დაარტყა

უკრაინულმა დრონებმა ხუთ სატვირთო გემს შეუტიეს, რომლებიც რუსეთის ნოვოროსიისკისა და ტუაფსეს პორტებიდან შავი ზღვის გავლით მარცვლეულის გატანას ცდილობდნენ. ამის...

მოსკოვში ბენზინგასამართ სადგურებში საწვავის გაცემაზე ლიმიტები დაწესდა

მოსკოვში რამდენიმე ქსელის ავტოგასამართ სადგურებზე  საწვავის გაცემაზე  ლიმიტები დაწესდა — ამის მიუხედავად, რომ ხელისუფლება ცდილობს დედაქალაქის მომარაგებას რუსეთის აღმოსავლეთი...

საგამოძიებო უწყებები „ოცნების“ შიდა-პარტიული გარჩევების სამსახურში – TI-მ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებები შეისწავლა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ (TI) გამოაქვეყნა ანალიზი, რომელშიც შესწავლილია 2025 წლის ივნისის შემდეგ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიებები ყოფილი მაღალი...

წერილები კიდევ იქნება, ის მორალურად განადგურებულია: ღარიბაშვილის ადვოკატი

იაკლი ღარიბაშვილი თავს მორალურად განადგურებულად მიიჩნევს. მითხრა, რომ მალე გააკეთებს განცხადებას კიდევ... წერილი გამოუგზავნა მამუკა მდინარაძემ. როგორც წერია, მდინარაძე...

ურსულა ფონ დერ ლაიენი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მხარდაჭერას უცხადებს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მხარდაჭერას უცხადებს, რითიც  ის  აშშ-ის მიერ ICC-ის პრეზიდენტისა...

ღარიბაშვილის განცხადების შინაარსი არის უბადრუკი, უაზრო და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული – ვოლსკი

"ღარიბაშვილის განცხადების შინაარსი არის უბადრუკი, უაზრო და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული " - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" პირველმა ვიცე-სპიკერმა...

პატიმრობაში მყოფი კაცია… – მდინარაძე ღარიბაშვილზე

პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, ჩემი სიტუაციიდან მთლად სწორი არ იქნება რაღაც შეტევაზე გადასვლა... როდესაც პირადად მე და ხელისუფლების...