შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა – გვარამია

spot_imgspot_img

“შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა” –  ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია წერს.

„ირაკლი კობახიძე აფხაზეთთან დაკავშირებით ჩემი განცხადების თაობაზე: „აგენტურამ მიიღო ახალი დავალება და ასრულებს ამ ახალ დავალებას. უცხოურ აგენტურას აქვს თავისი ამოცანა – ხელი შეუშალონ ნდობის აღდგენას, ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანა – ხელი შევუწყოთ პირიქით ნდობის აღდგენას. რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით იქნება სრულიად თანმიმდევრული და პრინციპული“.

მიხეილ სააკაშვილი აფხაზეთთან დაკავშირებით ჩემი განცხადების თაობაზე: „დანარჩენი საქართველოს დაბრუნების შემდეგ, მთავარი რიგის ამოცანაა აფხაზეთზე კონტროლის აღდგენა და ეს არ გამოვა “გველს ხვრელიდან ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი” პრინციპით. არამედ მხოლოდ ეკონომიკურად, პოლიტიკურად, ძლიერი კბილებამდე შეიარაღებული საქართველო, საკუთარი და მეგობრების ძალებით შეძლებს ჩვენი ძირძველი მიწის, ჩვენი სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე“.

გამოიკვეთა ორი პოზიცია:

„ქოცური“: ნდობის აღდგენა, რაც ფაქტობრივად იმეორებს ივანიშვილის „ბოდიში მოვიხადოთ“-ს და ითარგმნება, როგორც „აფხაზეთი უნდა დავივიწყოთ“.

„ნაცური“: აფხაზეთი უნდა დავიბრუნოთ ომით, რაც ფაქტობრივად ითარგმნება, როგორც უკიდურესი პოლიტიკური პოპულიზმი და ცარიელი ომის რიტორიკა, რაც წყალს ასხმას ქართული ოცნების მთავარ პროპაგანდისტულ ხაზს “აბა ომი გინდათ”, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის განწყობას, რომელსაც ომი არ უნდა და უპასუხისმგებლო ცარიელი სიტყვებია, რომლის უკანაც არც რეალური სამხედრო გეგმა დგას და არც არანაირი ნაფიქრი სქემა.

პირველი არის მოღალატეობრივი პოზიცია, ხოლო მეორე – ხალხის ემოციებზე პოპულისტური თამაში საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, და არა აფხაზეთის რეალურად დასაბრუნებლად.

ჩემი პოზიცია კი რაციონალურია და ნაფიქრი: შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა, რაც მოიტანს:

ევროპულ პასპორტს და ყველა ევროპულ პრივილეგიას;

ეკონომიკური კეთილდღეობას;

უსაფრთხოების მაღალ გარანტიებს;

აფხაზური ეროვნული უმცირესობისთვის უმაღლეს ევროპულ გარანტიებს;

ომის სამუდამოდ დავიწყებას.

შესაბამისად, გამოიკვეთა ორი პარტია: აფხაზეთის ჩამბარებელი მოღალატე „ქოცები“, ომის რიტორიკის მქადაგებელი უპასუხისმგებლო პოპულისტი „ნაცები“, მე კი ვამბობ და გპირდებით: გავხდებით ევროკავშირის წევრები; საქართველო გაერთიანდება; ომი არ იქნება“,-წერს გვარამია.

spot_imgspot_img

პოპულარული

მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მობილური ტელეფონები გასტაცეს – პოლიციამ ორი პირი დააკავა

თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს,...

ვენესუელას ხელისუფლებამ 131 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა

ვენესუელაში დროებით მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის...

გვარამია: ციხე ყოვლისმომცველ ინდულგენციად ვერ გამოდგება… ტალახში გორიალი სააკაშვილის არჩევანია

ციხე ყოვლისმომცველ ინდულგენციად ვერ გამოდგება... ტალახში გორიალი სააკაშვილის არჩევანია...

ტრამპი: აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტე საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჰორმუზის სრუტის ამერიკის ტერიტორიად გამოცხადებას გეგმავს. ასეთმა...

საგამოძიებო უწყებები „ოცნების“ შიდა-პარტიული გარჩევების სამსახურში – TI-მ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებები შეისწავლა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ (TI) გამოაქვეყნა ანალიზი, რომელშიც შესწავლილია...

მალე მოსკოვიდან „გეორგიევსკი 2“ დაანონსდება – პრორუსი ფიფია კობახიძის განცხადებაზე

პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი, პრორუსი მამუკა ფიფია აანონსებს, რომ...
spot_img

ყველა ამბავი

კობახიძემ მაკრონისგან კოსმოსის საკითხებზე პარიზის სამიტზე მოწვევა მიიღო

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კოსმოსის საკითხებისადმი მიძღვნილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია, რომელიც 9-10 სექტემბერს...

დააკავეს 1 პირი, რომელმაც ქარელში თანასოფლელი ცივი იარაღით დაჭრა

დააკავეს პირი, რომელმაც ქარელში, ცივი იარაღით, მამაკაცი დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი, სამედიცინო დახმარების...

დააკავეს პირი, რომელიც ცივი იარაღის დემონსტრირებით და მუქარით, დაეუფლა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის კუთვნილ ტელეფონებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.უწყების ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის...

რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია – არიან დაღუპულები

რუსეთის არმიამ ხუთშაბათს, 20 აგვისტოს ღამით კიევი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, განაცხადა...

ტრამპმა ირანს მასშტაბური ეკონომიკური ომი გამოუცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური ომის დაწყების შესახებ განაცხადა. „დღეს ვაცხადებ ყველაზე გამანადგურებელი ეკონომიკური ოპერაციის დაწყებას, რომელიც...

პრინცი ჰარი და მეგანი ბრიტანეთში ბრუნდებიან

BBC-ის ინფორმაციით, სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია -  პრინცი ჰარი და მეგანი - გეგმავენ დიდ ბრიტანეთში დაბრუნებას, ექვსი წლის შემდეგ,...

მელანომის ვაქცინამ ფართომასშტაბიან კვლევაში წარმატებას მიაღწია-Moderna-ს და Merck-ის განცხადება

Moderna-სა და Merck-ის პერსონალიზებულმა mRNA კიბოს ვაქცინამ, იმუნოთერაპიულ პრეპარატ Keytruda-სთან კომბინაციაში, მელანომის გვიან ეტაპის კლინიკურ კვლევაში წარმატებას მიაღწია, განაცხადეს...

ისრაელის სამხედრო პროკურატურამ ღაზის სექტორში პალესტინელი გოგოს დაღუპვის საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება ბრძანა

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF/ცაჰალის) სარდლობამ ღაზაში ექვსი წლის ჰინდ რაჯაბისა და მისი ოჯახის დაღუპვის საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება...

უკრაინამ შავ ზღვაში მარცვლეულის გადამზიდავ გემებს დაარტყა

უკრაინულმა დრონებმა ხუთ სატვირთო გემს შეუტიეს, რომლებიც რუსეთის ნოვოროსიისკისა და ტუაფსეს პორტებიდან შავი ზღვის გავლით მარცვლეულის გატანას ცდილობდნენ. ამის...

მოსკოვში ბენზინგასამართ სადგურებში საწვავის გაცემაზე ლიმიტები დაწესდა

მოსკოვში რამდენიმე ქსელის ავტოგასამართ სადგურებზე  საწვავის გაცემაზე  ლიმიტები დაწესდა — ამის მიუხედავად, რომ ხელისუფლება ცდილობს დედაქალაქის მომარაგებას რუსეთის აღმოსავლეთი...

საგამოძიებო უწყებები „ოცნების“ შიდა-პარტიული გარჩევების სამსახურში – TI-მ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებები შეისწავლა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ (TI) გამოაქვეყნა ანალიზი, რომელშიც შესწავლილია 2025 წლის ივნისის შემდეგ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიებები ყოფილი მაღალი...

წერილები კიდევ იქნება, ის მორალურად განადგურებულია: ღარიბაშვილის ადვოკატი

იაკლი ღარიბაშვილი თავს მორალურად განადგურებულად მიიჩნევს. მითხრა, რომ მალე გააკეთებს განცხადებას კიდევ... წერილი გამოუგზავნა მამუკა მდინარაძემ. როგორც წერია, მდინარაძე...