კობახიძემ მაკრონისგან კოსმოსის საკითხებზე პარიზის სამიტზე მოწვევა მიიღო

spot_imgspot_img

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კოსმოსის საკითხებისადმი მიძღვნილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია, რომელიც 9-10 სექტემბერს პარიზში გაიმართება. ამის შესახებ ცნობას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფორმაციით, ღონისძიების თანათავმჯდომარეები საფრანგეთი და გერმანია იქნებიან. სამიტის ძირითადი თემები მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოება და თავდაცვაა.

მაკრონმა კობახიძისადმი მიწერილ მოწვევაში აღნიშნა, რომ კოსმოსი დღეს ძალაუფლებისა და კეთილდღეობის მნიშვნელოვან ვექტორს წარმოადგენს, ხოლო ინდუსტრიული აქტორების დინამიზმი, სფეროს სამოქალაქო და სამხედრო ორმაგი დანიშნულების ზრდა და გამწვავებული კონკურენცია კოორდინირებულ მოქმედებას საჭიროებს. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, სამიტი შესაძლებლობას შექმნის, ხაზი გაესვას სახელმწიფოებს, კომპანიებსა და მრავალმხრივ აქტორებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო ირაკლი, მაქვს პატივი, მოგიწვიოთ კოსმოსის საკითხებისადმი მიძღვნილ პირველ საერთაშორისო სამიტზე, რომელიც პარიზში, 9-10 სექტემბერს გაიმართება. დღეს, ისე როგორც არასდროს, კოსმოსი ძალაუფლებისა და კეთილდღეობის უმნიშვნელოვანეს ვექტორს წარმოადგენს. ინდუსტრიული აქტორების დინამიზმი, ამ სფეროს გაზრდილი სამოქალაქო და სამხედრო ორმაგი დანიშნულება და გამწვავებული კონკურენცია მოითხოვს კოორდინირებულ მოქმედებას, რათა სრულად მოხდეს მისი ტექნოლოგიური პოტენციალის რეალიზება და კოსმოსური ეკონომიკის მდგრადი და პასუხისმგებლიანი განვითარების დაჩქარება. სამიტი შექმნის შესაძლებლობას, ხაზი გაესვას დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას არა მხოლოდ სახელმწიფოებს, არამედ კომპანიებსა და მრავალმხრივ აქტორებს შორის. ჩვენი ვალია, უკვე დღეიდან უზრუნველვყოთ კოსმოსური საქმიანობის მდგრადობა ჩვენი საერთო კეთილდღეობისა და მომავალი თაობების სასარგებლოდ: ეს სამიტი სწორედ ამ ამბიციის განმტკიცების საშუალებას იძლევა. ამასთან, მოგვეცემა შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ ჩვენი კოსმოსური ინდუსტრიებისა და სააგენტოების ექსპერტიზა, ისევე როგორც ჩვენი თანამშრომლობის მაღალი სტანდარტი სამეცნიერო, ინდუსტრიულ, ტექნიკურ და ეკონომიკურ დონეებზე. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თქვენთან და სხვა მოწვეულ ქვეყნებთან ერთად განვსაზღვროთ სამიტის ფორმატი, რათა ღონისძიება მტკიცე განცხადებებითა და კონკრეტული ნაბიჯებით დასრულდეს. ჩვენი მიზანია, აღნიშნული შეხვედრა ვაქციოთ გამორჩეულ შესაძლებლობად კოსმოსური გამოწვევების მნიშვნელობის დასადასტურებლად და კოსმოსში იმ მრავალმხრივი თანამშრომლობის მხარდასაჭერად, რომელიც დღეს ისე საჭიროა, როგორც არასდროს. მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი და სიამოვნებით გიმასპინძლებთ პარიზში, 2026 წლის სექტემბერში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მიიღეთ ჩემი უღრმესი პატივისცემა“, – აღნიშნულია ოფიციალურ მიწვევაში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან მიიღო.

პარიზის სამიტზე მოწვევა ეხმიანება საერთაშორისო ფორმატს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის მეთაურები, დღის წესრიგში შემავალი თემატიკიდან — კოსმოსური ტექნოლოგიები, მეცნიერება და უსაფრთხოება — გამომდინარე. მოწვევის ტექსტი არ შეიცავს დამატებით ინფორმაციას საქართველოს კონკრეტული როლის შესახებ სამიტის ფარგლებში დაგეგმილ განხილვებში.

spot_imgspot_img

პოპულარული

„მთელი სიმართლე დიანას შესახებ – მისი ძმის თვალით“ – ჩარლზ სპენსერმა თავის დას, პრინცესა დიანას, წიგნი მიუძღვნა.

ბრიტანეთის პრინცესა დიანას ძმამ, გრაფმა ჩარლზ სპენსერმა განაცხადა, რომ...

მოსკოვში ბენზინგასამართ სადგურებში საწვავის გაცემაზე ლიმიტები დაწესდა

მოსკოვში რამდენიმე ქსელის ავტოგასამართ სადგურებზე  საწვავის გაცემაზე  ლიმიტები დაწესდა...

რუმინეთის F-16-მა შავ ზღვაში, ასაფეთქებელი მასალით დატვირთული საზღვაო დრონი გაანადგურა

რუმინეთის F-16-მა შავ ზღვაში, Neptun Deep-ის მახლობლად, ასაფეთქებელი მასალით...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში FBI-ის მიერ ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერისთვის ძებნილი დააკავეს

ქართველმა სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI)...

წერილი მამუკა მდინარაძემ გამომიგზავნა. იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა.. – ღარიბაშვილი

ივლისში მივიღე ჩემს მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც გამომიგზავნა...

გლოვოს კურიერზე თავდასხმისთვის კიდევ 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს...

უკრაინამ შავ ზღვაში მარცვლეულის გადამზიდავ გემებს დაარტყა

უკრაინულმა დრონებმა ხუთ სატვირთო გემს შეუტიეს, რომლებიც რუსეთის ნოვოროსიისკისა...

ღარიბაშვილის განცხადების შინაარსი არის უბადრუკი, უაზრო და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული – ვოლსკი

"ღარიბაშვილის განცხადების შინაარსი არის უბადრუკი, უაზრო და ყოველგვარ ლოგიკას...
spot_img

ყველა ამბავი

რუმინეთის F-16-მა შავ ზღვაში, ასაფეთქებელი მასალით დატვირთული საზღვაო დრონი გაანადგურა

რუმინეთის F-16-მა შავ ზღვაში, Neptun Deep-ის მახლობლად, ასაფეთქებელი მასალით დატვირთული საზღვაო დრონი გაანადგურა რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა რადუ მირუცამ განაცხადა, რომ...

აშშ-მა სანქციები დაუწესა ICC-ის პრეზიდენტსა და პროკურორის ოფისის წარმომადგენელს

18 აგვისტოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორ მაღალჩინოსანზე — სასამართლოს პრეზიდენტზე, იაპონელ მოსამართლე...

შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა – გვარამია

"შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა" -  ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია წერს.„ირაკლი...

დააკავეს 1 პირი, რომელმაც ქარელში თანასოფლელი ცივი იარაღით დაჭრა

დააკავეს პირი, რომელმაც ქარელში, ცივი იარაღით, მამაკაცი დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი, სამედიცინო დახმარების...

დააკავეს პირი, რომელიც ცივი იარაღის დემონსტრირებით და მუქარით, დაეუფლა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის კუთვნილ ტელეფონებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.უწყების ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის...

რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია – არიან დაღუპულები

რუსეთის არმიამ ხუთშაბათს, 20 აგვისტოს ღამით კიევი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, განაცხადა...

ტრამპმა ირანს მასშტაბური ეკონომიკური ომი გამოუცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური ომის დაწყების შესახებ განაცხადა. „დღეს ვაცხადებ ყველაზე გამანადგურებელი ეკონომიკური ოპერაციის დაწყებას, რომელიც...

პრინცი ჰარი და მეგანი ბრიტანეთში ბრუნდებიან

BBC-ის ინფორმაციით, სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია -  პრინცი ჰარი და მეგანი - გეგმავენ დიდ ბრიტანეთში დაბრუნებას, ექვსი წლის შემდეგ,...

მელანომის ვაქცინამ ფართომასშტაბიან კვლევაში წარმატებას მიაღწია-Moderna-ს და Merck-ის განცხადება

Moderna-სა და Merck-ის პერსონალიზებულმა mRNA კიბოს ვაქცინამ, იმუნოთერაპიულ პრეპარატ Keytruda-სთან კომბინაციაში, მელანომის გვიან ეტაპის კლინიკურ კვლევაში წარმატებას მიაღწია, განაცხადეს...

ისრაელის სამხედრო პროკურატურამ ღაზის სექტორში პალესტინელი გოგოს დაღუპვის საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება ბრძანა

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF/ცაჰალის) სარდლობამ ღაზაში ექვსი წლის ჰინდ რაჯაბისა და მისი ოჯახის დაღუპვის საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება...

უკრაინამ შავ ზღვაში მარცვლეულის გადამზიდავ გემებს დაარტყა

უკრაინულმა დრონებმა ხუთ სატვირთო გემს შეუტიეს, რომლებიც რუსეთის ნოვოროსიისკისა და ტუაფსეს პორტებიდან შავი ზღვის გავლით მარცვლეულის გატანას ცდილობდნენ. ამის...

მოსკოვში ბენზინგასამართ სადგურებში საწვავის გაცემაზე ლიმიტები დაწესდა

მოსკოვში რამდენიმე ქსელის ავტოგასამართ სადგურებზე  საწვავის გაცემაზე  ლიმიტები დაწესდა — ამის მიუხედავად, რომ ხელისუფლება ცდილობს დედაქალაქის მომარაგებას რუსეთის აღმოსავლეთი...