Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, XIX საუკუნის გოთიკური სტილის ციხესიმაგრე შეიძინამდინარის ხედით. ქონება მისი კომპანიის ევროპული სათავო ოფისიდან დაახლოებით 200 კილომეტრში მდებარეობს.
Strancally Castle დაახლოებით 1830 წელს აშენდა, მდინარე ბლექუოთერის მიმდებარე ტერიტორიაზე. ირლანდიის სახელმწიფო არქიტექტურული არქივის მიხედვით, შენობას 2003 წელს მასშტაბური რესტავრაცია ჩაუტარდა.
გარიგება ირლანდიის სახელმწიფო უძრავი ქონების ფასების რეესტრში არ ფიქსირდება. Irish Times-მა, რომელმაც შეძენის შესახებ პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, ქონების სავარაუდო ღირებულება 20-დან 30 მილიონ ევრომდე შეაფასა.
ცუკერბერგის წარმომადგენლის განცხადებით, ის და მისი ოჯახი „მოხარულები არიან, რომ ამ ისტორიულ სახლზე ზრუნვას გააგრძელებენ და მოუთმენლად ელიან ირლანდიაში დროის გატარებას“.
Meta-ს ირლანდიაში დაახლოებით 1 500 თანამშრომელი ჰყავს. ქვეყანაში არაერთ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტს აქვს ევროპული სათავო ოფისი, რასაც ნაწილობრივ ირლანდიის ხელსაყრელი საგადასახადო რეჟიმი უწყობს ხელს.



