“ეს რუსეთის მხრიდან ჩადენილი აბსოლუტური სისასტიკეა. ისინი უბრალოდ მონსტრები არიან. ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ”- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
რუსების მიერ კრივოი როგში, სავაჭრო ცენტრზე დრონებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა, დაშავებულია 121 პირი.
“კრივოი როგში, სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული დარტყმის შემდეგ, ამჟამად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. დიდი მსხვერპლია. ამ დროისთვის დაღუპულად 14 ადამიანი სახელდება. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 ბავშვია.
ეს რუსეთის მხრიდან ჩადენილი აბსოლუტური სისასტიკეა. ისინი უბრალოდ მონსტრები არიან. ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ.
მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ყველაფერი, რაც სიცოცხლის დასაცავად გვჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ამ ყველაფრის მიმართ დუმილს არ ინარჩუნებდეს. ამ რუსულ ომს ბოლო უნდა მოეღოს – და ჩვენ გვჭირდება მსოფლიოს დახმარება, რათა ეს მოხდეს.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ წუთებში ადამიანებს ეხმარება.
მარადიული ხსოვნა რუსეთის ტერორის შედეგად დაღუპულთა სულებს”, – წერს ზელენსკი



