ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი იმართება

spot_imgspot_img

შაბათს ისლანდიის ამომრჩევლებმა — კუნძულოვანი სახელმწიფოს თითქმის 400-ათასიანმა მოსახლეობამ — რეფერენდუმზე უნდა გადაწყვიტონ, უნდა განაახლოს თუ არა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, რომლებიც 13 წლის წინ შეწყდა. გამოკითხვები აჩვენებს, რომ რეფერენდუმის შედეგის წინასწარ განსაზღვრა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეები მიიჩნევენ, რომ ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირები ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციასა და ცხოვრების ხარჯების სწრაფი ზრდის შეკავებას შეუწყობს ხელს.

მოწინააღმდეგეები კი აცხადებენ, რომ სასწორზე დგას ისლანდიის სუვერენიტეტი და კონტროლი მის „ფასდაუდებელ“, თევზით მდიდარ წყლებზე. მათ სურთ ქვეყანამ დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს.

ეს საკითხი ისლანდიის საზოგადოებას ათწლეულების განმავლობაში ყოფდა. თუმცა 2024 წელს ვადამდელი არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა პრემიერ-მინისტრ კრისტრუნ ფროსტადოუტირის მემარცხენე-ცენტრისტულმა მთავრობამ პირობა დადო, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმს 2027 წლამდე ჩაატარებდა. მაშინ 36 წლის ფროსტადოუტირი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდა.

თუმცა უკრაინაში რუსეთის ომმა, არქტიკაში კონკურენციის გამწვავებამ, ასევე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარამ ისლანდიურ საქონელზე ტარიფების დაწესების შესახებ და მისმა პრეტენზიებმა გრენლანდიაზე ამ დაპირების შესრულება დააჩქარა.

„გეოპოლიტიკური გამოწვევების თვალსაზრისით ვითარება ძალიან სწრაფად იცვლება“, — ამბობს ისლანდიის ფინანსთა მინისტრი დადი მაურ კრისტოვერსონი. მისი თქმით, ამან მსოფლიო სისტემაში ისლანდიის ადგილის საკითხი „წინა პლანზე წამოსწია“.

ისლანდია ჩრდილოეთ ატლანტიკაში, მაღალ განედებზე მდებარეობს, გრენლანდიას, ისლანდიასა და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ზონასთან ახლოს — ე.წ. GIUK-ის დერეფანთან, სადაც დასავლეთი რუსეთის საზღვაო აქტივობას ყურადღებით აკვირდება.

ისლანდია ნატოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანაა, თუმცა საკუთარი არმია არ ჰყავს.

ამ კვირაში ჩატარებული ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეები 51,3%-ით ლიდერობდნენ, მოწინააღმდეგეებს კი 48,7% ჰქონდათ. უფრო ადრეულ გამოკითხვაში ორივე მხარეს თანაბარი მხარდაჭერა ჰქონდა.

„შედეგის პროგნოზირება უბრალოდ შეუძლებელია. ორივე მხარემ გამარჯვებისთვის ყველა რესურსი ჩართო“, — ამბობს ბივრიოსტის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი ეირიკურ ბერგმანი.

ლიბერალური რეფორმების პარტია — „აღორძინება“ — ევროკავშირში გაწევრიანების კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. მისი წარმომადგენლების აზრით, წევრობა ისლანდიის პოზიციებს უსაფრთხოებისა და ვაჭრობის სფეროში გააძლიერებს და ქვეყანას გაცილებით ძლიერი სახელმწიფოების ზეწოლისგან დაიცავს.

არსებობს ეკონომიკური არგუმენტებიც. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება და ევროზე გადასვლა მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს როგორც ისლანდიურ კომპანიებს, ისე მთლიანად მოსახლეობას“, — ამბობს კრისტოვერსონი.

რეფერენდუმზე მომხრეთა გამარჯვება ბრიუსელთან მოლაპარაკებების დაწყებას ნიშნავს, თუმცა საბოლოო შეთანხმების დასამტკიცებლად მეორე რეფერენდუმიც იქნება საჭირო. ისლანდიის გაწევრიანებას ასევე ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყანა უნდა დაეთანხმოს.

„არა“-ს გამარჯვება მოლაპარაკებებს გარკვეული დროით კვლავ გადადებს.

ვარაუდობენ, რომ ზოგიერთი ისლანდიელი „კი“-ს მხოლოდ იმიტომ მისცემს ხმას, რომ ეს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის. „უნდა ვიცოდეთ, რას გვთავაზობს ევროკავშირი. თუ ახლა უარს ვიტყვით, ამას ვერასოდეს გავიგებთ“, — ამბობს რეიკიავიკის მცხოვრები ანა რაგნარსდოუტირი.

მიუხედავად იმისა, რომ ისლანდია ევროკავშირის წევრი არ არის, ნორვეგიასა და ლიხტენშტაინთან ერთად ის ევროპის ეკონომიკურ სივრცეში შედის, რაც ნიშნავს, რომ მონაწილეობს ევროკავშირის ერთიან ბაზარსა და შენგენის ზონაში.

რეიკიავიკმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2008 წლის დამანგრეველი გლობალური ფინანსური კრიზისიდან ორი წლის შემდეგ დაიწყო, თუმცა პროცესი 2013 წელს შეწყვიტა.

მაშინ მთავარი დაბრკოლება თევზჭერა იყო და დღესაც სწორედ ეს რჩება ერთ-ერთ ყველაზე სადავო საკითხად. თევზისა და ზღვის პროდუქტების ინდუსტრიაზე ისლანდიის ექსპორტის თითქმის 40% მოდის და ევროკავშირში გაწევრიანების ბევრი მოწინააღმდეგე შიშობს, რომ ევროკავშირის საერთო თევზჭერის პოლიტიკის ფარგლებში ქვეყანამ შეიძლება თევზით მდიდარ წყლებზე კონტროლის ნაწილი დაკარგოს.

ოპოზიციის ლიდერი გიუდრუნ ჰაფსტეინსდოუტირი, ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე, აცხადებს, რომ ისლანდია თავის წყლებს არასოდეს გაუნაწილებს სხვებს.

პროფესორ ბერგმანის თქმით, თევზჭერა ისლანდიის კულტურისა და პოლიტიკური იდენტობის განუყოფელი ნაწილია და ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ გაბედავს ასეთ დათმობაზე წასვლას: „მას ქვეყნიდან გააძევებდნენ“.

ისლანდიის მთავრობა აპირებს თევზჭერისა და სოფლის მეურნეობის დასაცავად „განსაკუთრებული პირობები“ მოითხოვოს. ფინანსთა მინისტრი კრისტოვერსონი დარწმუნებულია, რომ გარკვეული გამონაკლისების მიღება შესაძლებელი იქნება. მისი თქმით, ნორვეგიამ 1994 წელს ამ მიმართულებით წარმატებას მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საბოლოოდ არ დაასრულა. ევროკავშირის წევრებმა — ფინეთმა და შვედეთმა — კი ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთში სოფლის მეურნეობისთვის სპეციალური პირობები მიიღეს.

თუმცა ისლანდიელი ევროსკეპტიკოსები ეჭვობენ, რომ მსგავსი გამონაკლისების მიღება შესაძლებელი იქნება.

„ევროკავშირის არც ერთ წევრ ქვეყანას საერთო წესებიდან მუდმივი გამონაკლისი არ მიუღია“, — ამბობს ისლანდიის ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი მარგრეტ აგუსტა სიგურდარდოუტირი. მისი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ევროკავშირის პოლიტიკა „450 მილიონი მომხმარებლის ინტერესებზე იქნება ორიენტირებული და არა 400-ათასიანი ქვეყნის კონკრეტულ საჭიროებებზე“.

საკუთარი შეიარაღებული ძალების არქონის გამო, ისლანდია უსაფრთხოების საკითხებში ნატოს მოკავშირეებსა და აშშ-სთან 1951 წელს გაფორმებულ თავდაცვის შეთანხმებას ეყრდნობა. თუმცა დონალდ ტრამპის არაერთმა განცხადებამ გრენლანდიის ხელში ჩაგდების შესახებ და ევროპაში ალიანსის შესაძლო დასუსტების რისკმა ისლანდიის შეშფოთება გაზარდა.

ქვეყნის ხელისუფლება ისლანდიის მიმდებარე წყლებში რუსეთის აქტივობას უსაფრთხოების მთავარ პრობლემად ასახელებს. ივნისში ისლანდიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის სადაზვერვო ხომალდმა ქვეყნის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა გაიარა.

ისლანდიელებში უნდობლობა გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ დონალდ ტრამპმა დავოსში გამოსვლისას ოთხჯერ შეცდომით ისლანდია ახსენა, როცა სინამდვილეში გრენლანდიას გულისხმობდა. აშშ-ის ახალ ელჩს კი ბოდიშის მოხდა მოუწია მას შემდეგ, რაც იხუმრა, რომ ისლანდია შეიძლება ამერიკის 52-ე შტატი გახდეს.

დადი მაურ კრისტოვერსონი ამბობს, რომ აშშ-სთან „განსაკუთრებული ურთიერთობები“ უცვლელია, თუმცა „მნიშვნელოვანია დამატებითი საყრდენიც“. მარტში ისლანდიის მთავრობამ ევროკავშირთან თავდაცვის სფეროში პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა.

საინტერესოა, რომ გეოპოლიტიკა ისლანდიაში საზოგადოებრივი დისკუსიის ცენტრში თითქმის არ დგას. ისლანდიური „ევროპული მოძრაობის“ წარმომადგენელი სნეროს სინდრადოუტირი ამით უკმაყოფილოა. მისი თქმით, რეფერენდუმი ახლა „100%-ით უსაფრთხოების საკითხების გამო ტარდება“.

ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეების შტაბის ფანჯრებს უზარმაზარი წითელი ასოებით დაწერილი სიტყვა „JA!“ — „კი“ — ფარავს. მათი აზრით, ევროკავშირის წევრობა მეტ ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს, ხოლო ევროზე გადასვლა ქვეყანაში მაღალი ინფლაციის შეკავებას შეუწყობს ხელს.

1944 წელს დანიისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ისლანდია ღარიბი კუნძულოვანი ქვეყნიდან ევროპის ერთ-ერთ უმდიდრეს სახელმწიფოდ იქცა. თუმცა აკადემიური გაერთიანება Viska-ს ანალიზის მიხედვით, ფასები ისლანდიაში ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე 84%-ით მაღალია, საპროცენტო განაკვეთები კი 8%-მდე გაიზარდა.

„უფრო მაღალი ხელფასები გვაქვს, მაგრამ მთელი თანხა გადასახადებსა და ხარჯებში მიდის. ეს ჩაკეტილი წრეა“, — ამბობს სინდრადოუტირი.

რეიკიავიკის ცენტრში მოსახლეობას ყველაზე მეტად ცხოვრების მაღალი ღირებულება და სუვერენიტეტის საკითხი აწუხებს.

„ახლა ყველაზე დიდი პრობლემა იმ თაობას აქვს, რომელიც საკუთარი საცხოვრებლის შეძენას ცდილობს. იპოთეკური განაკვეთები უბრალოდ საშინელია“, — ამბობს 62 წლის ადოლფ ფრიდრიკსონი.

შაბათის რეფერენდუმს მთელ ევროპაში ყურადღებით დააკვირდებიან.

თუ უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის განახლებას დაუჭერს მხარს, ისლანდიელი ოფიციალური პირების თქმით, ბრიუსელთან მოლაპარაკებებს „თვეები და არა წლები“ დასჭირდება, რადგან გასავლელი 35 მოლაპარაკების თავიდან 11 უკვე შეთანხმებული იყო იმ დროისთვის, როდესაც ისლანდიამ პროცესი შეაჩერა.

კენჭისყრას ყურადღებით დააკვირდებიან მეზობელ ნორვეგიაშიც — ტრადიციულად ევროსკეპტიკურ ქვეყანაში, რომელიც ასევე ევროპის ეკონომიკური სივრცის წევრია. ბოლო პერიოდში ნორვეგიაშიც იზრდება ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა.

ევროკავშირსა და ისლანდიას შორის ურთიერთობებზე მომუშავე ანალიტიკური ცენტრის European Currents-ის ხელმძღვანელი ჰალგრიმურ ოდსონი ამბობს, რომ მდიდარი და სტაბილური ისლანდიის ევროკავშირში გაწევრიანება გაფართოების პროცესისთვის დიდი ხნის ნანატრი კარგი ამბავი იქნებოდა.

„ხოლო „არა“-ს გამარჯვება შეიძლება ევროკავშირის მარცხად აღიქმებოდეს“, — ამბობს ის.

spot_imgspot_img

პოპულარული

რუსეთის მუქარის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელია – ბერნემი

რუსეთის მუქარის მიუხედავად, უკრაინის მიმართ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უცვლელია,...

კრასნოდარის მხარეში დრონის შეტევის შედეგად აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, დრონებით თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა აფიპსკის...

ირანელმა ჰაკერებმა ბრიტანეთში ელექტროსადგური მწყობრიდან გამოიყვანეს

ჰაკერებმა, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) არიან...

მადლობა ჩვენი თავისუფლების დაცვისთვის – სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის დამოუკიდებლობის...

ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძე COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია

"ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის...

იტალიასა და გერმანიას შორის მიგრანტების საკითხზე კონფლიქტი მწიფდება

იტალიასა და გერმანიას შორის უთანხმოება ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების...

მედვედევის თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ მათი „ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა” დაასრულა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და პარტია „ერთიანი რუსეთის"...

აშშ ირანის მოკავშირეებს ახალი სანქციებით ემუქრება

აშშ გეგმავს ირანის კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკურ იზოლაციას მის...
spot_img

ყველა ამბავი

ქარელში მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

ქარელში ერთი პირის მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი დააკავეს.ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის...

Politico: გასულ კვირას ე.წ. ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით რუსეთი 113 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა

რუსეთიდან გაქცეულებს ეშინიათ, რომ პუტინი ფარულად ახალი მობილიზაციისთვის ემზადება– ამ სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატიას გამოცემა Politico რუსეთში მობილიზაციის ახალ...

ბარათაშვილის ხიდთან კაცი მოკლეს

თბილისში, ბარათაშვილის ხიდთან კაცი მოკლეს. შემთხვევა დღეს, დილის საათებში მოხდა.მოკლული, სავარაუდოდ, 40 წლამდე ასაკის რუსეთის მოქალაქეა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ: მეუფე იაკობის ქადაგება

ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩემი სათქმელი ეს იქნება - ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს, ეკლესიასაც მოეპყარით...

რუსეთში ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მოსკოვის მე-2 დასავლეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა „ტერორიზმისკენ...

რა გახდა აფხაზი ბლოგერის სიკვდილის მიზეზი: დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, აფხაზი ბლოგერი და აქტივისტი დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დგინდება, რომ ის სახლში...

ოზურგეთში, ყაჩაღობის დროს ქალი შემოაკვდათ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში მძიმე დანაშაული მოხდა, მოკლულია ადგილობრივი ქალი. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა და მკვლელობა საცხოვრებელი სახლის გაძარცვის მცდელობას...

თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მყვინთავებმა თბილისის ზღვაში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი, ზღვაში, 30 მეტრის სიღრმეზე...

პატრიარქი შიო:ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით

გარდაცვალება ეს არის გადასვლა უკეთეს სამყაროში, მარადისობაში - მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად იმის მაგივრად, რომ იყოს ამ დიდი...

WSJ: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტი ტრამპის საიდუმლო დავალება იყო

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტი იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ ამ მგზავრობის შესახებ თეთრი სახლის ზოგიერთმა...

მდინარაძის ღვაწლი უდიდესია გუნდისთვის – გორდულაძე

მისი ღვაწლი არის უდიდესი ჩვენი გუნდისთვის. რა თქმა უნდა, მისი წასვლა დანაკლისია. ამავდროულად, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს...

თბილისში აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, 30 წლის  აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესარსებული ინფორმაციით, ბოლოს ბუავა მეზობლებმა რამდენიმე დღის წინ ნახეს. გუშინ...