აქ მე კი არა, კობახიძე-მდინარაძე უნდა იყვნენ, რადგან მათ დაადო ხელი ღარიბაშვილმა!-გია ხუხაშვილი გამოკითხვაზე მივიდა

“აქ ახლა მე კი არ უნდა ვიდგე, აქ უნდა იდგნენ კობახიძე და მდინარაძე, რადგან მათ დაადო ხელი ღარიბაშვილმა, მაგრამ მათ კი არ იბარებენ გამოკითხვაზე, მე მიბარებენ და ეს ხომ ტრაგიკომედიაა და მეტი არაფერი” –

„ჯორბენაძის არსებობა საერთოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგე, გაანათლოს ღმერთმა, რა თქმა უნდა. მე ჯორბენაძეზე კონკრეტულად კომენტარი არ გამიკეთებია. ამიტომ არის უცნაური, რომ საქმე მიმდინარეობს ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. მე ზოგადად ვილაპარაკე თვითმკვლელობებზე, სადაც არსებობს კითხვები. კითხვები მარტო იმაზე კი არაა, მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა. თვითმკვლელობაც რომ იყოს, ამით არ სრულდება საქმე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით უნდა დაიხუროს საქმეები. ასეთი საქმე ბევრია. თუნდაც ბაჩალიაშვილის საქმე.

მე არ დამიწყია საუბარი ამ თემაზე. მე დამირეკეს ჟურნალისტებმა, რადგან დაინტერესდნენ ჩემი აზრით ამ თემაზე და მე პასუხები გავეცი. მე თვითონ განცხადებები არ გამიკეთებია.

საერთოდ არ ვარ დაინტერესებული, ამ საკითხით სიმართლე თუ გინდათ.

ჯორბენაძის თემაზე მე შეფასება არ გამიკეთებია. მე ვისაუბრე რიჟვაძის საქმეზე, იმიტომ რომ რიჟვაძის საქმე არის ბნელით მოცული. ადამიანმა თვითონ თქვა თავიდან, რომ თვითმკვლელობამდე მიმიყვანესო და მერე გადამალეს, დაიკარგა, რა მოხდა დღემდე პასუხგაუცემელია და კითხვები არსებობს ასევე სხვა საქმეებზეც. მე ამაზე ვისაუბრე და არა ჯორბენაძეზე კონკრეტულად, ადამიანზე, რომელსაც არც ვიცნობდი, არც მისი მოღვაწეობა, არც მისი ინტერვიუ მქონდა ნანახი. მე მისი გვარიც არ ვიცოდი.

რაც შეეხება გამოკითხვაზე დაბარებას, ეს არის რაღაცა გაუგებარი. ის იყო პრემიერ-მინისტრი, რომელიც ფლობდა სიღრმისეულ ინფორმაციას. შესაბამისად, აქ ახლა მე კი არ უნდა ვიდგე, უნდა იდგნენ კობახიძე და მდინარაძე, რადგან მათ დაადო ხელი ღარიბაშვილმა, მაგრამ მათ კი არ იბარებენ, მე მიბარებენ და ახლა ეს ხომ ტრაგიკომედიაა და მეტი არაფერი“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

პოპულარული

ტრამპის განკარგულების შემდეგ Google-მა აშშ-ისთვის ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა

Google Maps-ის კარტოგრაფიულმა სერვისმა პარასკევიდან, 29 აგვისტოდან, აშშ-ის პრეზიდენტ...

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს

2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან...

აშშ-მა ირანს ბოლო ერთი თვის განმავლობაში პირველად დაარტყა

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა კვირას, 30 აგვისტოს, იერიში მიიტანეს ირანის...

უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის კამპანიას იწყებს – ზელენსკი

"უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის კამპანიას იწყებს"- უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ...

მომდევნო დღეებში, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

1-2 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი...

მარტში ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

2026 წლის 18 მარტს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ...

ყველა ამბავი

უკრაინასთან კონფლიქტის მოგვარების შანსი არსებობს: პუტინის განცხადება

ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ უკრაინასთან კონფლიქტის მოგვარების შანსი არსებობს. ამის შესახებ მან ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. უფრო დეტალურად,...

თუ რუსეთი სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, წინააღმდეგი არ ვიქნებით – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ თუ რუსეთი სომხეთიდან ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, წინააღმდეგები არ იქნებიან.„ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით,...

ღარიბაშვილის პოსტმა გამოხმაურება მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებში ნახა, როგორც ჩანს, ახლა ერთ თამაშს თამაშობენ – ნინო წილოსანი

ნიკა გვარამია ღარიბაშვილს აგულიანებდა: „ატკინე, დააზიანე მაინცო“ და ალბათ, ამ ხაზის გაგრძელება იყო ეს პოსტიც და შემდგომი პოსტებიც -...

ხატია დეკანოიძე ჯორბენაძის საქმეზე გამოკითხვაზე სასამართლოში გამოცხადდება

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე სასამართლოში გამოცხადდება. „ბიძინა ივანიშვილი არის შემოქმედი იმ სისტემის, რომელშიც...

შარმანაშვილი – ღარიბაშვილზე „დიფ სთეითმა“ იმოქმედა

„ოცნებაში“ ამბობენ, რომ ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაბარებული პირების გამოკითხვის შემდეგ ნათელი გახდება, ისინი ჭორებს ავრცელენ თუ რაიმე ხელშესახები...

გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიში ვილა $51.5 მილიონად გაყიდა – New York Post

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიში, ჰიბისკუსის კუნძულზე მდებარე ვილა 51.5 მილიონ დოლარად გაყიდა. ამის შესახებ New York...

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს

2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო...

რუსეთი გერმანული გოეთეს ინსტიტუტის კულტურულ ცენტრებს დახურავს

რუსეთი გერმანული გოეთეს ინსტიტუტის კულტურულ ცენტრებს დახურავს მას შემდეგ, რაც გერმანიამ ლაიფციგში დრონით განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ ბერლინში „რუსული სახლის“...

ევროკავშირში სომხეთთან სავაჭრო რეჟიმის ლიბერალიზაცია დაიწყეს

ევროკავშირის საბჭომ სომხეთთან ვაჭრობის დროებითი ლიბერალიზაციის ზომები დაამტკიცა რუსეთის მიერ ახლახან დაწესებული სავაჭრო შეზღუდვების გამო. ამის შესახებ ოთხშაბათს, 2...

როცა ჩვენზე ძალადობა ნახა და ვერაფრით გვეხმარებოდა, თვითმკვლელობის მიზნით წავიდა აივნისკენ, რა დროსაც დააკავეს – თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი

როცა ჩვენზე ძალადობა ნახა, და ვერაფრით გვეხმარებოდა, თვითმკვლელობის მიზნით წავიდა აივნისკენ, რა დროსაც დააკავეს - ამის შესახებ თამაზ ელიზბარაშვილის...

არ გამიკვირდება, კობახიძემ სცადოს ბიძინას განეიტრალება – ხაბეიშვილი

ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ მარტო კორუფცია და ფულში ცურაობა კი არ არის „ქოცის“ სამარკო ნიშანი, არამედ მკვლელები არიან! , -...

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო.“დღევანდელი უსამართლობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. გადაყვანილია ქ.თბილისის მთავარ სამმართველოში, დიღომში.“ - წერია გავრცელებულ...