FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომლებიც კვირას, 6 სექტემბერს გამოქვეყნდა.

აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება, ტრამპის საქმიანობას კი რეგისტრირებული ამომრჩევლების მხოლოდ 33% იწონებს. ეს აგვისტოს მაჩვენებელზე სამი პროცენტული პუნქტით ნაკლებია და ყველაზე დაბალი შედეგია მას შემდეგ, რაც ასეთი გამოკითხვების ჩატარება მაისში დაიწყო.

მხარდაჭერა შემცირდა ტრამპის რესპუბლიკელ მხარდამჭერებს შორისაც. ახლა მის საქმიანობას რესპუბლიკელი ამომრჩევლების 72% იწონებს, რაც FT-ის გამოკითხვებში ასევე ახალი მინიმუმია.

ამომრჩევლები ეკონომიკასა და ტრამპის ტარიფებს აკრიტიკებენ

გამოცემის განმარტებით, ამომრჩევლები უკმაყოფილო არიან ეკონომიკის მდგომარეობითა და ცხოვრების გაძვირებით. რეგისტრირებული ამომრჩევლების თითქმის ორი მესამედი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური პოლიტიკა არასწორი მიმართულებით მიდის. ამასთან, გამოკითხულთა 57%-მა განაცხადა, რომ ტრამპის მმართველობის პერიოდში მათი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა.

ამავე დროს, დიზელის საწვავის ფასმა, რომელიც ქვეყნის მრეწველობისა და სოფლის მეურნეობისთვის ერთ-ერთი მთავარი საწვავია, აშშ-ში ისტორიულ მაქსიმუმს — ერთ გალონზე 5.85 დოლარს — მიაღწია. ერთი გალონი დაახლოებით 3.78 ლიტრია.

გამოკითხვის მონაწილეები კრიტიკულად აფასებენ თეთრი სახლის სავაჭრო პოლიტიკასაც. ამომრჩევლების 56% არ უჭერს მხარს კანადურ საქონელზე პრეზიდენტის მიერ დაწესებულ 50%-იან საბაჟო ტარიფებს. რესპუბლიკელ რესპონდენტებს შორის ამ პოზიციას დაახლოებით მესამედი იზიარებს.

აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია კვლავ აპირებს გააგრძელოს ეკონომიკური პროგრამა, რომელიც გადასახადების შემცირებას, დერეგულაციასა და ენერგორესურსების უხვად უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

პოპულარული

Wall Street Journal: პუტინმა ტრამპს APEC-ის სამიტის ფარგლებში ჩინეთის ლიდერთან სამმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს...

წლის ბოლოს გაზის და წყლის ტარიფები გადაიხედება – დავით ნარმანია

მარეგულირებელ კომისიას ამ წლის ბოლოს არ უწევს ელექტროენერგიის ტარიფების...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე მსჯავრდებულ ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება...

არ ვაპირებთ მსხვერპლის როლში ყოფნას ბიძინას მიერ გაწერილ სპექტაკლში, რომლის ფინალიც უკვე განსაზღვრულია – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ფედერალისტები", რომლის აკრძალვასაც "ოცნება" გეგმავს, საკონსტუტიო სასამართლოში მიმდინარე სხდომებზე...

ეტყობა, ჩემი შვილის ტელეფონში ისეთი კომპრომატია, რომ შეძრავს ამ ქვეყანას – ფეიქრიშვილის დედა

გლდანის ციხეში მყოფი დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა "პირველებთან"...

პარიზის მახლობლად სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლება იძიებს ტერაქტს, რომლის შესაძლო მოტივიც ისლამოფობია ან რასიზმია

პარიზის გარეუბანში შეიარაღებული თავდასხმების სერიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა...

ყველა ამბავი

ქართული წარმოების სუნელ-სანელებლებში აზო-საღებავები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა. როგორც მათ მიერ ინფორმაციაშია აღნიშნული, დარღვევების გამო ბიზნესოპერატორებს აეკრძალათ დასახელებული...

Reuters: უკრაინის საკითხზე ახალი მოლაპარაკებები შესაძლოა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ან შვეიცარიაში გაიმართოს

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი შესაძლოა რამდენიმე კვირაში არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში...

პარიზის მახლობლად სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლება იძიებს ტერაქტს, რომლის შესაძლო მოტივიც ისლამოფობია ან რასიზმია

პარიზის გარეუბანში შეიარაღებული თავდასხმების სერიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ხუთი დაშავდა. დაჭრილებს შორის 12 წლის გოგონაცაა. ხელისუფლება...

„თუ ბატონი კობახიძე სერიოზულად არის განწყობილი დიალოგისთვის, იცის, საიდან უნდა დაიწყოს “

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხებში...

პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება – ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებელი...

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელმაც...

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე: პაატა ბურჭულაძის მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე. ჩემი დაკითხვის გარეშე ამ საქმის განხილვა არათუ უსამართლობა, უსინდისობაც იქნება. მზად...

გახარიას პარტია ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს

გახარიას პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის და ირაკლი კობახიძის მოწმედ გამოძახებას და დაკითხვას ითხოვს.„ქართული ოცნების“ მოქმედი და...

ავთანდილ ბილანიშვილს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია, ის ციხეშია! – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახური ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებული ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილის დედის, ნინო აბრამიშვილის განცხადებას, იმის თაობაზე,...

The Economist: აშშ-ის ახალი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის დონბასში დემილიტარიზებულ ზონას ითვალისწინებს

აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინაში ომის დასრულების ახალი ვარიანტი მოამზადა. ამის შესახებ ჟურნალმა The Economist აშშ-ის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა....

3 წელი პატიმრობა, 2 წელი პირობითი,ჯარიმა – რომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილე, რომეო მიქაუტაძემ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მიქაუტაძეს 3 წლით პატიმრობა და 2 წელი პირობითი...

შავ ზღვაში, დრონით დარტყმის შედეგად, სატვირთო გემი ჩაიძირა – არის მსხვერპლი

შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონით დარტყმის შედეგად სატვირთო გემი ჩაიძირა. დაღუპულია ერთი მეზღვაური, სამი კი ამ დრომდე დაკარგულად...