ოთარ ფარცხალაძე–რომანოვი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის ბატალიონ “გეორგიევსკ“–თან ერთად

რუსეთში შეიქმნა საერთაშორისო მოხალისეთა დანაყოფი „გეორგიევსკი“, რომელიც უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ს დანაყოფის მეთაურმა, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის მხარეს მებრძოლმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ განუცხადა.

„1945 წელს სწორედ რუსმა მიხაილ ეგოროვმა და ქართველმა მელიტონ ქანთარიამ აღმართეს გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე. ჩემი თანამემამულეებიდან ყოველი მეოთხე თავისუფლებისთვის იბრძოდა. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მაშინ, მტრის დამარცხების სიმბოლოს კვლავ რუსი და ქართველი აღმართავენ. ჩვენმა თანამოაზრეებმა და მხარდამჭერებმა, რომლებიც ჩვენი ხალხებისა და ქვეყნების გაერთიანებას, ასევე ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვას უჭერენ მხარს, შექმნეს საერთაშორისო დანაყოფი „გეორგიევსკი“, — განაცხადა მან.

რომანოვ-ფარცხალაძის თქმით, დანაყოფის სახელწოდება უკავშირდება 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს, რომელმაც, მისი შეფასებით, „უზარმაზარი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში“.

მისივე განცხადებით, დანაყოფის მთავარი ამოცანაა „ბოლომდე მიიყვანოს ბრძოლა იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელ მსოფლიოს ემუქრება“.

რომანოვ-ფარცხალაძემ აღნიშნა, რომ თავად მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის მხარეს მოხალისედ ჩართულიყო ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“. მან ასევე განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდანვე საკუთარ გუნდთან ერთად აქტიურად ეხმარება რუს სამხედროებსა და დონეცკის ოკუპირებული რეგიონის, ასევე კურსკის, ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქების მშვიდობიან მოსახლეობას.

„დღეს, როდესაც რუსეთი დასავლეთის ზეწოლის წინააღმდეგ იბრძვის საკუთარი იდენტობის, ტრადიციების, ენისა და კულტურის შესანარჩუნებლად, მზად ვარ, სამშობლოს დავეხმარო ლიდერის მიერ დასახული ყველა მიზნის მიღწევაში“, – ამბობს ფარცხალაძე.

პოპულარული

ხატია დეკანოიძე ჯორბენაძის საქმეზე გამოკითხვაზე სასამართლოში გამოცხადდება

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან...

ღარიბაშვილი თავის წერილში თვითმკვლელობით შენიღბულ მკვლელობებში ამხელს კობახიძე-მდინარაძეს..- ნიკა გვარამია

"ღარიბაშვილი თავის წერილში თვითმკვლელობით შენიღბულ მკვლელობებში ამხელს კობახიძე-მდინარაძეს.." -...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ...

პროკურორი ციხით რომ მაშინებს: ციხეშიც შევალ და ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ! – თამაზ ელიზბარაშვილი

ბრალდება, რაც პროკურატურამ წამიყენა, არის თითიდან გამოწოვილი. ციხით რომ...

ხვიჩა მაქაცარიას ბიზნესიმპერია: მონოპოლიები, რუსული კავშირები, ოფშორები და პოლიტიკური გავლენა–TI-ის კვლევა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ვრცელ კვლევას აქვეყნებს ბიზნესმენის შესახებ, რომელიც...

თუფაქ შაკურის მკვლელობაში დუეინ დევისი დამნაშავედ ცნეს

ლას-ვეგასის ნაფიცმა მსაჯულებმა 63 წლის დუეინ „კეფ დი" დევისი...

ევროკავშირში სომხეთთან სავაჭრო რეჟიმის ლიბერალიზაცია დაიწყეს

ევროკავშირის საბჭომ სომხეთთან ვაჭრობის დროებითი ლიბერალიზაციის ზომები დაამტკიცა რუსეთის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს...

ყველა ამბავი

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა კრავჩენკომ კორუფციული სკანდალის ფონზე თანამდებობა დატოვა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსლან კრავჩენკომ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ეს გადაწყვეტილება მან კორუფციული სკანდალის ფონზე მიიღო, რომლის...

Reuters:საქსონია-ანჰალტში AfD-ის გამარჯვება მერცისთვის დარტყმა და ევროპისთვის გაფრთხილებაა

სააგენტო Reuters  წერს, რომ გერმანიის ერთ-ერთ ფედერალურ მიწაზე ულტრამემარჯვენეების წარმატება ევროპისთვისაც გამაფრთხილებელი სიგნალია.მერცი ამომრჩეველთა უკმაყოფილების მთავარი სამიზნე გახდა...

ზელენსკი: აშშ ზამთარში რუსეთსა და უკრაინას შორის დეესკალაციის ხელშეწყობას ცდილობს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Axios-ს ინტერვიუ მისცა და დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებთან გუშინდელი მოლაპარაკებების შესახებ რამდენიმე დეტალი გაამხილა. ზელენსკის...

შეიძლება ღარიბაშვილი დუმილით წავიდა ციხეში, მაგრამ ფარულად აგრძელებდეს შეთქმულების მომზადებას, არ არის გამორიცხული – გედევან ფოფხაძე

"შეიძლება ღარიბაშვილი დუმილით წავიდა ციხეში, მაგრამ ფარულად აგრძელებდეს შეთქმულების მომზადებას, არ არის გამორიცხული" - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა...

ხელისუფლების პანიკურმა რეაქციამ სისტემის სრული ლუსტრაცია მოახდინა: ღარიბაშვილის მორიგი წერილი

ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი - მე-6 წერილი ციხიდან. პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი „ხელისუფლების პანიკურ რეაქციაზე“ საუბრობს, რომელმაც მისი თქმით „სისტემის...

სერბეთში გენოციდისთვის მსჯავრდებული რატკო მლადიჩი სამხედრო პატივით დაკრძალეს

ათასობით ადამიანი, რომლებიც სერბთა რესპუბლიკის არმიის ყოფილ სარდალს, სამხედრო დანაშაულებისა და 1995 წელს სრებრენიცაში გენოციდისთვის სამუდამო პატიმრობამისჯილ რატკო მლადიჩს...

რეკორდული ტენდერები „ოცნების“ შემწირველისთვის

რეკორდული სისწრაფით მოგებული ტენდერი: „ქართული ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის დღესვე, ბიზნესმენმა 712 ათასიანი კონტრაქტი გაიფორმა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“...

სანქციების გვერდის ავლის ახალი შესაძლებლობა — მოსკოვმა და ფხენიანმა დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი გახსნეს

რუსეთმა და ჩრდილოეთმა კორეამ ორ ქვეყანას შორის პირველი საავტომობილო ხიდი ოფიციალურად დღეს, 2026 წლის 7 სექტემბერს გახსნეს. აქამდე ისინი...

აშშ-ში საქართველოს მოქალაქეს $1.3 მილიარდიან ჯანდაცვის თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ბრალი წაუყენეს

ბოსტონის ფედერალურმა ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ საქართველოს 33 წლის მოქალაქეს, ერეკლე გუგავას, ფულის გათეთრების შეთქმულებაში მონაწილეობისთვის ბრალი წაუყენა. საქმეს აშშ-ის...

ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება თურქულ კომპანიასთან ოფიციალურად გაფორმდა

ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება თურქულ კომპანიასთან ოფიციალურად გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმა და...

გომისმთისკენ მიმავალ ცენრტალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა

გურიაში მდებარე კურორტ გომისმთისკენ მიმავალ ცენრტალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასა საჭვეთას ტერიტორიაზე ჩამოიშალა. გარკვეული დროით, ადგილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის...

„ივანიშვილი მკვლელია“: ანი წითლიძე პროკურატურისგან ივანიშვილის დაკითხვას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას მოითხოვს. წითლიძემ დღეს ბრიფინგი პროკურატურასთან გამართა და მოუწოდა საგამოძიებო ორგანოს გახმაურებულ...