ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივება ერთი კვირით გადადო

ევროკავშირის ქვეყნებმა სანქციების სიებზე დავის გასაგრძელებლად კიდევ შვიდი დღე აიღეს. DW-ის წყაროების ინფორმაციით, სლოვაკეთი სიებიდან უსმანოვისა და ფრიდმანის ამოღებას ითხოვს, ხოლო საფრანგეთი — უსმანოვის, „ეროვნული უსაფრთხოების საკითხზე“ მითითებით.

ევროკავშირის ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა ორშაბათს, 14 სექტემბერს, ვერ შეძლეს შეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მორიგი ექვსთვიანი გახანგრძლივების შესახებ, რომლებიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო მოქმედებს. მათ გადაწყვიტეს, არსებული სანქციური რეჟიმი დროებით კიდევ შვიდი დღით – 22 სექტემბრის შუაღამემდე – გაახანგრძლივონ. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ირლანდიის, წარმომადგენელმა განაცხადა.

დამატებითმა ერთმა კვირამ ევროკავშირის ქვეყნებს უნდა მისცეს დრო, რომ სანქციების გახანგრძლივებასთან დაკავშირებული წინადადებები კიდევ განიხილონ. კონსულტაციები გაგრძელდება და საკითხს მუდმივი წარმომადგენლების დონეზე კვლავ დაუბრუნდებიან. დროებითი გადაწყვეტილების ძალაში შესასვლელად ახლა აუცილებელი იურიდიული პროცედურები უნდა დასრულდეს.

DW-ის წყაროები: საფრანგეთი უსმანოვისთვის სანქციების მოხსნას ითხოვს

როგორც DW-ის კორესპონდენტს ბრიუსელში ანონიმურობის პირობით წყაროებმა განუცხადეს, უთანხმოება უკავშირდება სლოვაკეთის მოთხოვნას, სანქციების სიიდან ამოიღონ რუსი ბიზნესმენები ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი.

საფრანგეთი კი, თავის მხრივ, სანქციების რეჟიმის გახანგრძლივებას ბლოკავს და უსმანოვის სიიდან ამოღებას ითხოვს.

საფრანგეთი უსმანოვისთვის სანქციების მოხსნის მოთხოვნას „ეროვნული უსაფრთხოების განსაკუთრებული საკითხით“ ხსნის, ასევე იმ სურვილით, რომ დადებითად უპასუხოს „საერთაშორისო პარტნიორებს“, რომლებიც პარიზს უსმანოვისთვის სანქციების მოხსნის თაობაზე მიმართავენ.

DW-ის წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ, კონკრეტულად რომელ პარტნიორებს ან ეროვნული უსაფრთხოების რა ინტერესებს გულისხმობენ და ამის მიზეზად თავად ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებები დაასახელეს.

პოპულარული

მაგთის Mesh Wi-Fi-ძლიერი ინტერნეტსიგნალი შენობის ყველა წერტილში

მაგთი აბონენტებს ახალ სერვისს - Mesh Wi-Fi სისტემას სთავაზობს,...

თბილისში, სამალავიდან, ნახევარ კგ-ზე მეტი კოკაინი ამოვიღეთ – შსს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების...

შსს თორნიკე რაზმაძეს, კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფას ედავება და საქმის წარმოება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოგერ თორნიკე რაზმაძის მიმართ ადმინისტრაციული...

უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება

უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება...

უკრაინის გენშტაბის თქმით, ომში რუსეთმა 1.5 მილიონზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა 1.5 მილიონზე მეტი ჯარისკაცი...

ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ამით ვამაყობთ – იაგო ხვიჩია

„თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ფორმულას“ ეთერში ბიძინა...

მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოს დაცვის თანამშრომელი დააკავეს: ლონდონი ФСБ-ს ბრალდებებს სკეპტიკურად ხვდება

რუსეთის ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) ოფიციალურად განაცხადა მოსკოვში დიდი...

ყველა ამბავი

დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, ერთმანეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები არ განახორციელონ. რას ამბობენ კიევსა და მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ მოსკოვი და კიევი ენერგეტიკულ ზავზე შეთანხმდნენ. მან ამ ზავის...

მედიის ინფორმაციით, დონეცკის დაბომბვის შედეგად, მოკლულია რუსი გენერალი მილჩაკოვი

უკრაინის იერიშის შედეგად რუსეთის 51-ე საერთო-საჯარისო არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სერგეი მილჩაკოვი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას, გამოცემა Kyiv Independent-ი იუწყება.უკრაინელებმა,...

ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა

"ქართული ოცნების" პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა."ის სხვადასხვა დროს საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლისა და თანაშემწის პოზიციებს იკავებდა...

“მე, როგორც ამ პროცესების მონაწილე, შევეცდები მოგიყვეთ, თუ რა ხდებოდა ბადრისა და სააკაშვილს შორის” – გია ხუხაშვილი

ბადრი პატარკაციშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობის, მათ შორის დაპირისპირების მიზეზებისა და იმ პოლიტიკური პროცესების შესახებ, რომლებიც ბიზნესმენის სიცოცხლის ბოლო...

“ბოლო წუ­თამ­დე ვი­კა­ვებ­დი თავს, რომ მისი მტრე­ბის­თვის სი­ხა­რუ­ლის მი­ზე­ზი არ მი­მე­ცა..” – დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე მიმართვას ავრცელებს

"ბოლო წუ­თამ­დე ვი­კა­ვებ­დი თავს, რომ მისი მტრე­ბის­თვის სი­ხა­რუ­ლის მი­ზე­ზი არ მი­მე­ცა.."  - გარ­დაც­ვლი­ლი აფხა­ზი ბლო­გე­რის, დაურ ბუ­ა­ვას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე,...

რუსული დრონი CIA-ს ყოფილი დირექტორის მატარებლის გვერდით მდგარ ლოკომოტივს მოხვდა

კვირას, 14 სექტემბერს, რუსული დრონის დარტმისას, იაჰოდინის სადგურზე იმყოფებოდა ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი დირექტორი და აშშ-ს არმიის...

ეჭვი არავის შეეპაროს, რომ თავის დაცვა შევიძლია და ესკალაციის შემთხვევაში უკან არ დავიხევთ – გერმანიის თავდაცვის მინსიტრი

ეჭვი არავის შეეპაროს, რომ თავის დაცვა შევიძლია და ესკალაციის შემთხვევაში უკან არ დავიხევთ —  ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა,...

“ბადრი პატარკაციშვილი ამან მოკლა… გარდაცვალებამდე ვნახე, ღრმა დეპრესიაში იყო, ტყეში დადიოდა” – რა თქვა რუხაძემ 7 ნოემბრის საქმეზე დაკითხვისას

"რეალურად რაც მოხდა ისაა, რომ ფაქტობრივად, ამან ბადრი მოკლა...მე ვიცი, რომ თარგამაძეს მისცა პატარკაციშვილმა აუდიოჩანაწერი იმისთვის, რომ გაეშვა ეთერში....

ჰქონდა თავისი პირადი მიზეზები – კობახიძე გეკა გელაძეზე

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ბატონი გეკა გელაძე არის ნამდვილად გამორჩეული პროფესიონალი, გამორჩეული პიროვნული თვისებების მქონე ადამიანი და...

კობახიძემ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა.კობახიძემ ამის შესახებ განცხადება მთავრობის...

მამუკა მდინარაძეს დაცვა დაუნიშნეს

საქართველოს მთავრობამ ყოფილ წევრს და სუსის ყოფილ უფროსს, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა. დოკუმენტის თანახმად, მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა...

უკრაინის გენპროკურორმა NABU-ს ხელმძღვანელს ბრალი წაუყენა და ქვეყანა დატოვა, ზელენსკი მის სასწრაფო გათავისუფლებას ითხოვს

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსლან კრავჩენკომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) დირექტორს, სემიონ კრივონოსს ოფიციალურად წარუდგინა ბრალი სამსახურებრივი დოკუმენტების გაყალბებისა და...