„უმართლებს მას, ვინც საქმეს აკეთებს“–პუტინის რჩეული გენერალი რუსეთის გმირის ვარსკვლავით დაჯილდოებიდან ორ კვირაში დაიღუპა

რუსეთის მე-4 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, მეტსახელად „გროზნი“, ფრონტის ხაზთან დაიღუპა –  სულ რაღაც ორი კვირის თავზე მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა მას რუსეთის გმირის ვარსკვლავი გადასცა. გრუნისს ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ სულ მცირე ორჯერ ჰქონდა პირადად მოხსენებული პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის, რომელიც ოფიცერს საჯაროდ აქებდა.

იმის შესახებ, რომ შაბათ–კვირის ღამეს, 12-13 სექტემბერს, ფრონტის ხაზთან მაღალი რანგის რუსი ოფიცერი დაიღუპა, პირველმა რუსმა Z-ბლოგერმა ანასტასია კაშევაროვამ მიანიშნა.

„დღეს ღამით ფრონტმა თავისი ერთ-ერთი გმირი დაკარგა. სანამ ოფიციალური ინფორმაცია არ იქნება, არაფერს დავწერ“, — დაწერა მან Telegram-ზე 13 სექტემბრის დილით.

მეორე დღეს გენერლის ნეკროლოგი გამოაქვეყნა Telegram-არხმა „სუვოროვის საძმომ“, რომელიც ყაზანის სუვოროვის სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებულებს ეძღვნება — სწორედ ეს სასწავლებელი დაამთავრა გრუნისმა. პოსტში დაღუპულის სახელი არ იყო ნახსენები, ხოლო ფოტოზე მის მუნდირს ორდენები აშკარად ხელოვნურად ჰქონდა დამატებული; ამასთან, „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გმირის“ ვარსკვლავზე ფერები აერიათ, ხოლო „ჩეჩნეთის გმირის“ ვარსკვლავი რვაქიმიანის ნაცვლად ხუთქიმიანად დახატეს.

15 სექტემბერს გრუნისის დაღუპვის შესახებ — ამჯერად მისი სახელის პირდაპირ დასახელებით — რუსულმა პრო-სამხედრო სააგენტო Anna News-მა დაწერა. სააგენტო ანონიმურ წყაროებს ეყრდნობოდა მე-4 მოტომსროლელ ბრიგადაში, რომელსაც გენერალი ხელმძღვანელობდა.

გრუნისის დაღუპვის ერთადერთ ოფიციალურ დადასტურებად ამ დროისთვის რჩება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტ აპტი ალაუდინოვის Telegram-პოსტი.

„გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, ‘გროზნი’, სამწუხაროდ, ამქვეყნიდან წავიდა“, — დაწერა ალაუდინოვმა 16 სექტემბერს.

BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, გრუნისის პირადი მონაცემები ჯერჯერობით სახელმწიფო ბაზებში გაუქმებულად არ ფიქსირდება. სამშაბათს, 15 სექტემბერს, გრუნისის, მისი ღვიძლი ძმისა და ახლო ნათესავების ტელეფონები ან გამორთული იყო, ან არ პასუხობდა.

კაშევაროვამ თავის პოსტში გამოთქვა ვარაუდი, რომ სამხედრო შესაძლოა დარტყმის შედეგად დაიღუპა, ხოლო მისი ადგილსამყოფელი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის „შინაურებისგან“ გაჟონვის შედეგად გამხდარიყო ცნობილი.

BBC-ის რუსულმა სამსახურმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურს მიმართა კითხვით, დაეზუსტებინა გრუნისის დაღუპვის გარემოებები, თუმცა პასუხი არ მიუღია.

ანტონ გრუნისი 1979 წელს ყაზანში დაიბადა. სკოლის შემდეგ მოსკოვის საერთო-საჯარისო სამეთაურო სასწავლებელში სწავლობდა. მონაწილეობდა ჩეჩნეთის მეორე ომში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, ყირიმის ანექსიასა და რუსეთის სამხედრო კამპანიაში სირიაში.

მედიის მიერ შესწავლილი გადაადგილების მონაცემები აჩვენებს, რომ 2021-2023 წლებში გრუნისი არაერთხელ კვეთდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვარს და დროის დიდ ნაწილს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ატარებდა, სადაც რუსეთს სამხედრო ბაზა აქვს.

2023 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, გრუნისი რუსეთის არმიის რიგებში დაბრუნდა და მალევე მე-4 მოტომსროლელი ბრიგადის შტაბს ჩაუდგა სათავეში. იმ დროს ეს ბრიგადა ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლებთან ერთად ბახმუტის მიმართულებაზე მოქმედებდა.

2023 წლის მაისში, ბახმუტისთვის ბრძოლების დროს, მე-4 ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ვიაჩესლავ მაკაროვი, მეტსახელად „ბარნაული“, დაიღუპა. ამის შემდეგ ბრიგადას გრუნისი ჩაუდგა სათავეში.

იმავე თვეში პუტინმა გრუნისთან პირადი გაცნობის შესახებ თავად ისაუბრა:

„მე ვესაუბრე ერთ-ერთი ბრიგადის მეთაურს, რომელმაც თავის დაღუპული თანამებრძოლი– სხვა ბრიგადის მეთაური ჩაანაცვლა. კაცი ლიტვური გვარით, ყაზანში დაბადებული. ბრწყინვალედ იბრძვის“.

„ოთხი დღე არ ეძინა, რადგან დაღუპული თანამებრძოლი შეცვალა — აი, ეს არის ნამდვილი საბრძოლო გმირობა“, — ამბობდა მაშინ პუტინი იმის ახსნისას, რატომ გადაწყვიტა გრუნისისთვის დაერეკა და პირადად გასცნობოდა. ამის შემდეგ პირველი სიუჟეტი მასზე რუსეთის პირველმა არხმაც მოამზადა.

ბახმუტის შტურმი ცხრა თვე გაგრძელდა. პრიგოჟინის შეფასებით, ამ ბრძოლებში დაახლოებით 30 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა. საბოლოოდ რუსულმა ძალებმა ქალაქის უსიცოცხლო ნანგრევები დაიკავეს — ქალაქიდან პრაქტიკულად აღარაფერი იყო დარჩენილი.

პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ გრუნისზე რუსმა პროპაგანდისტებმა აქტიურად დაიწყეს სიუჟეტების მომზადება. მაგალითად, მას ინტერვიუ ჩამოართვეს ვლადიმირ სოლოვიოვმა და მისმა კოლეგამ VGTRK-დან, ევგენი დავიდოვმა:

„მშვიდად, ემოციების გარეშე ლაპარაკობს. სახეზე ეტყობა – რთულია, დაღლილია. პოლკოვნიკი ანტონ გრუნისი — სულ ახლახან დაბრუნდა ბრძოლიდან“.

მოროზოვის თვითმკვლელობიდან რუსეთის გმირობამდე

გრუნისის მეთაურობის დროს მე-4 ბრიგადაში კავშირგაბმულობის სპეციალისტად მსახურობდა ცნობილი მოსკოველი მოხალისე ანდრეი მოროზოვი, პოპულარული Telegram-არხის „Нам пишут из Янины“ ავტორი.

2024 წლის თებერვალში მოროზოვი წერდა, რომ დონეცკთან, ავდეევკის ფრონტალურ შტურმებში რუსული არმიის რიგებში ათიათასობით სამხედრო დაიღუპა. ქალაქისთვის ბრძოლები 2014 წლიდან მიმდინარეობდა.

ამის შემდეგ მოროზოვს ღია კონფლიქტი დაეწყო სოლოვიოვთან დაკავშირებულ რამდენიმე რუს პროპაგანდისტთან. როგორც თავად მოროზოვი მოგვიანებით აღწერდა, მას აიძულეს, რუსეთის არმიაში არსებულ ვითარებაზე დაწერილი ზედმეტად მკვეთრი პოსტები წაეშალა.

კონფლიქტი იმით დასრულდა, რომ 2024 წლის 21 თებერვალს მოროზოვმა თავი მოიკლა და ვრცელი გამოსამშვიდობებელი წერილი დატოვა.

„დღეს, ამხანაგო პოლკოვნიკო, თქვენი ბრძანებით მაიძულეს, ჩემი Telegram-არხიდან პოსტი წამეშალა“, — მიმართავდა მოროზოვი გრუნისს თავის ბოლო პოსტში.

მისი თქმით, პოსტის არწაშლის შემთხვევაში ბრიგადას აუცილებელ მომარაგებას შეუწყვეტდნენ:

„ჭურვებს, კოპტერებს, ახალ ტანკებსა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებს“.

გრუნისის დაღუპვის შემდეგ რუსმა სამხედრო ბლოგერმა როსტისლავ მარჩენკომ ეს ეპიზოდი Telegram-ზე გაიხსენა:

„აი, დასრულდა ყველაფერი. ახლა ‘გროზნი’ უკვე ნამდვილად ვეღარ მისცემს ჩვენებას, ვინ დაუყენა მურზს [მოროზოვს] თვითმკვლელობამდე არჩევანი: ან დანაყოფისთვის საბრძოლო მასალების მიწოდების შემცირება, ან სერჟანტ მოროზოვის გაჩუმება“.

გენერალ გრუნისს ასევე აკრიტიკებდა დონბასის ყოფილი „სახალხო გუბერნატორი“ პაველ გუბარევი. ის ამტკიცებდა, რომ „გრუნისის ბრიგადაში მოქმედებდა მილიონობით რუბლის სქემა — ‘საბრძოლო’ ჭრილობები მომგებიან ბიზნესად გადააქციეს“.

გუბარევის ვერსიით, სქემა ასე მუშაობდა: გრუნისის დაქვემდებარებაში მყოფი მედიკოსები იმ სამხედროებს, რომლებსაც არმიასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურდათ, ეხმარებოდნენ ცნობის გაფორმებაში, თითქოს ისინი ბრძოლაში იყვნენ დაჭრილები. დოკუმენტებს დონეცკის ოლქის ქალაქ დებალცევოს საავადმყოფოში აფორმებდნენ.

როდესაც ასეთ „დაჭრილებს“ კანონით გათვალისწინებულ 3 მილიონ რუბლს უხდიდნენ, თანხის ნაწილი, სავარაუდოდ, ბრიგადის ხელმძღვანელობას გადაეცემოდა.

თუმცა არც მოროზოვის თვითმკვლელობის გარშემო ატეხილმა ხმაურიანმა სკანდალმა და არც დანაყოფში შესაძლო კორუფციის შესახებ გავრცელებულმა ცნობებმა შეუშალა ხელი იმას, რომ 2024 წლის მაისში პუტინს გრუნისისთვის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭებინა.

„გროზნის“ ბოლო თვეები

2025 წლის იანვარში ტელეკომპანია „ცარგრადის“ სამხედრო პროპაგანდისტი ილია გოლოვნევი ამტკიცებდა, რომ არმიაში გრუნისს თითქმის „მომავალ გამარჯვების მარშალს“ უწოდებდნენ.

2026 წელს კი სწორედ მის მე-4 მოტომსროლელ ბრიგადას ასახელებდა ტელეწამყვანი ვლადიმირ სოლოვიოვი იმ შენაერთებს შორის, რომლებმაც, მისი თქმით, გადამწყვეტი როლი ითამაშეს დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკის შტურმში, რომელიც რუსეთის არმიამ თითქმის მთლიანად დაიკავა.

2026 წლის ივლისში, კონსტანტინოვკისთვის ბრძოლების პიკში, გრუნისი კვლავ ესაუბრა პუტინს ვიდეოკავშირის საშუალებით, პრეზიდენტის გენერლებთან მორიგი თათბირის დროს. გენერალ-მაიორი მას ქალაქში საკუთარი ძალების წინსვლის შესახებ უყვებოდა.

„ანტონ ფელიქსოვიჩ, გილოცავთ ამ მიღწევას, — უთხრა პუტინმა. — ჩვენს ხალხში ამბობენ: უმართლებს მას, ვინც საქმეს აკეთებს. თქვენ და თქვენი მებრძოლები სწორედ ამას აკეთებთ და ამას მაღალპროფესიონალურ დონეზე აკეთებთ“.

კონსტანტინოვკის შტურმის დასრულების შემდეგ გრუნისი რუსეთის გმირის ვარსკვლავით დააჯილდოვეს. ჯილდო მას პირადად რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა გადასცა.

„სამხედრო მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი სიმამაცისა და გმირობისთვის რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება მიენიჭოს გენერალ-მაიორ ანტონ ფელიქსის ძე გრუნისს“, — განაცხადა ცერემონიის წამყვანმა.

დაჯილდოება მოსკოვში, 2026 წლის 28 აგვისტოს გაიმართა.

ორი კვირის შემდეგ გენერალი გრუნისი დაიღუპა.

პოპულარული

The Telegraph: შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასვლის საკითხის განხილვისთვის ემზადებიან

შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასვლის...

მედიის ინფორმაციით, დონეცკის დაბომბვის შედეგად, მოკლულია რუსი გენერალი მილჩაკოვი

უკრაინის იერიშის შედეგად რუსეთის 51-ე საერთო-საჯარისო არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი...

ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა

"ქართული ოცნების" პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია...

ბათუმი-ქობულეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

ბათუმი-ქობულეთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა.გავრცელებული...

სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანია – კობახიძე

გარეჯთან დაკავშირებულ კამპანიას, სხვა კამპანიებს, რომლებსაც აწარმოებენ შავ-ბნელი მედიის...

სირიაში საწვავის გაძვირების გამო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობა დაიწყო

სირიაში ბაშარ ასადის დამხობის შემდეგ ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები...

ყველა ამბავი

შენ იცი, რაც გააკეთე და პასუხს აგებ! კარგად მახსოვს შენი სახე – ბაჩო ახალაიას მეუღლე სუს-ის ახალ უფროსს მიმართავს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ამჟამად პატირმობაში მყოფი ბაჩო ახალაიას მეუღლე, ადვოკატი ანი ნადარეიშვილი ამტკიცებს, რომ სუს-ის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი...

ქოლ-ცენტრების მფარველობისთვის 1 365 000 დოლარი ქრთამის სახით აიღო.ტენდერებში ლობირებისა და გამარჯვების სანაცვლოს 1 500 000 ლარი …-პროკურატურა გრიგოლ ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა გრიგოლ ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - უწყების თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და...

გამბედაობა არავის ჰყოფნის, რომ რიგითი აქცია დააანონსოს..გამბედაობაა საჭირო და არა „ტვ“-ში დროის გაყვანა – ხაბეიშვილი ოპოზიციას

'გამბედაობა არავის ჰყოფნის, რომ რიგითი აქცია დააანონსოს..გამბედაობაა საჭირო და არა „ტვ“-ში დროის გაყვანა " - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“...

გრიგოლ ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო თარაშვილმა...

მთლიანად რუს ტურისტებზე საქართველოს მიბმა „ქოცების“ დივერსიაა – სააკაშვილი

მთლიანად რუს ტურისტებზე საქართველოს მიბმა ”ქოცების” დივერსიაა... ჩემი პოლიტიკა 2008 წლის შემდეგ ეფუძნებოდა რუსი ტურისტების შეზღუდულად შემოყვანას მკაცრი კონტროლის...

გერმანიაში ბენზინის ფასების შესამცირებლად გადაუდებელი ზომებს მიღებაზე ფიქრობენ

გერმანიის მმართველ კოალიციაში ავტომობილების მფლობელებზე მაღალი საწვავის ფასებით გამოწვეული ფინანსური ტვირთის შესამცირებლად საგანგებო ზომების შემოღების შეთავაზებით გამოდიან. ერთ-ერთი ასეთი...

ჩამოდით, იარეთ ჩვენს რესტორნებში, შეადარეთ სად უფრ გემრიელია ქართული სამზარეულო, მოსკოვში თუ თბილიში -ზახაროვა

"ჩამოდით, იარეთ ჩვენს რესტორნებში, შეადარეთ სად უფრ გემრიელია ქართული სამზარეულო, მოსკოვში თუ თბილიში" - განაცხადა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...

სუს-ის უფროსის ამ სიხშირით ცვლილება, ივანიშვილის პოლიტიკურ პარანოიაზე მიანიშნებს – გვარამია

" სუს-ის უფროსის ამ სიხშირით ცვლილება ივანიშვილთან დაკავშირებით ძალიან ცხად რამეს მიგვანიშნებს, ეს არის პოლიტიკური პარანოია" - ამის შესახებ...

აშშ ამბობს, რომ თუ საქართველოში პარტიები გაუქმდება, წითელი ხაზი იქნება – დეკანოიძე

აშშ ამბობს, რომ თუ საქართველოში პარტიები გაუქმდება, წითელი ხაზი იქნება - სულ განადგურებით ემუქრებიან ამ პარტიებს, მაგრამ ივანიშვილი ბოლომდე...

ვიღაცას ინერციით, ალბათ ტელეფონზე რომ საუბრობდნენ, მიეჭირა – ზარქუა გახარიას პარტიის კანონპროექტზე

„მექანიკური შეცდომა“, „ტექნიკური შეცდომა“, „ალბათ, ინერციით მიაჭირეს“ - ასე ხსნიან უმრავლესობის დეპუტატები 16 კოლეგის მიერ გახარიას პარტიის ინიციირებული კანონპროექტის...

კალაძე აცხადებს, რომ თბილისში დიუშენის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება

კახა კალაძის განცხადებით, თბილისში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება."მოგეხსენებათ, დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა,...

რუსეთის სპეცსამსახურები რუსი ოპოზიციონერების მკვლელობებსა და დივერსიებს ამზადებდნენ, აცხადებს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო. რა არის ცნობილი

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოავლინა ქსელი, რომელიც, უწყების ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით ევროპაში დივერსიებსა და ოპოზიციონერების მკვლელობებს ამზადებდა....