ოპოზიცია ერთიანდება და საარჩევნო სისტემის ცვლილების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

ოპოზიცია ერთიანდება და საარჩევნო სისტემის ცვლილების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. 25 ოპოზიციური პარტია საქრთველოს კონსტიტუციაში ცვლილებას და 2020 წლისთვის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვს. მათი თქმით, არსებული მაჟორიტარული სისტემა უსამართლოა და აუცილებელია, არჩევნები პროპორციული სისტემით უკვე 2020 წლიდან ჩატარდეს. ოპოზიცია ამ მოთხოვნით განცხადებას და კანონპროექტს პარლამენტში რამდენიმე დღეში შეიტანს, რის შემდეგაც ხელმოწერების შეგროვება დაიწყება. იმისთვის, რომ პარლამენტმა ოპოზიციის ინიციატივა განიხილოს, 200 000 ხელმოწერა უნდა მოგროვდეს, თუმცა ოპოზიციური პარტიები მილიონი ხელმოწერის შეგროვებას გეგმავენ. “25 პარტია შეიკრიბა ერთი იდეით, რომ ჩვენი საარჩევნო სისტემა გავხადოთ რაც შეიძლება უფრო დემოკრატიული, რის გარეშეც არც დემოკრატიის, არც ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბედი კარგს არაფერს გვიქადის. როდესაც საქართველოს მოქალაქეს ვესაუბრებით, მას პირდაპირ უნდა ვუმეოროთ ამ კამპანიის განმავლობაში, რომ მისი ჯანდაცვის, შვილების განათლების, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის საკითხები პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, რომ ჩვენი საარჩევნო გარემო გახდეს უფრო დემოკრატიული და გადავიდეთ 100%-იან პროპორციულ სისტემაზე. ჩვენ მას უნდა ვუთხრათ, რომ პროპორციული სისტემა დიდწილად გამორიცხავს საქართველოში ერთპარტიული ან ერთპიროვნული მმართველობის გამეორებას. ის იმის გარანტიას მოგვცემს, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკურ მიზნებს უფრო დაჩქარებული ტემპებით მივაღწიოთ”,განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პოპულარული

წინსვლა თუ ჩიხი-ვის აგზავნის რუსეთი აბუ-დაბიში მოლაპარაკებებზე

უკრაინასა და აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის მოსკოვმა დელეგაციაში დიპლომატები და სამხედროები...

ეკლესიის ხმა ვერ დადუმდება სახელმწიფო დაფინანსებით და ფარული ზეწოლის მექანიზმებით – მეუფე ილარიონი

" ეკლესიის ხმა ვერ იქნება დადუმებული მატერიალური კეთილდღეობით, სახელმწიფო...

მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება

მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს.თბილისის სატრანსპორტო კომპანიის...

ჩვენ ღია ვართ დისკუსიებისთვის თანასწორობის პრინციპით, ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია – კირცხალია

ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია, მაგრამ არა სუვერენიტეტის სანაცვლოდ - ევროინტეგრაცია...

დვალიშვილის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში არ ჯდება!მერაბ, შენ გვერდით ვართ! – კალაძე

"დვალიშვილის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში არ ჯდება!მერაბ, შენ გვერდით...

ჩოხატაური-ბახმაროს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ჩოხატაური-ბახმაროს გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ინფორმაციას საავტომობილო...

გაფართოების ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის – ევროკომისიის პრესსპიკერი

შემიძლია დავადასტურო, რომ გაფართოების საკითხებზე მომავალ კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე...

ყველა ამბავი

უკრაინამ ახტუბინსკის სამხედრო აეროდრომს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია

უკრაინამ იერიში მიიტანა ახტუბინსკის სამხედრო აეროდრომზე, სადაც ახალი და მოდერნიზებული საავიაციო ტექნიკის, მათ შორის Су-34 ტიპის გამანადგურებლების, გამოცდა მიმდინარეობს....

მაიამის საერთაშორისო აეროპორტში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა

შაბათს ღამით მაიამის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევა მოხდა ერთი დღის შემდეგ, რაც აშშ-ში ფრენების ქვეყნის...

მაკრონი: უკრაინისთვის დახმარების შეზღუდვა ახალ ომს გამოიწვევს

კიევისთვის დახმარების შეზღუდვის მომხრეებს „სურთ, უკრაინას უსამართლო მშვიდობა აიძულონ“, რაც ევროპის „მოწყვლადად ქცევას“ ნიშნავს, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა....

მედია: აშშ ევროპიდან გაცილებით ნაკლებ სამხედროს გაიყვანს, ვიდრე მოსალოდნელი იყო

პენტაგონმა ევროპის ქვეყნებში აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის შემცირების გეგმებს გადახედა: ახლა იგეგმება არა 25 ათასი სამხედროს გაყვანა, როგორც ამას...

ზელენსკი: აშშ-მა იკითხა, მზად არის თუ არა კიევი, ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ დონბასი დათმოს

უკრაინასთან მოლაპარაკებებისას აშშ-ის წარმომადგენლებმა პირველად იკითხეს, მზად არის თუ არა კიევი, ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ დონბასზე უარი თქვას, განუცხადა ჟურნალისტებს...

თეთრმა სახლმა აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ისტორიაში პირველი სამმხრივი სამიტი დააანონსა. დღის წესრიგში უკრაინა არ იქნება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირას ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთობლივ შეხვედრას გამართავს, ოფიციალურად...

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულებს – გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის საქმეზე ბრალდებულების, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძესა და გლდანის...

აშშ–ში ფრენების 4 საათიანი აკრძალვის მზეზად აღჭურვლობის გადატვირთვა დასახელდა

კავშირგაბმულობის სისტემაში შეფერხება, რის გამოც აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე თვითმფრინავების აფრენა აიკრძალა, განახლებების დაყენებისას აღჭურვილობის გადატვირთვამ გამოიწვია, განაცხადა შიდა უსაფრთხოების...

მერაბთან სასაუბროდ მივედი, მან კი დამარტყა, შემაგინა..ვეძებდი შესაძლებლობას, შევხვედროდი,მაგრამ ჩემმა ძმებმა დამასწრეს – დაღსტნელი მოჭიდავე

"მერაბთან სასაუბროდ მივედი, მან კი დამარტყა, შემაგინა..ვეძებდი შესაძლებლობას, შევხვედროდი,მაგრამ ჩემმა ძმებმა დამასწრეს" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე, ახმედ გაჯიმაგომედოვი, რომელიც...

დვალიშვილმა და ლაზიშვილმა დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.. მადლობა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას – კობახიძე

"დვალიშვილმა და ლაზიშვილმა დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.. მადლობა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას " - წერს "ქართული ოცნების" პრემიერი, ირაკლი...

უკრაინელებმა ფინეთის ყურეში რუსულ სამხედრო ხომალდზე იერიში მიიტანეს

უკრაინამ 11 ნოემბერს ფინეთის ყურეში რუსულ სამხედრო ხომალდს "ნარო-ფომინსკს" დაარტყა. შესაბამის ინფორმაციას, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (SBU)ავრცელებს. ხომალდზე იერიშის ფაქტი...

ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის გზის  მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ30-კმ60 (ბაკურიანი-ღადოლარი) მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.საავტომობილო...