“საკვებ პროდუქტებზე პირველი პასუხისმგებლობა არის ბაღზე, შემდეგ მუნიციპალიტეტზე, მერზე და უნდა ერთვებოდეს პარლამენტი – ხვალვე უნდა მოეწვიათ საკომიტეტო მოსმენა, უნდა დაუძახონ პასუხისმგებელ პირებს” – განაცხადა ამის შესახებ, „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელმა, ეკა ბესელია.
„დღევანდელი ინფორმაცია გვაჩვენებს პრობლემებს, რომლებიც ნაკლებად აქვთ გააზრებული უწყებებს, ვისაც ეხება. აქ არის პარლამენტის როლი ამ პროცესში. სკოლამდელი დაწესებულებებზე პირველი და ერთადერთი კანონი, რომელიც 2016 წელს მივიღეთ პარლამენტში, განსაზღვრავდა პასუხისმგებლობას. სკოლამდელი დაწესებულებებზე პასუხისმგებლობა უნდა აეღო საქართველოს პარლამენტს, შემდეგ კი ეს პასუხისმგებლობა გადანაწილებულიყო სხვადასხვა უწყებებზე. რამდენიმე კომპონენტია: უსაფრთხოების, ჯანდაცვის, კვების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შესაბამისი უწყებები კომპლექსურად არის პასუხისმგებელი ბავშვის უსაფრთხო გარემოზე, კვებაზე, აღზრდაზე და ა.შ. პარლამენტს აქვს განსაკუთრებული როლი.
ეს ფუნქცია პარლამენტს დარჩა, იმიტომ, რომ მთავარი პასუხისმგებლობა პარლამენტზე გადმოვიტანეთ. დღეს ვერავის მხრიდან ვერ დავინახე ეს პასუხისმგებლობა.[…] პასუხისმგებლობა იწყება ბაღით, რადგან ის არის იმ საკვები პროდუქტების შემომტანი და მას პირდაპირი შეხება აქვს ბავშვებთან. შემოტანილ პროდუქციას შესაბამისი ფილტრი უნდა ჰქონდეს. პირველი პასუხისმგებლობა არის ბაღის, შემდეგ გადადის მუნიციპალიტეტზე, მერზე და ამის შემდეგ უნდა ერთვებოდეს პარლამენტი. ხვალვე უნდა მოეწვიათ საკომიტეტო მოსმენა, უნდა დაუძახონ პასუხისმგებელ პირებს“,- განაცხადა ბესელიამ


