რუმინეთში თაღლითობის საქმეზე პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯორჯესკუ დააკავეს

რუმინეთში 1,1 მილიონი ევროს თაღლითობის საქმეზე დააკავეს ქვეყნის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ — პოლიტიკოსი, რომელმაც 2024 წლის არჩევნების პირველი ტური მოიგო. მაშინ რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ შედეგები რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებული ეჭვების გამო გააუქმა. რუმინული მედიის ცნობით, რუსეთის კვალს თაღლითობის საქმეშიც ხედავენ.

ჯორჯესკუ ორშაბათს, 21 სექტემბერს, დილით დააკავეს, როდესაც საკუთარი ავტომობილით საცურაო აუზისკენ მიდიოდა, იუწყება Antena3 CNN. პოლიციელებმა ის საკუთარ სახლში წაიყვანეს, რათა იქ ჩხრეკა ჩაეტარებინათ. ჯორჯესკუს საქმესთან დაკავშირებით ჩხრეკა სულ მის კუთვნილ ხუთ სახლში მიმდინარეობს.

ორგანიზებულ დანაშაულსა და ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოს (DIICOT) პრესრელიზის თანახმად, 2021 წელს რუმინეთის ორმა მოქალაქემ და ერთმა იტალიელმა დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს. ისინი რუმინელ ბიზნესმენებს მილიონობით ევროს ოდენობის სესხების მიღებას სთავაზობდნენ, თუმცა ამის პირობად ფულად დეპოზიტს ითხოვდნენ. დაზარალებულმა თაღლითებს თავდაპირველად 1 მილიონი ევრო გადაურიცხა, იმ იმედით, რომ 6-მილიონიან სესხს მიიღებდა, მოგვიანებით კი კიდევ 100 ათასი ევრო — მას შემდეგ, რაც სესხის თანხის 15 მილიონ ევრომდე გაზრდა შესთავაზეს.

DIICOT ეჭვმიტანილებისა და დაზარალებულის სახელებს არ ასახელებს და მხოლოდ აღნიშნავს, რომ ჯგუფის ხელმძღვანელი 64 წლის რუმინელი იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯორჯესკუს გარდა, საქმეში ფიგურირებენ 47 წლის რუმინელი ბიზნესმენი იონელ რუსენი და 56 წლის იტალიელი მასიმილიანო არენა. დაზარალებული კი რუმინელი ბიზნესმენი რაზვან ლეუა.

როგორც G4Media და Euronews Romania წერენ, ჩხრეკისას პოლიციამ სიგნალის ჩამხშობი მოწყობილობა და მალტის ორდენის ყალბი პირადობის მოწმობა იპოვა, რომელიც „სენატორ“ კალინ ჯორჯესკუს სახელზე იყო გაცემული. რუმინეთში მალტის ორდენის ელჩმა რობერტო მუსნეჩიმ G4Media-ს განუცხადა, რომ ჯორჯესკუ ორდენის წევრი არ არის.

G4Media-სა და Digi24-ის წყაროების ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს Migom Bank — დომინიკაში რეგისტრირებული ბანკი, რომელიც ფორმალურად შვეიცარიის მოქალაქე თომას სკეტის ეკუთვნოდა, თუმცა მას რუსეთის მოქალაქეები აკონტროლებდნენ. სწორედ ამ ბანკში გადარიცხა ლეუმ 1,1 მილიონი ევრო. კერძოდ, როგორც Digi24 წერს, სკეტი დაკავშირებული იყო რუს ბიზნესმენ ანდრეი კოჩეტკოვთან.

ლეუმ განცხადება გაავრცელა, რომელშიც დაადასტურა, რომ 2024 წლის იანვარში სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანა და სწორედ ის დაედო საფუძვლად DIICOT-ის გამოძიებას.

„ეს ერთი მიზეზის გამო გავაკეთე: მილიონ ევროზე მეტი დავკარგე, რომელიც მძიმე შრომით მქონდა გამომუშავებული, დაფინანსების დაპირებების გამო, რომლებიც არასოდეს განხორციელებულა. რამდენიმე წლის განმავლობაში ვცდილობდი ფულის მშვიდობიანი გზით დაბრუნებას, მაგრამ უშედეგოდ“, — განაცხადა მან.

ბიზნესმენმა ხაზი გაუსვა, რომ მას პოლიტიკური მოტივები არ ჰქონია.

„როგორც მე, მილიონობით რუმინელიც — როგორც თავად ნახეთ — ენდობოდა კალინ ჯორჯესკუს. მე სრულად ვენდობოდი კალინ ჯორჯესკუს და მის ნათქვამს. სამწუხაროდ, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი თაღლითური სქემა და მოტყუება იყო“, — დასძინა ლეუმ.

ბუქარესტში, DIICOT-ის შენობასთან, სადაც ჩხრეკის შემდეგ ჯორჯესკუ დაკითხვაზე გადაიყვანეს, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის რამდენიმე ასეული მხარდამჭერი შეიკრიბა.

თაღლითობის საქმე ჯორჯესკუს წინააღმდეგ აღძრული პირველი სისხლის სამართლის საქმე არ არის. მას უკვე წაუყენეს ბრალდება 2024 წელს სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების მცდელობის საქმეზე.

კალინ ჯორჯესკუმ 2024 წლის ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მოულოდნელად მოიგო. თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კენჭისყრის შედეგები „რუსეთის ჩარევის“ გამო გააუქმა და ჯორჯესკუს განმეორებით არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა. ხელახალ არჩევნებში, 2025 წლის მაისში, ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა.

პოპულარული

24 საათში, განადგურებული ან დაზიანებულია რუსეთის 2 219 სამიზნე – რობერტ მადიარ ბროვდი

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური, რობერტ მადიარ ბროვდი. აცხადებს,...

პენიტენციური პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ბრალდებას უარყოფს

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რონ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ...

ბაღების ჩამონათვალი, რომლებიც ბავშვების ინტოქსიკაციის გამო დაიხურა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განმარტავს, რომელი ბაღები დაიკეტა...

იმედია დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის – ანდრია ჯაღმაიძე

„იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და ცილისწამებისთვის“,...

დმანისის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა

დმანისის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას...

წარმომადგენელთა პალატამ გრემის „ჯოჯოხეთური“ სანქციების კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სამშაბათს, 15 სექტემბერს, მხარი დაუჭირა კანონპროექტის...

„წამების ოთახი“, სკამზე მიბმული მამაკაცი და დაკავებული საქართველოს მოქალაქეები: სპეცოპერაცია ესპანეთში

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ქალაქ ესტეპონაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სავარაუდო...

ყველა ამბავი

NCDC-დადასტურებულია, რომ თბილისში უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ჩატარებული კვლევებით დადასტურებულია, რომ თბილისის მასშტაბით უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით.NCDC-ის...

Reuters: მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონების თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა

კომპანია „გაზპრომნეფტის“ კუთვნილმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა დროებით შეაჩერა. მიზეზი 20 სექტემბერს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად...

ამერიკული მედიასაშუალებები თეთრ სახლში დაშვების აკრძალვის გამო ტრამპს უჩივიან

აშშ-ის მედიასაშუალებები CNN, MS NOW და Politico აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავენ მას შემდეგ, რაც ტრამპმა...

„წამების ოთახი“, სკამზე მიბმული მამაკაცი და დაკავებული საქართველოს მოქალაქეები: სპეცოპერაცია ესპანეთში

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ქალაქ ესტეპონაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სავარაუდო „წამების ოთახი“ აღმოაჩინა და საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავა, მას შემდეგ,...

დამპირდნენ: “არცერთი დღე ციხეში, მრავალწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმა”. გადამაგდეს – ღარიბაშვილი

ბიძინა ივანიშვილთან 20-წლიანი ურთიერთობისა და მისდამი ჩემი დამოკიდებულების გამო უსიტყვოდ ავედი პოლიტიკურ სასაკლაოზე და ჩავჯექი ციხეში, რადგან არ მინდოდა...

ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით!“: ირაკლი ღარიბაშვილი

პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან რიგით მე-7 წერილს ავრცელებს და ცდილობს, საზოგადოებას მის დაკავებასთან და „გადაგდებასთან“ დაკავშირებული დეტალები...

ირლანდიიდან 43 საქართველოს მოქალაქე გამოაძევეს

The Irish Times-ის ინფორმაციით, ირლანდიიდან 43 საქართველოს მოქალაქე გამოაძევეს, მათ შორის იყო სამი არასრულწლოვანი. გაძევებულთა შორის 33 მამაკაცი და...

გაეროში კადაფსაც, ბაშარ ალ-ასადსაც უსმენდნენ – დათუნაშვილი კობახიძის ვიზიტზე

"დელეგიტიმაციით გამოწვეულ სასოწარკვეთილებას არაფერი არ აღწერს ისე კარგად, როგორც პროპაგანდისტული მცდელობა, ყველა ჯერზე გაყიდონ ნებისმიერი პროტოკოლური შეხვედრა, ნებისმიერი რიგითი,...

პენიტენციური პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ბრალდებას უარყოფს

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რონ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს ადგილი არ...

ფილიპინებში საქართველოსთან დაკავშირებული სავარაუდო სუროგაციის ტრეფიკინგის სქემა აღკვეთეს

ფილიპინების იმიგრაციის ბიურომ ნინოი აკინოს საერთაშორისო აეროპორტის (NAIA) პირველ ტერმინალში 15 სექტემბერს შეაჩერა და გადაარჩინა ფილიპინელი ქალი, რომელიც ადამიანით...

ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი ვარ – ნანა სანდერი

ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი ვარ, - ეს განცხადება 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა, ნანა სანდერმა სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.“მთელი თვეების...

მედიაომი თეთრ სახლში: CNN-ი, MS NOW და Politico დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივიან

ამერიკული მედიასაშუალებები — CNN-ი, MS NOW (ყოფილი MSNBC) და Politico — ერთობლივ სამართლებრივ ბრძოლას იწყებენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის...