“საქართველო: პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პრემიერმა ყოფილი კოლეგების „ჩაშვება“ დაიწყო“–eurasianet

„ამერიკულმა ონლაინ საინფორმაციო-ანალიტიკურმა გამოცემა Eurasianet-მა სტატია გამოაქვეყნა ღარიბაშვილის წერილებსა და ივანიშვილის გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე. გამოცემა წერს, რომ ღარიბაშვილის ბრალდებები  ხელისუფლების ზედა ეშელონებში გააფთრებულ შიდა ბრძოლაზე მიუთითებს.

“ქართველმა „ციხის ჩიტმა“ სიმღერა დაიწყო და ქვეყნის პოლიტიკურ იმპრესარიოს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს, ასევე სხვა მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს იმაში, რომ კორუფციის საქმეზე განტევების ვაცად აქციეს.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იანვარში ფულის გათეთრების ბრალდებით გასამართლების შემდეგ ციხეში ზის. აგვისტოს შუა რიცხვებში მან გადაწყვიტა, დუმილი დაერღვია და სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც მმართველი „ქართული ოცნების“ ლიდერები დაადანაშაულა, რომ „ივანიშვილის დავალებით“ მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ და მამხილებელი განცხადებების გაკეთებას აიძულებდნენ.

პირველ განცხადებას ღარიბაშვილმა მეორე, უკვე ნამდვილი „ბომბის ეფექტის“ მქონე პოსტი მოაყოლა, რომელშიც თქვა, რომ ხელისუფლების სახელობითი ანტიკორუფციული კამპანია სპეციალურად მის „დასაპატიმრებლად და პოლიტიკურად გასანადგურებლად“ იყო შეკერილი. მისი თქმით, აქამდე დუმდა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ისტებლიშმენტისადმი ერთგულების გამო.

„ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამეცილებინა დაპირისპირება ჩემს გუნდთან და ჩემთვის ძვირფას ადამიანთან. სწორედ ამიტომ უარი ვთქვი სამართლებრივ ბრძოლაზე და დავემორჩილე პროცესს, რომელიც პირადად ჩემთვის გამანადგურებელი იყო — მხოლოდ იმისთვის, რომ სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესებისთვის ზიანი არ მიმეყენებინა“, — დაწერა მან.

ღარიბაშვილის მონაყოლით, ივლისში „ქართული ოცნების“ შუამავალმა მას ციხეში წერილი მიუტანა, რომელშიც, როგორც თავად ამბობს, სთხოვდნენ, იანვრის საქმეზე საჯაროდ ეღიარებინა დანაშაული. იმ დროისთვის მას უკვე გაფორმებული ჰქონდა საპროცესო შეთანხმება, რაც დანაშაულის ფაქტობრივ აღიარებას ნიშნავდა, თუმცა საჯაროდ და პირდაპირ დანაშაული არასდროს უღიარებია.

ღარიბაშვილის ვერსიით, წერილის მიზანი იყო, იძულებული გაეხადათ, საკუთარ თავზე აეღო დანაშაული, რომელიც, მისი თქმით, არ ჩაუდენია, და ამით მისთვის პოლიტიკაში დაბრუნების ნებისმიერი გზა საბოლოოდ ჩაეკეტათ.

მისივე თქმით, ამ მოთხოვნამ გადაკვეთა „წითელი ხაზი, რომელმაც მაიძულა, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ნაბიჯი გადამედგა… მაიძულებენ, ბრძოლა დავიწყო“.

„ქართული ოცნების“ საპასუხო დარტყმას დიდხანს არ დაუგვიანია. აგვისტოს ბოლოს პროკურატურამ ღარიბაშვილს ახალი კორუფციული ბრალდება წარუდგინა — მას თითქმის 300 000 ევროს ჯიბეში ჩადებას ედავებიან, სანაცვლოდ კი, გამოძიების ვერსიით, თავდაცვის სფეროში გარკვეული კონტრაქტების „მოგვარებაში“ უნდა დახმარებოდა.

ღარიბაშვილის ამ „ყველაფრის მომყოლი“ წერილები რამდენიმე მიზეზითაა საყურადღებო. ერთ დროს ის ივანიშვილის ყველაზე სანდო ლეიტენანტად მიიჩნეოდა. ღარიბაშვილი ორჯერ იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი — 2013-2015 და 2021-2024 წლებში — ხოლო ამ ორ პერიოდს შორის, 2019-2021 წლებში, თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.

მისი დაცემა იმის დასტურია, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობაში არავინ უნდა გრძნობდეს თავს უსაფრთხოდ — არც თანამდებობის და, როგორც ჩანს, არც თავისუფლების მხრივ.

ეს ეპიზოდი „ქართული ოცნების“ შიდა სამზარეულოსაც აშიშვლებს — გვაჩვენებს ფრაქციულ ბრძოლებსა და გავლენის სფეროებისთვის ომს, სადაც დამარცხებულისთვის შედეგი შესაძლოა პოლიტიკურად სასიკვდილო აღმოჩნდეს. ამავე დროს, ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ კულისებს მიღმა ივანიშვილის გავლენა პრაქტიკულად აბსოლუტურია.

ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა ღარიბაშვილის განცხადებებს ცეცხლი დაუშინეს. თბილისის მერმა კახა კალაძემ ღარიბაშვილის მოთხოვნა, რომ საქმეზე ოფიციალური გამოძიება დაწყებულიყო, ხელის ერთი მოსმით უარყო.

„წერილებში გაჟღერებული ბრალდებები… სრულიად უსაფუძვლოა და ყოფილი თანაგუნდელის პოლიტიკური სპეკულაციაა“, — განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს სექტემბრის დასაწყისში.

თუმცა ღარიბაშვილი სულაც არ არის ერთადერთი, ვინც „ქართული ოცნების“ შიგნით მიმდინარე ძალაუფლების ომში მსხვერპლად იქცა. იმ ადამიანების სიაში, რომლებიც ოდესღაც ივანიშვილის ერთგულ აკოლიტებად ითვლებოდნენ, დღეს კი მის კეთილგანწყობას ჩამოშორდნენ ან საერთოდ კანონის მეორე მხარეს აღმოჩნდნენ, ყოფილი მინისტრები, დეპუტატები და ბიზნესმენებიც არიან.

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ისინი, ვინც ახლა ივანიშვილის „მტრების სიაში“ აღმოჩნდნენ, ერთმანეთის წინააღმდეგ იწყებენ თამაშს — იმ იმედით, რომ ძალაუფლების მთავარ გამნაწილებელს კვლავ მოეწონებიან.

მაგალითად, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს ცოტა ხნის წინ 10-წლიანი სასჯელი 5 წლამდე შეუმცირეს, საიდანაც ორი წელი შინაპატიმრობაში უნდა გაატაროს. როგორც ჩანს, შეღავათი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების სანაცვლოდ მიიღო — ჩვენების, რომელიც ახალი კორუფციული ბრალდების გამყარებას ემსახურება.

ამასობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, 16 სექტემბერს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც კორუფციასთან დაკავშირებულ ოთხ ეპიზოდში დამნაშავედ ცნეს.“– წერს

პოპულარული

ამერიკული მედიასაშუალებები თეთრ სახლში დაშვების აკრძალვის გამო ტრამპს უჩივიან

აშშ-ის მედიასაშუალებები CNN, MS NOW და Politico აცხადებენ, რომ...

კახეთში, არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 70 წლამდე კაცი დააკავეს

არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით კახეთში 70 წლამდე ასაკის კაცი დააკავეს.შსს-ს...

4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებული ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ ექიმს, გიორგი ჩახუნაშვილს პროკურატურამ...

„სინდისის პატიმრები“ არ არსებობენ, ისინი ძალადობაში იყვნენ ჩართული, თუმცა მზად ვართ ვაპატიოთ – კობახიძე

„სინდისის პატიმრები“ არ არსებობენ, არიან პატიმრები, რომლებიც ძალადობაში იყვნენ...

„წამების ოთახი“, სკამზე მიბმული მამაკაცი და დაკავებული საქართველოს მოქალაქეები: სპეცოპერაცია ესპანეთში

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ქალაქ ესტეპონაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სავარაუდო...

რუსეთში სახელმწიფო ღალატისთვის გაასამართლეს მეცნიერი — რუსეთისა და კანადის მოქალაქე

კომის რესპუბლიკის სასამართლომ ფილოსოფოს ნიკოლაი ზიუზევს შვიდი წლით თავისუფლების...

გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

შს მინისტრის მოადგილე გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. ამის...

ყველა ამბავი

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს

თბილისის მასშტაბით, საჯარო ბაგა-ბაღებში მენიუდან რძის პროდუქტი, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით ამოიღეს„ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, რძის პროდუქტი დროებით ამოღებულია მენიუდან“,- აცხადებენ...

გიორგი ფეიქრიშვილი მოქალაქეს მოკლვლით ემუქრებოდა, თუ ის დიდ ფულს არ გადაუხდიდა – შსს განცხადებას ავრცელებს

"უწყების ცნობით, გიორგი ფეიქრიშვილმა მოქალაქე თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც მას ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის...

თემურ უგულავას ქონებას 7 მემკვიდრე გაინაწილებს

ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცვალების შემდეგ მისი სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებები შვიდმა მემკვიდრემ წარადგინა - ამის შესახებ თემურ უგულავას საკუთრებაში...

იმნაძე რომ არ ყოფილიყო, დანაშაული არ მოხდებოდა და ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

"იმნაძე რომ არ ყოფილიყო, დანაშაული არ მოხდებოდა და ავალიანი ცოცხალი იქნებოდა " - განაცხადა პროკურორმა ქეთი სონიძემ. საქალაქო სასამართლოში...

ადმინისტრაციას მივმართავ, მოვაჭრეებს დაეხმაროს – კალაძე დეზერტირების ბაზრის რეაბილიტაციაზე

"ე.წ. დეზერტირების ბაზართან ხმაური იყო - ამის მიზეზი გახდა ბაზრის ადმინისტრაციის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია ტერიტორიის მოწესრიგებასთან დაკავშირებით. ეს ტერიტორია...

თბილისში ჯგუფური ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს

შსს-ს თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის მცდელობის ბრალდებით, 6 არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის 3...

NCDC-დადასტურებულია, რომ თბილისში უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ჩატარებული კვლევებით დადასტურებულია, რომ თბილისის მასშტაბით უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით.NCDC-ის...

რუმინეთში თაღლითობის საქმეზე პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯორჯესკუ დააკავეს

რუმინეთში 1,1 მილიონი ევროს თაღლითობის საქმეზე დააკავეს ქვეყნის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ — პოლიტიკოსი, რომელმაც 2024 წლის არჩევნების...

Reuters: მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონების თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა

კომპანია „გაზპრომნეფტის“ კუთვნილმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა დროებით შეაჩერა. მიზეზი 20 სექტემბერს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად...

ამერიკული მედიასაშუალებები თეთრ სახლში დაშვების აკრძალვის გამო ტრამპს უჩივიან

აშშ-ის მედიასაშუალებები CNN, MS NOW და Politico აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავენ მას შემდეგ, რაც ტრამპმა...

„წამების ოთახი“, სკამზე მიბმული მამაკაცი და დაკავებული საქართველოს მოქალაქეები: სპეცოპერაცია ესპანეთში

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ქალაქ ესტეპონაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სავარაუდო „წამების ოთახი“ აღმოაჩინა და საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავა, მას შემდეგ,...

დამპირდნენ: “არცერთი დღე ციხეში, მრავალწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმა”. გადამაგდეს – ღარიბაშვილი

ბიძინა ივანიშვილთან 20-წლიანი ურთიერთობისა და მისდამი ჩემი დამოკიდებულების გამო უსიტყვოდ ავედი პოლიტიკურ სასაკლაოზე და ჩავჯექი ციხეში, რადგან არ მინდოდა...