10 მილიონამდე დოლარი რუსული კომპანიისთვის: საქართველოს რკინიგზამ ხელშეკრულება უკრაინის მიერ სანქცირებულ ქარხანასთან გააფორმა

საქართველოს რკინიგზამ უკრაინის მიერ სანქცირებულ რუსულ კომპანია „როსლავლსკისთან“ 9.6 მილიონ დოლარად 200 ვაგონის შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა. საწარმოს გენერალური დირექტორი ვლადიმერ პუტინის პარტიის წევრი და კრემლის ორდენოსანია. საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობა გარიგებას დაბალი ფასით და ევროპული ალტერნატივის არარსებობით ამართლებს.

„9,6 მილიონ დოლარად რუსული კომპანია “როსლავლსკისგან” 200 ცალ ნახევარვაგონს ვყიდულობთ. თითო ვაგონში 48 000 დოლარს ვიხდით.

2026 წლის 27 აგვისტოს საქართველოს რკინიგზამ ხელშეკრულება გააფორმა კომპანიასთან, რომლის გენერალური დირექტორი იური ჩერნიაკი გახლავთ.

იური ჩერნიაკი პუტინის პარტიის, “ერთიანი რუსეთის” წევრი და ამავდროულად, სმოლენსკის ოლქის რეგიონალური დუმის დეპუტატია.
ცოტა ხნის წინ, მას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით ალექსანდრე ნეველის ორდენი მიენიჭა.

შეგახსენებთ, რომ სუსმა 2026 წლის 16 აპრილს, საქართველოს რკინიგზის ყოფილ დირექტორზე, დავით ფერაძესა და კიდევ რვა პირზე კორუფციის ბრალდებით საქმე აღძრა.

როგორც ცნობილია, ამ პოზიციაზე მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი კადრები ინიშნებიან.
მანამდე რკინიგზის ხელმძღვანელის პოსტს მამუკა ბახტაძე იკავებდა, რომელიც შემდეგ ბ. ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრად დააწინაურა.

კორუფციაში მხილებული ფერაძე, ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ „თანაინვესტირების ფონდში“ მუშაობდა – მტკვარი ჰესის დირექტორი იყო.

ფერაძის ძმაკაცი და ბიზნეს-პარტნიორი გახლავთ, ირაკლი კობახიძის მიერ რუსეთში საქართველოს „ელჩად“ დანიშნული კაცი – მამუკა მერკვილაძე.

ვიდრე მამუკა მერკვილაძეს ელჩად გადაიყვანდნენ, ის 2018 წელს ფერაძემ რკინიგზის შვილობილი კომპანიის „GR Logistics & Terminals“-ის დირექტორად დანიშნა.

მამუკა მერკვილაძემ 800-მდე ვაგონი რუსულ კომპანიას აუქციონის გარეშე, ქვეყნისთვის დამაზიანებელი პირობებით გადასცა და ამ ფაქტიდან მალევე თანამდებობა დატოვა.“ – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია სოციალურ ქსელში წერს და ხელშეკრულების ფოტოსაც აქვეყნებს.

რუსული კომპანიის, სს „როსლავლსკის ვაგონშემკეთებელი ქარხნის“ (АО «Рославльский ВРЗ») გენერალური დირექტორი იური ალექსანდრეს ძე ჩერნიაკი არ არის უბრალოდ ბიზნესმენი, არამედ კრემლის პოლიტიკური სისტემის აქტიური ნაწილია:

ჩერნიაკი წლებია პუტინის მმართველი პარტიის, „ედინაია როსიას“ (Единая Россия) ადგილობრივი ლიდერი და გამოკვეთილი ფიგურაა; არის სმოლენსკის საოლქო დუმის რამდენიმე მოწვევის დეპუტატი სწორედ პუტინის პარტიიდან; ასევე პუტინის პირადი განკარგულებითა და ბრძანებულებით, იური ჩერნიაკი დაჯილდოებულია რუსეთის უმაღლესი სახელმწიფო ორდენებით, მათ შორის ალექსანდრე ნევსკის ორდენით, ღირსების ორდენითა და მედლით „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“. რუსეთში მსგავსი სახელმწიფო ჯილდოები სტრატეგიული საწარმოების ხელმძღვანელებს მხოლოდ კრემლის პოლიტიკის სრული მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის გადაეცემათ.

თავად კომპანია კი უკრაინის მიერაა სანქცირებული, რადგან ის უკრაინისთვის რუსული სამხედრო მანქანის ლოგისტიკური ზურგია.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს (NSDC) და კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს (NACP) ოფიციალური დასაბუთებით, სს „როსლავლსკის ვაგონშემკეთებელი ქარხანა“ სანქციების სიაში შეყვანილია რუსეთის სამხედრო აგრესიის მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის გამო.

რუსული კომპანიის შერჩევას საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე დაბალი ფასითა და ბაზარზე არსებული არჩევანით ხსნის, ასევე იმით, რომ მისი თქმით, ევროპული კომპანიები საქართველოს რკინიგზისთვის შესაბამის ვაგონებს არ ამზადებენ. უკრაინის მიერ დაწესებულ სანქციებზე კი ამბობს, რომ ინფორმაცია არ აქვს.

„ეგ კომპანია აწარმოებს ყველაზე საუკეთესო ვაგონებს. ჩვენ მაგ კომპანიასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება ძალიან დაბალ ფასად, ყველაზე დაბალი ფასი წარმოგვიდგინა. რკინიგზაში ჩვენ ევროპიდან სატვირთო ვაგონებს ვერ ვიყიდით, იმიტომ, რომ არ აწარმოებს ევროპული ქვეყნები ჩვენს სატვირთო ვაგონებს. არანაირად არ არის სანქცირებული, უკრაინის მხრიდან არ ვიცი, არის თუ არა, ვაგონები როცა შემოდის და ჩვენს საკუთრებაში გადმოდის, მას შემდეგ ხდება ანგარიშსწორება, ძალიან მალე შემოვა“- განაცხადა აბაშიძემ.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი და კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე კი ამბობს, რომ „საქართველოს რკინიგზამ ყოველგვარი საშუამავლო კომპანიის გარეშე ანუ საქართველოში რეგისტრირებული რომელიმე კომპანიის გარეშე, პირდაპირ რუსულ ქარხანაში, რუსული ბანკის გავლით გადარიცხა თანხა, ანუ აქედან დოლარი გადაირიცხა და იქ კონვერტაციით რუბლები ჩაირიცხა, მაშინ, როდესაც დღეს მსგავსი ვაგონების შეძენა შესაძლებელი იყო სხვა ქვეყნებში.“

პოპულარული

მინდა მოვუწოდო ივანიშვილს, აბა, აკრძალოს პარტიები, თუ ამის შნო აქვს! – გიგა ლემონჯავა

"მინდა მოვუწოდო ივანიშვილს, აბა, აკრძალოს პარტიები, თუ ამის შნო...

პენიტენციური პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ბრალდებას უარყოფს

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რონ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ...

ინაშვილი კობახიძეს – არის თუ არა, ეს, პოლიტიკური კორუფცია და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება?

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს და...

 მამუკა მდინარაძე ციხის გზაზე დგას,  ერთს ვიტყვი: „პაგონები“ არ დარჩეს ციხის გზაზე – ელისაშვილი 

მამუკა მდინარაძე ციხის გზაზე დგას. წაქცეულ ადამიანებს წიხლებს არ ურტყამენ,...

ინტოქსიკაცია თბილისის 20 ბაგა-ბაღში – 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს სამედიცინო დახმარება დაჭირდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში...

გიორგი ფეიქრიშვილი მოქალაქეს მოკლვლით ემუქრებოდა, თუ ის დიდ ფულს არ გადაუხდიდა – შსს განცხადებას ავრცელებს

"უწყების ცნობით, გიორგი ფეიქრიშვილმა მოქალაქე თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში...

გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

შს მინისტრის მოადგილე გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. ამის...

Bloomberg: მობილიზაციის შიშით, კრემლის ჩინოვნიკებს, აქტივები, ფარულად, საზღვარგარეთ გააქვთ

გამოცემა Bloomberg-ი დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთში, შიში არჩევნების...

ყველა ამბავი

ნიუ-იორკში მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა მიმდინარეობს....

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 60 წელს გადაცილებული კაცი არასრულწლოვანზე...

რა აჩვენა საბავშვო ბაღების კვების ბლოკებიდან აღებულ ნიმუშებზე ჩატარებულმა კვლევამ

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას აგრძელებს და აცხადებს, რომ ...

ევროკომისია უნგრეთისთვის 4,2 მილიარდი ევროს დაფინანსების განბლოკვას ითხოვს

ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს შესთავაზა, გააუქმოს უნგრეთის მიმართ 2022 წელს მიღებული ზომები, ვინაიდან მიიჩნევს, რომ უნგრეთმა აღმოფხვრა კანონის უზენაესობის ის...

26 სექტემბერს, თბილისში წყალმომარაგება 36 საათით შეწყდება – ქუჩების ჩამონათვალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის იმ უბნებისა და ქუჩების ჩამონათვალს ავრცელებს, სადაც 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის...

პესკოვმა ზელენსკის პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩასვლა შესთავაზა

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით,  თუ ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს, მას შეუძლია მოსკოვში ჩავიდეს. პესკოვმა აღნიშნა, რომ  პუტინმა...

ანი ნადარეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა

ბაჩო ახალაიას ცოლი, ანი ნადარეიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა.როგორც ნადარეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, გადაწყვეტილება პოლიტიკური პატიმრის, ლევან...

ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები გამოაქვეყნა. ბიტურიენტს საკუთარი შედეგის გაცნობა...

ჩინეთის ლიდერი აშშ–ში ჩადის. რას უნდა ველოდოთ სი ძინპინის დონალდ ტრამპთან ვიზიტისგან

ჩინეთის უცვლელი ლიდერი სი ძინპინი ოთხშაბათს სახელმწიფო ვიზიტით აშშ-ში ჩავა — პირველად 2015 წლის შემდეგ. დონალდ ტრამპის მიერ მოწყობილი...

საუდის არაბეთი მზად არის საკვანძო ნავთობსადენის „აღმოსავლეთი — დასავლეთი“ მუშაობა განაახლოს. ეს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს.

მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასები შემცირდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთი რეგიონში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნავთობსადენის — „აღმოსავლეთი...

არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემს შეხვედრაზე განუცხადა, რომ სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, რუსეთი უკრაინაზე ახალი მასშტაბური...

ევროკავშირი რუსი მილიარდერების, უსმანოვისა და ფრიდმანისთვის სანქციების მოხსნაზე შეთანხმდა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, სანქციების სიებიდან ამოიღონ რუსი მილიარდერები მიხაილ ფრიდმანი და ალიშერ უსმანოვი, — იუწყება Reuters-ი ანონიმ...