საზღვარგარეთის ტურები რუსი მოგზაურებისთვის: რუსეთის რკინიგზა სომხეთ-საქართველოს სარკინიგზო კრუიზს აანონსებს

რუსეთის სახელმწიფო რკინიგზის (РЖД) შვილობილი ტურისტული კომპანია „რჟდ ტური“ (РЖД Тур), რომელიც სპეციალიზებულია სარკინიგზო კრუიზებისა და ტურების მოწყობაზე როგორც რუსეთის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ერევანსა და თბილისს შორის სარკინიგზო კრუიზს იწყებს. ამის შესახებ თავად კომპანიის ვებგვერდზე დევს ინფორმაცია.

„მიმდინარე წლის შემოდგომაზე რუსი მოგზაურები პირველად შეძლებენ საზღვარგარეთის სარკინიგზო კრუიზში გამგზავრებას — ტურისტები სომხეთსა და საქართველოს ეწვევიან. „რჟდ ტური“ პირველ მატარებელს რეისში 30 ოქტომბერს გაუშვებს“ – ნათქვამია განცხადებაში.

სამდღიანი საერთაშორისო მოგზაურობა, სახელწოდებით „კავკასიის ორი გული“, სტარტს ერევანში აიღებს, სადაც ტურისტებმა დამოუკიდებლად უნდა ჩააღწიონ. ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე მინიმუმ 63 ათასი რუბლიდან იწყება.
ტურისტები ღამეებს მატარებელში გაატარებენ, ხოლო დღის განმავლობაში სომხეთისა და საქართველოს ღირსშესანიშნაობებს გაეცნობიან.

მოგზაურები პირველ დღეს ერევანში გაატარებენ. საექსკურსიო პროგრამა მოიცავს მაშტოცისა და ბაგრამიანის პროსპექტებს, კასკადის კომპლექსს და ჩრდილოეთის პროსპექტს. გარდა ამისა, ტურისტები ეწვევიან ერევნის კონიაკის ქარხანას, სადაც პროდუქციის დეგუსტაციას შეძლებენ.

მეორე დღე თბილისში მიმოხილვითი ექსკურსიით დაიწყება, ხოლო სადილის შემდეგ ტურისტები მცხეთას ესტუმრებიან, სადაც ჯვრის მონასტერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარსა და სამთავროს მონასტერს მოინახულებენ.

ტურის დასკვნით დღეს მოგზაურები ისევ სომხეთში ჩავლენ, სადაც კიდევ ერთხელ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობას მოინახულებენ და იქიდან, როგორც ჩასვლის შემთხვევაში, ტურის დასრულების შემდეგ ერევნიდან უკანაც თავად გაემგზავრებიან.

სომხეთის სარკინიგზო სისტემის მმართველი კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“ 100%-ით რუსეთის სახელმწიფო რკინიგზის შვილობილი კომპანიაა.აღნიშნული ტურიც სწორედ ამ ადგილობრივი, სომხური ქვედანაყოფის ჩართულობითა და მათივე კუთვნილი ლოკომოტივებითა და მატარებლებით განხორციელდება. „რჟდ ტური“ კი მთავარი ტუროპერატორის როლში გამოდის, რომელიც რუსეთში ბილეთების გაყიდვასა და მარკეტინგს უზრუნველყოფს.

პოპულარული

გაეროში კადაფსაც, ბაშარ ალ-ასადსაც უსმენდნენ – დათუნაშვილი კობახიძის ვიზიტზე

"დელეგიტიმაციით გამოწვეულ სასოწარკვეთილებას არაფერი არ აღწერს ისე კარგად, როგორც...

დამპირდნენ: “არცერთი დღე ციხეში, მრავალწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმა”. გადამაგდეს – ღარიბაშვილი

ბიძინა ივანიშვილთან 20-წლიანი ურთიერთობისა და მისდამი ჩემი დამოკიდებულების გამო...

ევროკომისია უნგრეთისთვის 4,2 მილიარდი ევროს დაფინანსების განბლოკვას ითხოვს

ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს შესთავაზა, გააუქმოს უნგრეთის მიმართ 2022 წელს...

კიევი: მოსკოვზე დარტყმისას პირველად გამოიყენეს რაკეტა „პელიკანი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთის მოსკოვის რეგიონში მდებარე...

Meduza-მ ინტერნეტში აღმოაჩინა კრემლის გეგმა ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ. ერთ-ერთი მიზანი არმიასა და ФСБ-ში „რუსოფობების“ ძებნაა

გამოცემა Meduza-მ ინტერნეტში აღმოაჩინა რუსეთის ხელისუფლების გეგმა ექსტრემიზმთან ბრძოლის...

AI კომპანიების ხელმძღვანელებმა გაეროს ტექნოლოგიის კონტროლისკენ მოუწოდეს

ხელოვნური ინტელექტი (AI) „შესაბამისი ზომების მიღების გარეშე შესაძლოა მთელი...

ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი ვარ – ნანა სანდერი

ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი ვარ, - ეს განცხადება...

ყველა ამბავი

CIA ევროპას აფრთხილებს: რუსეთი ესპანეთზე, საფრანგეთსა თუ იტალიაზე დრონებით თავდასხმას გეგმავს

ამერიკულმა სპეცსამსახურებმა მოიპოვეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი ერთ-ერთ ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყანაზე — ესპანეთზე, საფრანგეთზე ან იტალიაზე დრონებით შესაძლო თავდასხმას...

პაპუაშვილის ვიზიტი უკავშირდება არა ევროკავშირთან დალაგების სურვილს, არამედ ესკალაციის მომზადებას – ხოშტარია

პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი უკავშირდება არა ევროკავშირთან რაიმე დალაგების სურვილს, არამედ ეს არის ესკალაციის მომზადება- ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის,...

პუტინის „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრების შესახებ საუბარი ნაადრევია – პესკოვი

ვლადიმერ პუტინის „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრების შესახებ საუბარი ნაადრევია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„ამის შესახებ საუბარი...

შესაძლოა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართოს

ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი, მარიამ შათირიშვილ არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნების" პრეზიდენტს,  მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართონ."ამ ეტაპზე ეს საკითხი...

მოსკოვმა, ცხინვალმა და სოხუმმა საქართველოს ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს

რუსეთმა, აფხაზეთმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო გარანტიების მიღება მოითხოვეს. ამის შესახებ ნათქვამია შეხვედრის...

კახეთში 100 კგ-მდე კანაფი ამოიღეს – დააკავეს 3 პირი

კახეთში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 3...

ლავროვი: რუსეთი მოლაპარაკებებისთვის „პაუზას“ არ აიღებს

სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში მარკო რუბიოს შეხვდა, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეა მიმდინარეობს. მინისტრის ვერსიით, რუსეთი მზადაა უკრაინაში ომის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებისთვის....

დიდი ბრიტანეთი უსმანოვსა და ფრიდმანს სანქციებს არ მოუხსნის

დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის კვალდაკვალ, რუსი ბიზნესმენების — ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის  წინააღმდეგ სანქციებს არ გააუქმებს. ამის შესახებ უკრაინის...

AI კომპანიების ხელმძღვანელებმა გაეროს ტექნოლოგიის კონტროლისკენ მოუწოდეს

ხელოვნური ინტელექტი (AI) „შესაბამისი ზომების მიღების გარეშე შესაძლოა მთელი კაცობრიობისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს“. ასეთი გაფრთხილებით ოთხშაბათს, 23 სექტემბერს, გაეროს უშიშროების...

რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა

რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ ბალისტიკურ იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა, 8 ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ...

რუსებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა მაშინ განახორციელეს, როდესაც კონგრესმენებთან “გრემის კანონს” განვიხილავდით – ზელენსკი

"რუსებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა მაშინ განახორციელეს, როდესაც კონგრესმენებთან “გრემის კანონს” განვიხილავდით " -  განაცხადა ამის შესახე უკრაინის მეთაურმა,...

სასამართლომ კინოპროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულისთვის 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა

კინოპროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი, რომელიც სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის უკვე იხდის სასჯელს, სასამართლომ კიდევ ერთ სექსუალურ დანაშაულში ცნო დამნაშავედ და ამ...