“რუსეთი წელს რაღაც მასშტაბურს ამზადებს “- ამის შესახებ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ, განაცხადა. ნიუ-იორკში საგარეო ურთიერთობათა საბჭოში გამოსვლისას შიკორსკიმ აღნიშნა, რომ მათი წყაროების მიხედვით, რუსეთი რაღაც მასშტაბურისთვის ემზადება.მისი თქმით, კრემლმა ეს ოპერაცია შესაძლოა, რუსეთში შემდგომი მობილიზაციის საბაბად გამოიყენოს.
“მიმაჩნია, რომ პუტინს მობილიზაციისთვის საბაბი სჭირდება, ამიტომ შესაძლოა, ცრუ დროშის ქვეშ თავდასხმა გამოიყენონ და რუს ხალხს უთხრან: ‘ჩვენ თავს დაგვესხნენ, ამიტომ მობილიზაცია გვჭირდებაო’” – თქვა შიკორსკიმ.
ბოლო თვეების განმავლობაში ევროპაში განგაშის მაღალი დონეა გამოცხადებული. სადაზვერვო შეფასებების მიხედვით, რუსეთმა NATO-ს გამოცდა შესაძლოა დივერსიით, კიბერთავდასხმებით, დრონების აქტივობითა თუ შეზღუდული სამხედრო ოპერაციით სცადოს.


