„ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ – ჩვენება იტალიის სენატში

გაგრის აღების დღეს – 2 ოქტომბერს, იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის – „დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ – ჩვენება გაიმართა, რომელიც აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გენოციდად აღიარების კამპანიის ნაწილია.

ფილმი შექმნილია იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას შეახსენოს — ვიდრე უკრაინაში – მაგალითად, ბუჩაში – სისასტიკე მოხდებოდა, მსგავსი ომი და ეთნიკური წმენდა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აფხაზეთში განახორციელა. ფილმი საარქივო მტკიცებულებებსა და აფხაზეთში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლთა ისტორიებს აერთიანებს.

იტალიის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსიაც, რომელშიც ფედერალისტების ლიდერი გიგა ბოკერია და იტალიის მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ასევე ჟურნალისტი და ანალიტიკოსი ჯაკომო ფერარა, რომელიც 2025 წელს საქართველოში საპროტესტო აქციის გაშუქებისას 5 000 ლარით დააჯარიმეს. მოგვიანებით კი, როცა სომხეთიდან საქართველოში შემოსვლას ცდილობდა, ჯარიმის გადაუხდელობის გამო, ქვეყანაში არ შემოუშვეს.

„სამწუხაროდ, ამ დოკუმენტურ ფილმს არც ტელევიზიით ვხედავთ და არც კინოთეატრებში. თუმცა, ის სხვადასხვა ადგილას მოგზაურობს, უკვე რამდენიმე ჩვენება გაიმართა და, ვფიქრობ, მომავალშიც არაერთი გაიმართება. თუ რჩევის მოცემის უფლება მაქვს, საქართველოში დარჩენილი ადამიანებისთვის საუკეთესო სამსახური სწორედ ასეთი საქმიანობის გაგრძელებაა. დღეს საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი დაიღალა – ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად აქციებზე იდგნენ და ამისთვის თავისუფლების ფასიც გადაიხადეს, ზოგიერთ შემთხვევაში კი თავისუფლება დროებით დაკარგეს. ზოგი კვლავ ციხეშია. მზია ამაღლობელი მხოლოდ ერთი მაგალითი და აისბერგის მწვერვალია. სხვებმა საფასური პირდაპირ საკუთარი ჯიბიდან გადაიხადეს. თქვენ კარგად იცით, რომ ზოგიერთ ადამიანს ჩემზე დაკისრებულ თანხაზე ხუთჯერ მეტი ჯარიმა გამოუწერეს. მე ჩემი ჯარიმის აღიარებაზე უარი ვთქვი, რადგან დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისა და საკუთარი საქმიანობის ღრმად მწამს“ – თქვა დისკუსიისას სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტმა და ანალიტიკოსმა ჯაკომო ფერარამ.

სენატორმა მარკო ლომბარდომ კი ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და უკრაინაში დატრიალებული ტრაგედიები ერთი დანაშაულებრივი გეგმის ნაწილია.

„1990-იან წლებში, 2008 წელსა და 2014 წელს მომხდარ მოვლენებს ერთი ხაზი აერთიანებს. ის ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა ხალხისა და სახელმწიფოს თავს დატეხილ ტრაგედიებს, რომლებიც ერთი დანაშაულებრივი გეგმის ნაწილია. ყოველ ჯერზე, როცა ამ მოვლენებს ერთმანეთთან არ ვაკავშირებთ, გვგონია, რომ ყველაფერი გარდაუვალი იყო: აფხაზეთი გარდაუვალი იყო, ბუჩა გარდაუვალი იყო და ისიც გარდაუვალია, რაც დღეს უკრაინაში ხდება. თუმცა, პოლიტიკის მოვალეობა მოვლენების გარდაუვალობის შეჩერებაა, რადგან მან ისინი წინასწარ უნდა გააანალიზოს და დროულად იმოქმედოს. დღეს ამ კადრების ნახვა, უპირველესად, ჩვენ, ევროპელებს უნდა დაგვეხმაროს იმის გააზრებაში, რომ თუ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესიას ვერ შევაჩერებთ, ხვალ იგივე ესტონეთსა და პოლონეთში მოხდება. სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ შეუვალი იმ საკითხში, რომ არსებობს რაღაცები, რომლებიც მოლაპარაკების საგანი ვერ გახდება. სამხედრო აგრესია მოლაპარაკების საგანი ვერ იქნება” – თქვა სენატორმა მარკო ლომბარდომ.

„საქართველომ დასავლეთის დუმილისა და დანაშაულებრივი გულგრილობის ფასი გადაიხადა. დიდხანს გვეგონა, რომ რუსეთთან ურთიერთობას ეკონომიკის საფარქვეშ გავატარებდით. გვეგონა, რომ ეკონომიკურ დონეზე ურთიერთობა შეგვეძლო, რადგან მეორე – პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარე იმდენად აუტანელი იყო, მასზე საუბარიც გვიჭირდა. ამიტომ ვამბობდით: მოდით, მათთან ბიზნესი ვაკეთოთ და ასე ჩვენს სამყაროში მოვიზიდავთ. ამან არა მხოლოდ არ იმუშავა, არამედ გზა გაუხსნა. მათ კი სწორედ ეს სურთ. საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის ნორმალიზებას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. ჟურნალისტები, აქტივისტები, პროფკავშირის წარმომადგენლები და პარტიის ლიდერები უკვე ასობით დღეა, ყოველ ღვთისგან ბოძებულ დღეს რუსთაველის გამზირზე გამოდიან. ამიტომ ამ ქართულ რეჟიმთან არავითარი ნორმალიზება არ შეიძლება“ – აღნიშნა იტალიის დემოკრატიული პარტიის სენატორმა ფილიპო სენსიმ.

იტალიის მმართველი პარტიის დეპუტატმა ფრანჩესკო ფილინიმ კი განაცხადა, რომ „ბუჩამდე იყო აფხაზეთს“ და მსგავს დოკუმენტურ ფილმებს ტელევიზიებიც უნდა აჩვენებდნენ, რადგან ეს ადამიანებს საერთო სურათის გააზრებაში დაეხმარება.

„მნიშვნელოვანია მსგავსი დოკუმენტური ფილმების გავრცელება და ისტორიის იმ მრავალი ხაზის ერთმანეთთან დაკავშირება, რომლებმაც უკრაინის დღევანდელ ტრაგედიამდე მიგვიყვანა. წარსულის დანაშაულები არ უნდა დავივიწყოთ, რადგან ისინი გვეხმარება გავიაზროთ, რა დევს სასწორზე. ამაზე ხშირად არ საუბრობენ, რადგან არ ესმით, რა არის ნამდვილი ფსონი, რომელიც დღეს უკრაინაში და სხვა საერთაშორისო არენებზე წყდება. ადამიანები რომ აცნობიერებდნენ, რამდენად მაღალია ფსონი და რომ საქმე მხოლოდ დონბასს, ყირიმს ან ხვალ, შესაძლოა, ბალტიის რომელიმე რესპუბლიკასა თუ პოლონეთს არ ეხება, საკითხს სხვაგვარად შეხედავდნენ. ეს მხოლოდ ტერიტორიული აგრესია ან რომელიმე ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის მიტაცება არ არის. სასწორზე გაცილებით მეტი რამ დევს – ჩვენი მომავალი, ჩვენი ღირებულებათა სისტემა და, უპირველესად, თავისუფლება. უკრაინის დახმარებით ქველმოქმედებას არ ვეწევით – ამით საკუთარ ღირებულებებს კვლავ ვადასტურებთ და ვიცავთ. უპირველესად კი ვეხმარებით მათ, ვინც დღეს ამ ღირებულებებს იცავს. უკრაინაში, საქართველოში და მსოფლიოს მრავალ სხვა ნაწილში არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს დიქტატურის ტერორი, რეპრესია და თავისუფლების არქონა. დღეს ისინი თავისუფლებისთვის ისევე იბრძვიან, როგორც წარსულში ევროპელები და იტალიელები იბრძოდნენ. არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს უფლება, ზურგი ვაქციოთ ან სარგებელი ვითვალოთ, როგორც ამას ხშირად სულმდაბლად აკეთებენ“ – განაცხადა იტალიის მმართველი Fratelli d’Italia-ს დეპუტატმა და პარტიის პროგრამის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფრანჩესკო ფილინიმ რომის სენატში გამართული დისკუსიისას.


რუსეთის მიერ ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გენოციდად აღიარების კამპანიას ფედერალისტები, აფხაზთა კრება, თავისუფლების ინსტიტუტი და ტაბულა 2022 წლიდან აწარმოებენ. მას შემდეგ გამოფენები და ფილმის სხვადასხვა ვერსიის ჩვენებები საქართველოს არაერთ ქალაქში, აშშ-ს კონგრესში, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეასა და სხვა დასავლურ ინსტიტუტებში გაიმართა. კამპანიის მიზანია, აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გენოციდად აღიარება როგორც საქართველოს სახელმწიფოს, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.

პოპულარული

ჩორჩანას საგუშაგოს გახსნა არ შეიძლება ოკუპაციის პროვოკაციად შეფასდეს – საიას განცხადება

ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსება არ შეიძლება ავტომატურად შეფასდეს ოკუპანტი ძალის...

აფეთქება რუსეთის უდიდეს ქვანახშირის საბადოზე — არიან დაღუპულები

იაკუტიაში, ელგის საბადოზე — რომელიც რუსეთში ყველაზე დიდი და...

უხერხულია, ქვეყნის ყველა მიღწევას საკუთარ თავზე იბრალებს – მათიკაშვილი ღარიბაშვილზე

პოლიტიკურ ამპლუაში გადატანა ყოფილ პრემიერს სამართლებრივი დავის კარგს არაფერს...

“პატიმრების წამებას გადაყვა სააკაშვილი. თუ ეს ყველაფერი გაგრძელდა, უნდა გადაყვეს კობახიძის მმართველობა”- ირმა ინაშვილი

პატიმრების წამებას გადაყვა სააკაშვილი. თუ ეს ყველაფერი გაგრძელდა, უნდა...

რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოს მიმართულებით ფრენების მასშტაბურ გაფართოებას გეგმავს

რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე საკუთარი წარმომადგენლობის...

პოლონეთი მზად არის Patriot-ის რაკეტების საწარმო ააშენოს

თუ კიევი აშშ-ისგან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას მიიღებს, ასეთი...

“საქართველოში დასაქმებას დაჰპირდნენ, წაართვეს პირადობა, ფული” – დაკავებულია 2 პირი

ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე...

ყველა ამბავი

ვითხოვთ ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას მსჯავრდებულ დავითაძის განცხადებებზე – არასამთავრობოები

14 არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართული ოცნებისგან" დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას ითხოვს რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის...

ძმებ ფეიქრიშვილებს ბრალდება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვისაც წარედგინათ

პროკურატურის განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს."საქართველოს...

ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი, მადლობა №6 პენიტენციური დაწესებულების ყველა თანამშრომელს – პატარიძე მსჯავრდებულ დავითაძეზე

"ვიდეომასალაში ნათლად და ცალსახად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი" -აცხადებს სპეციალური...

საქართველოში ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც წყვეტს მუშაობას, რის მიზეზადაც ხელისუფლების ქმედებებს ასახელებს

2026 წლის 30 სექტემბერს, მმართველი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა (FNF) საქართველოში საქმიანობა შეწყვიტა და თბილისში თავისი ოფისი...

“პატიმრების წამებას გადაყვა სააკაშვილი. თუ ეს ყველაფერი გაგრძელდა, უნდა გადაყვეს კობახიძის მმართველობა”- ირმა ინაშვილი

პატიმრების წამებას გადაყვა სააკაშვილი. თუ ეს ყველაფერი გაგრძელდა, უნდა გადაყვეს კობახიძის მმართველობა" - "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით,...

“მხოლოდ პოლიტიკური მისია ჰქონდათ” – პაპუაშვილი კონრად ადენაუერის ფონდზე

"მხოლოდ პოლიტიკური მისია ჰქონდათ" - შალვა პაპუაშვილი კონრად ადენაუერის ფონდის მიერ თბილისის ოფისის დახურვას გამოეხმაურა."კონრად ადენაუერის ფონდი გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ...

პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ ძალადობის მტკიცებულება ვერ ვნახეთ – იოსელიანი

"პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ ძალადობის მტკიცებულება ვერ ვნახეთ''- განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა."ჩვენ ეს საკითხი დეტალურად შევისწავლეთ. მათ შორის,...

აქციამ აჩვენა, რომ ის 5%-იც გადაჭარბებულია, რაც IRI-მ „ნაცმოძრაობას“ დაუწერა – პაპუაშვილი

ის ფაქტი, რომ აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი მივიდა და არ მივიდა მეტი, ესეც აჩვენებს საბოლოო ჯამში, რომ ქართველი ხალხი...

სიცრუეა, რომ თითქოს პატიმარი გიორგი დავითაძე ციხეში გააუპატიურეს – პენიტენციური

პენიტენციური სამსახური უარყოფს რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმრის, გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის ბადრაგებმა დეესკალაციის ოთახში გააუპატიურეს."სპეციალური...

“ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს ხელით” – პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს

"ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს ხელით ... ამაზე მეტი კაცს რა უნდა გამიკეთონ ... " - აცხადებს ამის შესახებ სასამართლოზე მსჯავრდადებული...

უკრაინამ საკუთარი წარმოების ახალი ბალისტიკური რაკეტა FP-7 საბრძოლო პირობებში გამოსცადა

უკრაინამ საკუთარი წარმოების პირველი ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა FP-7 რეალურ საბრძოლო პირობებში წარმატებით გამოიყენა. ამ უმნიშვნელოვანესი სამხედრო სიახლის შესახებ ინფორმაცია...

KAS: ოფისის ლიკვიდაცია საქართველოს მთავრობის მიერ ჩვენი მუშაობის შეზღუდვის შედეგია

კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს, მიზეზად კი საქართველოს მთავრობის მიერ მათი საქმიანობის შეზღუდვას ასახელებს.განცხადებაში, რომელსაც ფონდი ავრცელებს, ხაზგასმულია,...