გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს, “პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, ეს მოიცავს უკრაინას, საქართველოს, სადაც აქტიურ პროცესებს ვხედავთ “.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პუტინმა ერთხელ განაცხადა, რომ მისთვის მე-20 საუკუნის უდიდესი კატასტროფა საბჭოთა კავშირის დაშლა იყო. თუ ამ მოსაზრებას გავითვალისწინებთ, უნდა ითქვას: თუ ეს მართლაც უდიდესი კატასტროფა იყო, მაშინ ის, სავარაუდოდ, ცდილობს, სიტუაცია “გამოასწოროს” და აღადგინოს ის, რაც ადრე არსებობდა.[…]აღნიშნული მოიცავს უკრაინას და ახლა უკვე საქართველოსაც, სადაც აქტიურ პროცესებს ვხედავთ; ასევე მოიცავს მოლდოვაში შექმნილ არასტაბილურ ვითარებას და, ბუნებრივია, ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც, რომლებიც ამჟამად ევროკავშირისა და ნატო-ს წევრები არიან”, – აღნიშნა ვადეფულმა.


