ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ს რეისის გადარჩენისთვის ქართველი ებრაელი ექიმი დააჯილდოვა

ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა იერუსალიმში, პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე, სამოქალაქო გმირობის უმაღლესი საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა ექვსი მოქალაქე, რომლებმაც ავიაკომპანია Flydubai-ს ბორტზე მასშტაბური ტერაქტი და ავიაკატასტროფა აღკვეთეს. დაჯილდოებულთა შორის არის ქართველი ებრაელი ექიმი-სტომატოლოგი, დოქტორი შოთა მუსაევი, რომელმაც ჰაერში, კატასტროფის პირას მყოფ ლაინერში, მძიმედ დაჭრილი პილოტის სიცოცხლე გადაარჩინა.

სამოქალაქო გმირობის უმაღლესი საპრეზიდენტო ორდენი სპეციალური სახელმწიფო ჯილდოა. ის ისრაელში იმ სამოქალაქო პირებს გადაეცემათ, რომლებმაც კრიტიკულ სიტუაციაში განსაკუთრებული მამაცობა გამოიჩინეს, საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს და სხვა ადამიანები სიკვდილს ან მასშტაბურ კატასტროფას გადაარჩინეს

„იმ მომენტში, როდესაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე საფრთხეში იყო, თქვენ იმოქმედეთ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, მამაცად და საოცარი პასუხისმგებლობით. თქვენ საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეთ სხვების გადასარჩენად და უდიდესი ტრაგედია აიცილეთ თავიდან“, — განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.

ინციდენტი, Flydubai-ს რეისზე, რომელიც დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიფრინავდა, 30 სექტემბერს მოხდა. ფრენის დროს, კაბინაში მყოფი ომანელი მეორე პილოტი დანით თავს დაესხა ლაინერის კაპიტანს, ინდოეთის მოქალაქე სმიტ მაჩჰარს. თავდამსხმელის მიზანი თვითმფრინავის გატაცება და მისი ჩამოგდება იყო. ჩხუბის დროს თვითმფრინავმა მკვეთრი ვარდნა დაიწყო და რამდენიმე წუთში ათასობით მეტრის სიმაღლე დაკარგა.

სალონში ყვირილის გაგონებიდან 10 წამში, დოქტორი შოთა მუსაევი, სხვა მგზავრებთან ერთად, პილოტების კაბინისკენ გაიქცა. სანამ სხვა მგზავრები თავდამსხმელის შებოჭვასა და ნეიტრალიზებას ცდილობდნენ, მუსაევმა, როგორც ბორტზე მყოფმა ერთადერთმა ექიმმა, მძიმედ დაჭრილი კაპიტნის გადარჩენა დაიწყო, რომელსაც თავის ქალის ძვლის მოტეხილობა და ყელისა და ხელების არეში ღრმა ჭრილობები ჰქონდა.

როგორც მუსაევმა NDTV-სა და CBS News-თან ინტერვიუში გაიხსენა, მას ხელთ მხოლოდ პირველადი დახმარების მინიმალური საშუალებები ჰქონდა. ის 45 წუთის განმავლობაში, საუდის არაბეთში თვითმფრინავის იძულებით დაფრენამდე, ხელით აწვებოდა პილოტის ჭრილობებს სისხლდენის შესაჩერებლად, იყენებდა ყინულის პაკეტებს, უტარებდა სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგს და არ აძლევდა გონების დაკარგვის საშუალებას.

პილოტი სიკვდილს გადაურჩა, რამაც, თავის მხრივ, ბორტზე შემთხვევით მყოფ Flydubai-ს ორ პილოტთან ერთად, შესაძლებელი გახადა ლაინერის უსაფრთხო დაშვება საუდის არაბეთის ქალაქ ტაბუკის აეროპორტში. საერთაშორისო ექსპერტებისა და ოფიციალური პირების შეფასებით, მგზავრებისა და ქართველი ებრაელი ექიმის გმირობამ თავიდან აიცილა „11 სექტემბრის“ მასშტაბის საავიაციო კატასტროფა.

პოპულარული

ითხოვენ ჩემგან, რომ ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ არის – იოსელიანი პატიმარ დავითაძეზე

"ითხოვენ ჩემგან, რომ ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ...

სასტიკ ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულ თეიმურაზ გოგიაშვილს 20 წლით ან სამუდამო პატიმრობა ელის

მოსკოვში, დედა-შვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ წარმოშობით ქართველ თეიმურაზ გოგიაშვილს...

KAS: ოფისის ლიკვიდაცია საქართველოს მთავრობის მიერ ჩვენი მუშაობის შეზღუდვის შედეგია

კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს, მიზეზად კი საქართველოს...

სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – პროკურატურა

"სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო...

“ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს ხელით” – პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს

"ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს ხელით ... ამაზე მეტი კაცს რა...

ევროკავშირის ახალი გაფართოების სტრატეგიაში საქართველო არ ფიგურირებს

ევროკომისიამ დღეს ოფიციალურად გამოაქვეყნა გაფართოების ახალი, ყოვლისმომცველი სტრატეგიული დოკუმენტი,...

ე.წ. შუმოკი რუსთავის მე-6 ციხეში: მსჯავრდებულმა დავითაძემ ლითონის ნივთები გადაყლაპა

მსჯავრდებული გიორგი დავითაძე უარს ამბობს საავადმყოფოში გადაყვანაზე მას შემდეგ,...

ყველა ამბავი

რა გამოწვევაც არ უნდა გვქონდეს წინ, ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის – მარტა კოსი

"რა გამოწვევაც არ უნდა გვქონდეს წინ, ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის", - ასე მიმართა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა...

მარია ზახაროვა: გაგებით ვეკიდებით საქართველოს მცდელობებს, ააშენოს გარკვეული ბარიერები გარედან თავსმოხვეული დესტრუქციული გავლენების წინააღმდეგ

რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა მიიჩნევს, რომ გარეშე აქტორები ცდილობენ საქართველოს ანტირუსულ და საფრთხის შემცველ კამპანიებში ჩაბმას....

ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ! – ნადირაძე

ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ! არც ერთი...

უკრაინული დრონების თავდასხმა და ხანძარი Yandex-ის უმსხვილეს მონაცემთა ცენტრში

რუსეთის რიაზანის ოლქის ქალაქ სასოვოში, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმის შედეგად, ტექნოლოგიური გიგანტის, Yandex-ის მონაცემთა ცენტრში ხანძარი გაჩნდა. კომპანიის...

რუსებმა  კრამატორსკში სამგზავრო ავტობუსები დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსებმა,  დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში ორი სამგზავრო ავტობუსი დაბომბეს, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.უკრაინის დონეცკის ოლქის...

რუსეთში, ქართული ტაძრის აღდგენის პროცესში, ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან

რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენის პროცესში, სავარაუდოდ ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ...

სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – პროკურატურა

"სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო " - ამის შესახებ ინფორმაციას, გენერალური პროკურატურა ავრცელებს."თბილისის პროკურატურის საგამოძიებო...

პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით შსს-მ 21 პირი დააკავა – 11 ობიექტი დაილუქა [VIDEO]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დალუქეს.შსს-ს თანახმად,...

მიშო სულუხია ტყეში “საეჭვოდ გადაადგილდებოდა” გადამოწმების მიზნით შეაჩერეს და გაიქცა – შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომღერალი მიშო სულუხია ტყეში "საეჭვოდ გადაადგილდებოდა" და გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სულუხიას მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო...

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი: მოთხოვნა ოპოზიციის აკრძალვის შეჩერებისა და ივანიშვილის დასანქცირების შესახებ

ვროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრიან კენჭს. „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ” ხუთი...

გამაჩერა პოლიციამ, გადამიყვანეს სასაფლაოზე და ფიზიკურად გამისწორდნენ, დანით გამიკაწრეს სახე, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას – აქტივისტი სერგეი ყანჩელი

"გამაჩერა პოლიციამ, გადამიყვანეს სასაფლაოზე და ფიზიკურად გამისწორდნენ, დანით გამიკაწრეს სახე, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას "- აქტივისტი სერგეი ყანჩელი პოლიციას...

აშშ და ევროპა შეშფოთებულნი არიან რუსეთში შავი ჭირით შესაძლო გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობებით

აშშ-ის საელჩომ მოსკოვში საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა ირკუტსკის ოლქში ფილტვის შავი ჭირის შესაძლო აფეთქების შესახებ და შეახსენა მათ რუსეთის დატოვების...