რიკარდ იოზვიაკი: საქართველო ბრიუსელის რადარებიდან სულ უფრო მეტად ქრება

საქართველო ბრიუსელის რადარებიდან სულ უფრო მეტად ქრება – ამის შესახებ თავის ყოველკვირეულ შემაჯამებელ სტატიაში „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს და აღნიშნავს, რომ თუ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, თუ რამდენად მცირე მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროკავშირისთვის ამ დღეებში, ეს ნამდვილად არის სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკის შესახებ დებატები, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლუქსემბურგში გამართულ ყოველთვიურ საბჭოს სხდომაზე, ოქტომბრის შუა რიცხვებში გამართეს.

იოზვიაკი, რომელიც კარგად იცნობს ევროკავშირის კულუარებს, წერს, რომ თავდაპირველად დაგეგმილი, როგორც სრულფასოვანი განხილვის თემა, საქართველოს საკითხი, შეხვედრის დასაწყისშივე იქნა გადატანილი დღის წესრიგის მოკლე პუნქტში „სხვადასხვა საკითხები“ და სიტყვით საგარეო საქმეთა ყველა მინისტრიც კი არ გამოსულა. ხოლო ამ მოკლე დისკუსიის ფინალი კი იყო ის, რომ მინისტრები შეთანხმდნენ, – საქართველოს საკითხს სრულფასოვან განსახილველ თემად დაუბრუნდებიან, თუმცა არა უადრეს იანვრისა.

თუმცა, „რადიო თავისუფლების“ მიერ მოპოვებული საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დიპლომატიური ჩანაწერი აჩვენებს, რომ ბევრმა წევრმა ქვეყანამ, რომელიც სიტყვით გამოვიდა (მათ შორის ესტონეთმა, გერმანიამ, ლატვიამ, ნიდერლანდებმა და პოლონეთმა), ხაზი გაუსვა საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესებას, რაც მათ აღწერეს როგორც „დემოკრატიული უკუსვლა“ და მზარდი ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე. მათ ასევე აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუვლენია ევროკავშირთან თანამშრომლობის სურვილი.

„დებატები მიმდინარეობდა იმ ფონზე, როდესაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ცდილობდა, თუმცა ეს კონკრეტული ნაბიჯი დოკუმენტში ნახსენები არ ყოფილა. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დისკუსიაზე არ წამოჭრილა, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის სტატუსია, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება მომავალი წლის პირველ თვეებში უნდა იქნას მიღებული. 2024 წლის შემოდგომაზე საქართველოში ჩატარებული სადავო საპარლამენტო არჩევნებისა და პოლიტიკური კლიმატის შემდგომი გაუარესების პირდაპირი შედეგია ის, რომ ბრიუსელმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაცია უკვე შეაჩერა.

ყველაზე მოსალოდნელი სცენარია, რომ ეს შეჩერება კიდევ 12 ან შესაძლოა 24 თვით გახანგრძლივდეს. თუმცა, შეჩერების გავრცელება საქართველოს რიგით მოქალაქეებზე ამ ეტაპზე სერიოზულად მაინც არ განიხილება, რადგან ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას არ სურს მოსახლეობის დასჯა მისი მთავრობის ქმედებების გამო, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება.

მიუხედავად ამისა, საქმის კურსში ჩახედული ევროკავშირის რამდენიმე ოფიციალური პირი ანონიმურობის პირობით აცხადებს, რომ ევროკავშირი ამ საკითხის გადადებას სამუდამოდ ვერ შეძლებს და თუ ბრიუსელი საბოლოოდ გადაწყვეტს უვიზო მიმოსვლის უფრო ფართოდ შეჩერებას რომელიმე ქვეყნისთვის, საქართველო ამის ყველაზე რეალური კანდიდატი იქნება“ – წერს იოზვიაკი.

მისივე ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ საქართველო მიწვეული იქნება ბლოკის მიერ ორგანიზებულ მინისტერიალზე, რომელიც რეგიონთაშორის უსაფრთხოებასა და კავშირგაბმულობას ეხება, თუმცა არა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. ანუ საქართველოს, სავარაუდოდ, საჯარო მოხელე (ტექნიკური პირი) წარადგენს.

„ის, რაზეც ევროკავშირმა აქამდე ვერ შეძლო შეთანხმება, სანქციებია, რომელსაც ერთსულოვნება სჭირდება. საგარეო საქმეთა მინისტრების დისკუსიებიდან, ისევე როგორც ევროკავშირის დიპლომატების ადრეული მოსამზადებელი შეხვედრიდან გამომდინარე, აზრთა სხვადასხვაობა ძალიან ღრმაა იმისთვის, რომ ბლოკმა უახლოეს მომავალში შეძლოს შეზღუდვების დაწესება საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის წინააღმდეგ.

დიპლომატიური ჩანაწერის თანახმად, ხორვატიამ, საბერძნეთმა, პორტუგალიამ და სლოვაკეთმა ხაზი გაუსვეს თბილისთან „კომუნიკაციის არხების ღიად დატოვების“ მნიშვნელობას, რათა უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს „ევროკავშირთან მიბმულობა“. ბულგარეთმა, უნგრეთმა, იტალიამ და სლოვაკეთმაც იგივე პოზიცია დააფიქსირეს მოსამზადებელ შეხვედრაზე.

მინისტერიალის დროს შვედეთმა სთხოვა ევროკავშირის დიპლომატიურ სამსახურს (EEAS) გადაეხედა სანქციების ადრინდელი წინადადებისთვის, რომელიც მიმართული იყო საქართველოს სასამართლო სისტემის წინააღმდეგ, რომელმაც ბრიუსელის აზრით, „არაპროპორციული“ განაჩენები გამოიტანა ანტისამთავრობო მომიტინგეების მიმართ.

სტოკჰოლმმა ასევე მოუწოდა EEAS-ს, შესთავაზოს ახალი შეზღუდვები, თუმცა, რამდენად მოხდება ეს, გაურკვეველია წევრ ქვეყნებს შორის ერთსულოვნების აშკარა არარსებობის გამო.

შვედეთი არ არის ერთადერთი, ვინც მეტი სანქციებისკენ მოუწოდებს. მოსამზადებელ ეტაპზე გერმანიამ, ირლანდიამ და პოლონეთმაც წამოაყენეს სანქციების იდეა, როგორც „ორმხრივი მიდგომის“ ნაწილი. ამ მიდგომით, ადამიანის უფლებების დარღვევა უნდა დაისაჯოს სანქციებით, თუმცა ევროკავშირი ასევე უნდა იყოს პრაგმატული და ეძებოს თანამშრომლობა „საერთო ინტერესის საკითხებზე“, როგორიცაა რეგიონული უსაფრთხოება, კავშირგაბმულობა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა“ – წერს რიკარდ იოზვიაკი

პოპულარული

საქართველოს სტრუქტურებიდან ინფორმაცია აქვთ მიღებული: ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში...

საქართველო ევროპული საბჭოს სამიტის მიღმა: გზავნილები ბრიუსელიდან

ბრიუსელი ევროპული საბჭოს ორდღიან სამიტს მასპინძლობს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების...

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ჟურნალისტ ვახო სანაიას სოლიდარობას უცხადებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „ტვ ფორმულას“ წამყვანსა...

ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე “ქართული ოცნება” არ მიიწვიეს – Euroscope

ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე, რომელიც  ბრიუსელში, 15-16 ნოემბერს გაიმართება,  ქართული...

სასამართლოს ინსტრუმენტალიზაცია და მედიის ჩახშობა – ევროკავშირი ოპოზიციის გაუქმების მცდელობასა და ვახო სანაიას დაკავებას გმობს

„ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ამ სარჩელებს ხუთი მთავარი ოპოზიციური პარტიის...

არც ტრამპს, და არც სხვა ვინმეს მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გადადგომას არ აპირებს, რადგან...

კობახიძე-ფეზეშქიანის შეხვედრა: ირანის პრეზიდენტმა საქართველოსთან ურთიერთობების განსამტკიცებლად მკაფიო ჩარჩოები მოითხოვა

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშკიანმა საქართველოსთან ურთიერთობების განსამტკიცებლად მკაფიო ჩარჩოები...

გასაჯაროვდეს ციხის ჩანაწერები, ყველაფერი რაც კრიმინალურ გარჩევასთან კავშირშია – ფარულავა

გასაჯაროვდეს ციხის ჩანაწერები, ყველაფერი რაც კრიმინალურ გარჩევასთან კავშირშია -...

ყველა ამბავი

ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ჩვენი ქვეყნისთვის: ღარიბაშვილის მორიგი წერილი

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს და წერს, რომ ბრალს სდებენ იმაში, რაც არასოდეს ჩაუდენია. ის...

“საოპერაციო ბლოკში შესაყვანად ვამზადებთ”- დავით ფეიქრიშვილი კვლავ ვივამედში გადაიყვანეს

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, პენიტენციური დაწესებულებიდან დავით ფეიქრიშვილი კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს. ამ წუთებში მას საოპერაციო ბლოკში შესაყვანად...

შიმშილობა ბლოკადაში მყოფი ქალაქის გადასარჩენად: რას ითხოვს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი პინა პიჩიერნო?

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში შექმნილი კრიტიკული ვითარების გამო, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა პინა პიჩიერნომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა...

ეს არის ერთპარტიული დიქტატურის დაკანონება – “სტრატეგია აღმაშენებელი” პარტიების აკრძალვაზე

"ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობა პირდაპირი დარტყმაა ქართულ სახელმწიფოზე, დემოკრატიასა და თითოეული მოქალაქის თავისუფალ არჩევანზე. ეს არის ერთპარტიული...

გასაჯაროვდეს ციხის ჩანაწერები, ყველაფერი რაც კრიმინალურ გარჩევასთან კავშირშია – ფარულავა

გასაჯაროვდეს ციხის ჩანაწერები, ყველაფერი რაც კრიმინალურ გარჩევასთან კავშირშია - წერს " ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ფარულავა."გასაჯაროვდეს ციხის კამერების...

„იცოდეთ, რომ ქურდები განაგებენ ციხეს!“: ძმები ფეიქრიშვილების დედა

პატიმარი დავით ფეიქრიშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს, საიდანაც დაკვირვების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციებით გაწერეს N18 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც ციხის...

ეტყობა, ჩემი შვილის ტელეფონში ისეთი კომპრომატია, რომ შეძრავს ამ ქვეყანას – ფეიქრიშვილის დედა

გლდანის ციხეში მყოფი დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა "პირველებთან"  ამბობს, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები მისი შვილისგან ტელეფონის პაროლს ითხოვდნენ...

დავით ფეიქრიშვილს საკანში ჩაუმტვრიეს ნეკნები და სახის ძვლები, მისმა ძმამ კი ვენები გადაიჭრა: ადვოკატი

დავით ფეიქრიშვილს ჩამტვრეული აქვს ოთხი ნეკნი, თავის ქალა, სახის ძვლები და სისხლნაჟღენთები აქვს. ფიზიკური დაზიანებები კი მას შემდეგ მიადგა,...

მათი დღეები დათვლილია! – კობახიძე ასაკრძალ პარტიებზე

ჩვენთვის შეიძლება უფრო საინტერესო ყოფილიყო არსებული სპექტრის შენარჩუნება - ამ გაცვეთილი სახეებით შეიძლება უფრო მარტივი ყოფილიყო ჩვენთვის შემდეგი არჩევნების...

უშეცდომო არავინ არის ღმერთის გარდა, მეც შეიძლება ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული – კობახიძე მდინარაძეზე

მამუკა მდინარაძეს, ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული გუნდისთვის, ეს შემიძლია გითხრათ და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ეს. უშეცდომო არავინ...

დღეს სასულიერო პირმა შეიძლება გინებაც დაიწყოს, მრისხანებაც გამოხატოს და ვიღაცას დაარტყას კიდეც: მიტროპოლიტი იობი

შეიძლება სასულიერო პირმა გინებაც დაიწყოს, მრისხანებაც გამოხატოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც. ასეთი მდგომარეობაა დღეს უკვე სასულიერო პირებში, სამწუხაროდ, - ამის...

ელჩები დაკავებულები არიან საქართველოში პოლიტიკური პროცესის მართვით – ქადაგიშვილი

ფაქტია, რომ ელჩები დაკავებულები არიან საქართველოში პოლიტიკური პროცესის მართვით - ვერ მოუნელებიათ, რომ არჩევნებში წააგეს, გადატრიალება ვერ მოახერხეს და...