შიმშილობა ბლოკადაში მყოფი ქალაქის გადასარჩენად: რას ითხოვს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი პინა პიჩიერნო?

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში შექმნილი კრიტიკული ვითარების გამო, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა პინა პიჩიერნომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა გამოაცხადა. ევროპარლამენტარმა საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებსა და მთავრობებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ ქალაქში არსებულ მძიმე მდგომარეობას და საერთაშორისო რეაგირება მოხდეს.

„ჩვენ უნდა მოვითხოვოთ დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული ზავი, საკვებისა და მედიკამენტების შეტანა და იმ მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხო ევაკუაციის შესაძლებლობა, რომლებსაც ქალაქის დატოვება სურთ“, — განაცხადა პინა პიჩიერნომ.

რუსეთის სამხედრო ძალების კონტროლქვეშ მყოფი ქალაქის მცხოვრებლები თვეების განმავლობაში რჩებიან ელექტროენერგიის, საკვებისა და ნორმალური სამედიცინო დახმარების გარეშე, მუდმივი ორმხრივი ცეცხლის პირობებში. მოხალისეების ინფორმაციით, საკვებისა და მედიკამენტების ბოლო ოფიციალური შეტანა მიმდინარე წლის მაისის ბოლოს განხორციელდა. ქალაქის დატოვება ამჟამად პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან გასასვლელების უმეტესობა დანაღმულია, ხოლო ნებისმიერი გადაადგილება უპილოტო საფრენი აპარატების კონტროლის ქვეშაა.

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინა და რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანის პირობებზე შეთანხმებასთან ახლოს არიან. უკრაინის უმაღლესი რადის ადამიანის უფლებათა კომისარმა, დმიტრო ლუბინეცმა, ხოლო მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა დაადასტურეს, რომ კიევი და მოსკოვი ამჟამად შექმნილი სიტუაციის გადაჭრაზე მუშაობენ.

ლუბინეცის განცხადებით, მხარეები ამჟამად ლოკალური ცეცხლის შეწყვეტისა და უსაფრთხო დერეფნების ბოლო დეტალებს ათანხმებენ. წინასწარი გეგმის მიხედვით, ევაკუაცია განხორციელდება არა რუსეთის ან ბელარუსის მიმართულებით, არამედ პირდაპირ უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჰუმანიტარული ოპერაცია, თავად ქალაქის გარდა, მის მიმდებარე 6 დასახლებასაც შეეხება, სადაც მათ შორის 200-მდე ბავშვი იმყოფება. მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, უსაფრთხოების დერეფნის ამოქმედების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ოფიციალურად არ სახელდება.

პოპულარული

ევროკავშირი უკრაინისთვის Starlink-ის ალტერნატივად Govsatcom–ს განიხილავს

ევროკომისია უკრაინის თავის დაცულ სატელიტურ საკომუნიკაციო სისტემაში, Govsatcom-ში, ჩართვას...

ეს არის ერთპარტიული დიქტატურის დაკანონება – “სტრატეგია აღმაშენებელი” პარტიების აკრძალვაზე

"ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობა პირდაპირი დარტყმაა ქართულ...

სასამართლოს ინსტრუმენტალიზაცია და მედიის ჩახშობა – ევროკავშირი ოპოზიციის გაუქმების მცდელობასა და ვახო სანაიას დაკავებას გმობს

„ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ამ სარჩელებს ხუთი მთავარი ოპოზიციური პარტიის...

ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე “ქართული ოცნება” არ მიიწვიეს – Euroscope

ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე, რომელიც  ბრიუსელში, 15-16 ნოემბერს გაიმართება,  ქართული...

2025 წელს „იმედის“ წილი ნაციონალური ტელევიზიებისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო კონტრაქტებში 65.21% იყო – MDF

 მედიის განვითარების ფონდის (MDF) ახალი კვლევის მიხედვით, 2025 წელს...

არგენტინიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებულის ექსტრადირება განხორციელდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, არგენტინის რესპუბლიკიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ...

დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი...

საქართველო ევროპული საბჭოს სამიტის მიღმა: გზავნილები ბრიუსელიდან

ბრიუსელი ევროპული საბჭოს ორდღიან სამიტს მასპინძლობს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების...

ყველა ამბავი

ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ჩვენი ქვეყნისთვის: ღარიბაშვილის მორიგი წერილი

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს და წერს, რომ ბრალს სდებენ იმაში, რაც არასოდეს ჩაუდენია. ის...

“საოპერაციო ბლოკში შესაყვანად ვამზადებთ”- დავით ფეიქრიშვილი კვლავ ვივამედში გადაიყვანეს

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, პენიტენციური დაწესებულებიდან დავით ფეიქრიშვილი კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს. ამ წუთებში მას საოპერაციო ბლოკში შესაყვანად...

ეს არის ერთპარტიული დიქტატურის დაკანონება – “სტრატეგია აღმაშენებელი” პარტიების აკრძალვაზე

"ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობა პირდაპირი დარტყმაა ქართულ სახელმწიფოზე, დემოკრატიასა და თითოეული მოქალაქის თავისუფალ არჩევანზე. ეს არის ერთპარტიული...

რიკარდ იოზვიაკი: საქართველო ბრიუსელის რადარებიდან სულ უფრო მეტად ქრება

საქართველო ბრიუსელის რადარებიდან სულ უფრო მეტად ქრება - ამის შესახებ თავის ყოველკვირეულ შემაჯამებელ სტატიაში „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი,...

გასაჯაროვდეს ციხის ჩანაწერები, ყველაფერი რაც კრიმინალურ გარჩევასთან კავშირშია – ფარულავა

გასაჯაროვდეს ციხის ჩანაწერები, ყველაფერი რაც კრიმინალურ გარჩევასთან კავშირშია - წერს " ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ფარულავა."გასაჯაროვდეს ციხის კამერების...

„იცოდეთ, რომ ქურდები განაგებენ ციხეს!“: ძმები ფეიქრიშვილების დედა

პატიმარი დავით ფეიქრიშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს, საიდანაც დაკვირვების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციებით გაწერეს N18 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც ციხის...

ეტყობა, ჩემი შვილის ტელეფონში ისეთი კომპრომატია, რომ შეძრავს ამ ქვეყანას – ფეიქრიშვილის დედა

გლდანის ციხეში მყოფი დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა "პირველებთან"  ამბობს, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები მისი შვილისგან ტელეფონის პაროლს ითხოვდნენ...

დავით ფეიქრიშვილს საკანში ჩაუმტვრიეს ნეკნები და სახის ძვლები, მისმა ძმამ კი ვენები გადაიჭრა: ადვოკატი

დავით ფეიქრიშვილს ჩამტვრეული აქვს ოთხი ნეკნი, თავის ქალა, სახის ძვლები და სისხლნაჟღენთები აქვს. ფიზიკური დაზიანებები კი მას შემდეგ მიადგა,...

მათი დღეები დათვლილია! – კობახიძე ასაკრძალ პარტიებზე

ჩვენთვის შეიძლება უფრო საინტერესო ყოფილიყო არსებული სპექტრის შენარჩუნება - ამ გაცვეთილი სახეებით შეიძლება უფრო მარტივი ყოფილიყო ჩვენთვის შემდეგი არჩევნების...

უშეცდომო არავინ არის ღმერთის გარდა, მეც შეიძლება ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული – კობახიძე მდინარაძეზე

მამუკა მდინარაძეს, ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული გუნდისთვის, ეს შემიძლია გითხრათ და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ეს. უშეცდომო არავინ...

დღეს სასულიერო პირმა შეიძლება გინებაც დაიწყოს, მრისხანებაც გამოხატოს და ვიღაცას დაარტყას კიდეც: მიტროპოლიტი იობი

შეიძლება სასულიერო პირმა გინებაც დაიწყოს, მრისხანებაც გამოხატოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც. ასეთი მდგომარეობაა დღეს უკვე სასულიერო პირებში, სამწუხაროდ, - ამის...

ელჩები დაკავებულები არიან საქართველოში პოლიტიკური პროცესის მართვით – ქადაგიშვილი

ფაქტია, რომ ელჩები დაკავებულები არიან საქართველოში პოლიტიკური პროცესის მართვით - ვერ მოუნელებიათ, რომ არჩევნებში წააგეს, გადატრიალება ვერ მოახერხეს და...