შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონით დარტყმის შედეგად სატვირთო გემი ჩაიძირა. დაღუპულია ერთი მეზღვაური, სამი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.ამის შესახებ, ინფორმაციას, რუმინეთის საზღვაო უწყება ავრცელებს.
კომორის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გემმა „ხორივმა“ (Khoryv), რომლის ეკიპაჟიც 13 უკრაინელი და აზერბაიჯანელი მეზღვაურისგან შედგებოდა, რუმინეთის პორტ კონსტანცადან 13 საზღვაო მილის დაშორებით დახმარების სიგნალი გაგზავნა.
გემის ჩაძირვის შემდეგ რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა რუსეთი ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე თავდასხმების გაძლიერებაში დაადანაშაულა.
„ეს უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ესკალაციის პროცესის ნაწილია“, – განუცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ გემს დრონი მოხვდა.


