ფოთში მამაკაცმა 47 წლის ცოლი სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა, მანამდე კი ოთხში ბუნებრივი აირი გაუშვა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მამაკაცმა დღეს დილით 112-ში თავად დარეკა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. ადგილობრივების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დამნაშავე მალევე დააკავეს.


