პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა.
საგამოძიებო უწყების განმარტებით, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა. ამ ეტაპზე საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიება.
სწორედ მიმდინარე გამოძიების ფონზე მიიღო პროკურატურამ გადაწყვეტილება, რომ იუსტიციის სამინისტროსთვის პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი პატარიძის უფლებამოსილების შეჩერების შუამდგომლობით მიემართა.


