შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ქვეყნიდან გააძევეს: თურქმენეთის, პაკისტანის, თურქეთის, კუბის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ინდოეთის, ლიბანის, იორდანიის, ნიგერიის, ტაილანდის, ფილიპინების, ბანგლადეშის, ეთიოპიის, ერაყის, ჩინეთის და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები.
გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.


