თბილისში, გასულ ღამეს 25 წლის ბიჭი მოკლეს.
მამაკაცი სიღნაღიდანაა და გუშინ თბილისში, რესტორან “ლისი მერეში”, ძმის ქორწილში იმყოფებოდა. მათივე ცნობით, ის სუფრასთან დაპირისპირებული ახალგაზრდების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.


