რა ხდება პოლონეთში: „სახელმწიფო გადატრიალება“ თუ „კანონის უზენაესობის აღდგენა“?

პოლონეთის უმაღლესი სასამართლო ორგანოს — საკონსტიტუციო ტრიბუნალის — გარშემო პოლიტიკური დაპირისპირება გამწვავდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ მისი ორი წამყვანი მოსამართლის თანამდებობიდან ჩამოშორება და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა სცადა. პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ შაბათს ყველა საპარლამენტო პარტიასთან გამართავს კონსულტაციებს „პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციისა და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით“.

პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა ვალდემარ ჟურეკმა, რომელიც ამავდროულად გენერალური პროკურორის თანამდებობასაც იკავებს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საკონსტიტუციო ტრიბუნალის თავმჯდომარის, ბოგდან სვენჩკოვსკისა და მისი მოადგილის, ბარტოშ სოხანსკისთვის მოსამართლის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნა წარადგინა, რათა შემდგომ მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა გახდეს შესაძლებელი. ორივე მათგანი თანამდებობაზე მემარჯვენე პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ წინა მთავრობის დროს დაინიშნა.

„ეს სასამართლო კერძო საკუთრებად იქცა; ჩვენ მისი გამართული ფუნქციონირება უნდა აღვადგინოთ“, — ციტირებს ჟურეკს სააგენტო AFP.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო ტრიბუნალის ყველაზე ხანდაზმულმა მოსამართლემ, ანა კორვინ-პიოტროვსკამ, ბოგდან სვენჩკოვსკის უფლებამოსილების შესრულება შეუჩერა და სასამართლოს ხელმძღვანელობა საკუთარ თავზე აიღო, იუწყება სააგენტო Reuters.

ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ტრიბუნალის შენობასთან ხალხმა შეკრება დაიწყო. შენობაში მათი შეღწევის აღსაკვეთად ადგილზე პოლიციის სპეციალური დანიშნულების დანაყოფები გაგზავნეს. აქციის ზოგიერთი მონაწილე პოლიციის ბარიერების გარღვევას ცდილობდა, იუწყება AFP. პოლიციის ცნობით, დააკავეს სამი ადამიანი, რომლებიც ტრიბუნალის შენობათა კომპლექსის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდნენ.

რას აცხადებენ მხარეები

დონალდ ტუსკის მთავრობა უკვე რამდენიმე კვირაა ცდილობს იმ მოსამართლეების გადადგომას მიაღწიოს, რომლებიც პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ წინა მთავრობამ დანიშნა. ეს პარტია ხელისუფლებაში 2015–2023 წლებში იყო.

ბოგდან სვენჩკოვსკი სასამართლოს შენობასთან ჟურნალისტების წინაშე გამოჩნდა

თავად საკონსტიტუციო ტრიბუნალში განაცხადეს, რომ ორი მოსამართლე, რომელთა პასუხისგებაში მიცემასაც მთავრობა აპირებს, კვლავ ამ ორგანოს კანონიერად დანიშნულ უმაღლესი თანამდებობის მოსამართლეებად რჩება.

„ამ ქმედებებში მონაწილე ყველა პირი დანაშაულს — სახელმწიფო გადატრიალებას — სჩადის“, — ნათქვამია ტრიბუნალის განცხადებაში.

დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელებში დაწერა: „კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა. პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ მმართველობისას გამეფებული მრავალწლიანი უკანონობის შემდეგ ეს პროცესი რთული, ზოგჯერ მტკივნეულია და გადამწყვეტ მოქმედებებს მოითხოვს. სხვა გზა არ არსებობს“.

კაროლ ნავროცკიმ, რომელიც პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ მხარდაჭერით სარგებლობს, სენეგალში, ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მიმავალი საკუთარი თვითმფრინავი უკან მოაბრუნა და ვარშავაში დაბრუნდა.

შაბათს დილით ნავროცკიმ, რომელმაც ღამით საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში შეაღწია, დაწერა, რომ „ღამით დაირღვა პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგი და ძალადობრივად იქნა დაკავებული კონსტიტუციური სახელმწიფო ორგანო“.

„შიდა უსაფრთხოებისთვის შექმნილი საფრთხის გამო“, პოლონეთის პრეზიდენტმა შაბათს სასწრაფო კონსულტაციების გამართვისკენ მოუწოდა „საპარლამენტო ძალების წარმომადგენლებს, პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციისა და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით“.

კონფლიქტის არსი

პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ მიერ ჩამოყალიბებული მთავრობა ხელისუფლებაში 2015 წელს მოვიდა და საკონსტიტუციო ტრიბუნალში საკუთარი მოსამართლეები სწრაფად დანიშნა, რათა იქ უმრავლესობა მოეპოვებინა, რადგან ამ ორგანოს მიღებული ნორმატიული აქტების კანონიერების განსაზღვრის უფლებამოსილება აქვს.

მოგვიანებით წამყვანმა ევროპულმა სასამართლო ინსტიტუტებმა — ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ  დაადგინეს, რომ „სამართალმა და სამართლიანობამ“ (PiS) სამი მოსამართლე არამართლზომიერად აირჩია, რადგან მათ ის თანამდებობები დაიკავეს, რომლებზეც პარლამენტის წინა შემადგენლობას მოსამართლეები უკვე კანონიერად ჰყავდა არჩეული.

ევროპული სასამართლოები მივიდნენ დასკვნამდე, რომ პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალი აღარ იყო „მართლმსაჯულების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანო“. ამ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, დონალდ ტუსკის მთავრობამ ტრიბუნალის დადგენილებების გამოქვეყნება შეწყვიტა.

2023 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ტუსკმა სასამართლო სისტემის დეპოლიტიზაციის პირობა დადო, თუმცა PiS-ის მმართველობისას მიღებული ცვლილებების გაუქმება ვერ შეძლო. ეს ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ ნავროცკი და მისი წინამორბედი ანჯეი დუდა, რომელსაც ასევე PiS უჭერდა მხარს, ტუსკის ინიციატივების დასაბლოკად პრეზიდენტის ვეტოს უფლებას იყენებდნენ.

გარდა ამისა, ნავროცკიმ უარი თქვა საკონსტიტუციო ტრიბუნალის იმ ხუთი მოსამართლის ფიცის მიღებაზე, რომლებიც პარლამენტმა მიმდინარე წლის მარტიდან მოყოლებული აირჩია. მიზეზად მან მათი შერჩევის პროცედურაში სავარაუდო დარღვევები დაასახელა.

ერთ-ერთი მათგანია ანა კორვინ-პიოტროვსკა, რომელმაც ტრიბუნალის თავმჯდომარე სვენჩკოვსკი თანამდებობიდან ჩამოაშორა და განაცხადა, რომ მის მოვალეობებს თავად შეასრულებდა.

ამ თვის დასაწყისში კაროლ ნავროცკიმ ვენეციის კომისიისგან — ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო საკითხებში საკონსულტაციო ორგანოსგან — მიიღო რეკომენდაცია, მიეღო მოსამართლეთა ფიცი, რათა მათ სასამართლოს შემადგენლობაში მუშაობა შეძლებოდათ.

იუსტიციის მინისტრმა ჟურეკმა განაცხადა, რომ სვენჩკოვსკისა და მისი მოადგილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები უნდა აღიძრას, რადგან ისინი მოსამართლეებს მართლმსაჯულების განხორციელებაში ხელს უშლიან.

ტუსკის ზოგიერთი მხარდამჭერი მას საყვედურობს, რომ PiS-ის მმართველობისას გატარებული რეფორმების გასაუქმებლად საკმარისად გადამწყვეტ ნაბიჯებს არ დგამს.

პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი (მარცხნივ) და პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი (მარჯვნივ) საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო პოლიტიკურ დაპირისპირებაში აღმოჩნდნენ ჩართული

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები მომავალ წელს არის დაგეგმილი და ზოგიერთი ამჟამინდელ ნაბიჯებს ამომრჩევლებში ტუსკის პოპულარობის გაზრდის მცდელობად მიიჩნევს.

თუმცა მისი მოქმედებები კრიტიკის საგანიც გახდა. სექტემბერში ტუსკმა ტრიბუნალის მოსამართლეობის კანდიდატად წარადგინა პოლიტიკოსი მაცეი ბერეკი — იურისტი, რომელსაც მის მთავრობაში მინისტრის თანამდებობა ეკავა.

იურისტმა მარცინ მატჩაკმა, რომელიც PiS-ის დროინდელ სასამართლო რეფორმებს აკრიტიკებს და ადრე აცხადებდა, რომ სვენჩკოვსკი სასამართლოს ისტორიაში ყველაზე ცუდ თავმჯდომარედ მიაჩნდა, თქვა, რომ ამ უკანასკნელის თანამდებობიდან ჩამოშორებას „მილიონი მიზეზის გამო“ კანონიერი საფუძველი არ აქვს.

„ჩემი აზრით, საკონსტიტუციო ტრიბუნალის მიმართ დღევანდელი ქმედებები მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში ჯვარს უსვამს როგორც ამ ორგანოს, ისე კანონის უზენაესობის საკითხს“, — დაწერა პროფესორმა მატჩაკმა სოციალურ ქსელებში.

„შეიარაღებული პოლიციის კადრებსა და სამართლებრივ განმარტებებს, რომელთა თანახმადაც იუსტიციის მინისტრს საკუთარი გადაწყვეტილებით შეუძლია საკონსტიტუციო ტრიბუნალის თავმჯდომარის თანამდებობიდან ჩამოშორება, კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ექნება კანონის უზენაესობისთვის მძიმე უარყოფითი შედეგები“, — დასძინა მან.

პოპულარული

როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ – მეუფე ვახტანგი სამორინეებზე

"როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ" - აცხადებს, ...

აშშ-ის კონგრესში რუსეთიდან დიზელის საწვავის იმპორტისთვის 20 წლამდე პატიმრობაზე საუბრობენ

ნებისმიერი პირი, რომელიც აშშ-ში რუსულ დიზელის საწვავს შეიტანს, ფედერალურ...

ეთიოპიაში მართლმადიდებელ ქრისტიანებზე თავდასხმებს, სულ მცირე, 60 ადამიანი ემსხვერპლა

მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი ამბობს, რომ ორომიის რეგიონის არსის...

Reuters: პენტაგონმა ბალტიის ქვეყნებს რუსეთის მიმართ რიტორიკის შერბილება სთხოვა

პენტაგონის წარმომადგენლებმა ბალტიის ქვეყნებს სთხოვეს, რუსეთის მიმართ საჯარო რიტორიკა...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პარტიების აკრძალვის პროცესის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მიკიტა პოტურაევმა, საქართველოში ბოლო დროს...

პარლამენტმა საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მიიღო

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონი...

კარგია, რომ ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს – კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე

"კარგია, რომ ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს" -ამის...

თეთრი სახლი ვლადიმერ პუტინს ემორჩილება – ბარაკ ობამა ტრამპის საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა აცხადებს, რომ თეთრი სახლი...

ყველა ამბავი

აშშ-მა უკრაინისთვის 2,1 მილიარდი დოლარის ღირებულების Patriot-ის რაკეტების მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პარასკევს განაცხადა, რომ დაამტკიცა უკრაინისთვის 500 ერთეული Patriot PAC-3-ის რაკეტის მიყიდვა, რომელთა სავარაუდო ღირებულება 2,1 მილიარდი...

Reuters: პენტაგონმა ბალტიის ქვეყნებს რუსეთის მიმართ რიტორიკის შერბილება სთხოვა

პენტაგონის წარმომადგენლებმა ბალტიის ქვეყნებს სთხოვეს, რუსეთის მიმართ საჯარო რიტორიკა შეარბილონ და რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეზე ნაკლებად ისაუბრონ. მანამდე აშშ-მ...

უკრაინის ომში დაღუპული რუსების რაოდენობამ 500 ათასს გადააჭარბა

2026 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით, უკრაინის ომში რუსეთის მხრიდან დაღუპულთა რაოდენობამ შესაძლოა 500 ათას ადამიანს გადააჭარბა. ამის შესახებ მეტყველებს...

სიკვდილით დასჯას გადარჩენილი კრისტა პაიკი, ხელისუფლებას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს

აშშ-ში, ტენესიში სიკვდილით დასჯას გადარჩენილმა 50 წლის კრისტა პაიკმა მისი ადვოკატების მეშვეობით პირველი საჯარო განცხადება გაავრცელა. განცხადება 30 ოქტომბერს,...

ქობულეთში მე-6-კლასელმა თანაკლასელი დაჭრა – აჭარა თაიმსი

ადგილობრივი მედიის "აჭარა თაიმსის"ინფორმაციით,  ქობულეთში მე-6 კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა."ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით...

გზა ავტორიტარიზმისკენ და რუსული სტილის რეპრესიები: როგორ აფასებს დასავლეთი 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პროცესს

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა საერთაშორისო გამოხმაურების ფონზე მიმდინარეობს.სარჩელს, საერთაშორისო პარტნიორები დემოკრატიის სრულ ლიკვიდაციად...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პარტიების აკრძალვის პროცესის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მიკიტა პოტურაევმა, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და "ქართულ ოცნებას" მოწუდებს, უზრუნველყოს,...

როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ – მეუფე ვახტანგი სამორინეებზე

"როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ" - აცხადებს,  ცურტაველი მიტროპოლიტი მეუფე ვახტანგი   სამორინეებთან და აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მიღებულ...

სიცრუეა, თითქოს ივანიშვილი ჩემს დროს ხელფასს უხდიდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს – სააკაშვილი

"სიცრუეა, თითქოს ივანიშვილი ჩემს დროს ხელფასს უხდიდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს, ერთადერთი რაც ძალით ავაშენებინეთ იყო საჩხერის...

მოგვკლეს – რუსეთის სპეცსამსახურებმა აიძულეს სარედაქციო კოლექტივი, მუშაობა შეეწყვიტა – „ნოვაია გაზეტა” მუშაობას წყვეტს

რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ 9 ნოემბერს მუშაობას წყვეტს. რედაქციამ ამის შესახებ, დღეს, 30 ოქტომბერს საკუთარ ვებგვერდზე გამოაცხადა. მათი...

პენტაგონმა NATO-ის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს რუსეთზე რიტორიკის შერბილებისკენ მოუწოდა – Reuters

პენტაგონის წარმომადგენლებმა ბოლო კვირებში NATO-ის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს რუსეთის საფრთხეზე საჯარო განცხადებების ტონის შერბილება სთხოვეს. Reuters-ი ამის შესახებ ოთხ...

ვაშლიჯვარში კლდე ჩამოიშალა, ლოდი სახლს დაეცა – დაშავდა 1 ადამიანი

ვაშლიჯვარში კლდე ჩამოიშალა - შედეგად, ლოდი სახლს დაეცა და შიგნით მყოფი ერთი ადამიანი დაშავდა.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ...