რუსთავის მუნიციპალურ ტრანსპორტში, ავტობუსების ეკრანებზე, პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო გავრცელდა.
ამის შესახებ, 31 ოქტომბერს, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
მისი თქმით, ავტობუსის მძღოლმა ეკრანის გათიშვა ვერ შეძლო და მას ქურთუკი გადააფარა.
ფაქტს გამოეხმაურა რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის ადმინისტრაცია. მათი განცხადებით, რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსებში არსებული მონიტორების სერვერზე განხორციელდა კიბერ შეტევა, რის შედეგადაც ეკრანზე, რამოდენიმე წამის განმავლობაში აისახა უცენზურო შინაარსის კადრი.
“რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსებში არსებული მონიტორების სერვერზე განხორციელდა კიბერ შეტევა, რის შედეგადაც ეკრანზე, რამოდენიმე წამის განმავლობაში აისახა უცენზურო შინაარსის კადრი. მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურმა მყისიერად მოახდინა რეაგირება. ამ მომენტისთვის ავტობუსებში არსებული ყველა მონიტორი გათიშულია და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მუშაობს შესაბამისი უწყება.“– ნათქვამია განცხადებაში.


