“ანგარიში ადასტურებს, რომ ოცნების პირობებში EU-ში ვერ შევალთ” – ასე ეხმაურება, კოალიცია ცვლილებისთვის ევროკომისიის ახალ ანგარშის.
“გუშინ გამოქვეყნებული ევროკავშირის გაფართოების ანგარიში მკაფიოდ ადასტურებს, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში საქართველო ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი. ანგარიშში მოცემული შინაარსი განგაშის სიგნალი უნდა გახდეს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, პარტიული კუთვლინების მიუხედავად, ყველასთვის, ვინც ჩვენი ქვეყნის მომავალს ევროკავშირში ხედავს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და ევროკომისიის მიერ საქართველოს, როგორც კადიდატი ქვეყნის შეფასება მხოლოდ ფორმალურად რჩება ძალაში. ივანიშვილის რეჟიმი არ ასრულებს ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ რეკომენდაციებს, რადგან მმართველი პარტია აგრძელებს დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებებისთვის ძირის გამოთხრასა და სახელმწიფოს მიტაცებას.
რუსეთის ჰიბრიდული ომი საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ გადამწყვეტ ფაზაშია. ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის ამოცანაა, საბოლოოდ მოკლას ჩვენი სამშობლოს ნორმალური განვითარების პერსპექტივა, ღირსეული, უსაფრთხო და მშვიდობიანი ცხოვრების შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყანა ჩვენი დასაცავია”. – წერია კოალიციის განცხადებაში.


