ესტონეთი რუსეთთან საზღვარს კეტავს და ГРУ-ს დივერსიის ორგანიზებაში ადანაშაულებს

ტალინი აცხადებს, რომ დრონების მწარმოებელი საწარმოს, Threod Systems-ის, გადაწვის მცდელობა რუსეთის სამხედრო დაზვერვის მიერ იყო ორგანიზებული. ესტონეთმა გამოაცხადა, რომ ამის გამო რუსეთთან საზღვარი 1 დეკემბრიდან ჩაიკეტება.

ესტონეთი 1 დეკემბრიდან რუსეთთან საზღვარზე ყველა გამშვებ პუნქტს დახურავს. ეს გადაწყვეტილება ესტონეთის თავდაცვითი მრეწველობის საწარმოს წინააღმდეგ აღკვეთილი დივერსიის საპასუხოდ მიიღეს. ამის შესახებ კვირას, 15 ნოემბერს, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.

ესტონეთის უსაფრთხოების პოლიციის (კაპო) ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარმა სამმართველომ (ადრე ცნობილი როგორც ГРУ) ტალინთან ახლოს თავდაცვის სფეროში მოქმედი კომპანია Threod Systems-ის ობიექტზე ხანძრის გაჩენის მცდელობა მოაწყო.

„სასაზღვრო გამშვები პუნქტების დახურვა შეზღუდავს რუსეთის შესაძლებლობებს, ესტონეთში მტრული საქმიანობა განახორციელოს, და გააძლიერებს სანქციების გვერდის ავლის აღსაკვეთად ჩვენს მიერ მიღებულ ზომებს“, — განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან დასძინა, რომ გადაწყვეტილების შესახებ ფინელ, ლატვიელ და ლიეტუველ კოლეგებს აცნობა.

ცაჰკნას თქმით, საწარმოზე თავდასხმა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებს რუსეთი დივერსიებსა და დაშინების მეთოდებს ევროპის ქვეყნების დესტაბილიზაციისა და უკრაინის მხარდაჭერის შესასუსტებლად. ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილები დაკავებულები არიან და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დრონების მწარმოებელზე თავდასხმის მცდელობა

კაპოს ცნობით, ბოროტმოქმედებმა ვიიმსის მუნიციპალიტეტში მდებარე Threod Systems-ის საწარმოზე თავდასხმა 14 ნოემბრის ღამეს სცადეს. სპეცსამსახურის ინფორმაციით, თავდამსხმელებს აფეთქებისა და ხანძრის მოწყობა სურდათ კომპანიის ტერიტორიაზე, სადაც უპილოტო საფრენ აპარატებსა და დაზვერვისა და დაკვირვებისთვის განკუთვნილ ელექტროოპტიკურ სისტემებს აწარმოებენ.

კაპოს განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიებამ ხანძრის გაჩენის მცდელობასა და რუსეთის სამხედრო დაზვერვას შორის კავშირი დაადგინა. უწყებამ ასევე გააფრთხილა საზოგადოება მსგავს ოპერაციებში მონაწილეობის მძიმე შედეგების შესახებ და მოუწოდა, არ დათანხმდნენ რუსეთიდან მიღებული დავალებების შესრულებას.

რვა დაკავებულიდან ხუთს პატიმრობა შეეფარდა

კაპოსა და პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ერთობლივი ოპერაციის შედეგად ლატვიაში მცხოვრები რვა პირი დააკავეს. მათი მოქალაქეობა დაზუსტებული არ არის. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხუთ მათგანს პატიმრობა შეეფარდა, — განაცხადა პრესკონფერენციაზე ესტონეთის გენერალურმა პროკურორმა ასტრიდ ასიმ.

მისი თქმით, ბოროტმოქმედებმა თავდასხმის ბოლომდე მიყვანა საწარმოს უსაფრთხოების სამსახურის მოქმედებების წყალობით ვერ შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, კომპანიას კი მნიშვნელოვანი ზიანი არ მისდგომია.

პოპულარული

მეუფე იობის მიმართ ზოგიერთი გამონათქვამი სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას – ჯაღმაიძე

მეუფე იობის ქადაგების შემდეგ ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მისი მისამართით,...

გარდაცვლილი სტიქაროსანის საქმეზე, 2 წლის შემდეგ, პოლიციის თანამშრომლები დააკავეს

23 წლის გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის საქმეზე 2 წლის...

ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო “ქართულ ოცნებას” ჩინეთთან თანამშრომლობის გამო აქებს

"ჩინეთთან თანამშრომლობა საქართველოზე დასავლეთის ზეწოლას ანეიტრალებს" და "ქართულ ოცნებას"...

უკრაინელებმა ფინეთის ყურეში რუსულ სამხედრო ხომალდზე იერიში მიიტანეს

უკრაინამ 11 ნოემბერს ფინეთის ყურეში რუსულ სამხედრო ხომალდს "ნარო-ფომინსკს"...

წინსვლა თუ ჩიხი-ვის აგზავნის რუსეთი აბუ-დაბიში მოლაპარაკებებზე

უკრაინასა და აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის მოსკოვმა დელეგაციაში დიპლომატები და სამხედროები...

უკრაინამ ვოლგოგრადში “ლუკოილის” ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა

12-13 ნოემბრის ღამის საათებში უკრაინული დრონებით იერიშის შემდეგ რუსეთის...

ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის გზის  მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის...

ყველა ამბავი

უკრაინული დრონების შეტევის შემდეგ რუსეთის ქალაქ აზოვში ნავთობბაზას ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული შეტევის შემდეგ, საწარმოო ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმების...

უკრაინამ ახტუბინსკის სამხედრო აეროდრომს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია

უკრაინამ იერიში მიიტანა ახტუბინსკის სამხედრო აეროდრომზე, სადაც ახალი და მოდერნიზებული საავიაციო ტექნიკის, მათ შორის Су-34 ტიპის გამანადგურებლების, გამოცდა მიმდინარეობს....

მაიამის საერთაშორისო აეროპორტში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა

შაბათს ღამით მაიამის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევა მოხდა ერთი დღის შემდეგ, რაც აშშ-ში ფრენების ქვეყნის...

მაკრონი: უკრაინისთვის დახმარების შეზღუდვა ახალ ომს გამოიწვევს

კიევისთვის დახმარების შეზღუდვის მომხრეებს „სურთ, უკრაინას უსამართლო მშვიდობა აიძულონ“, რაც ევროპის „მოწყვლადად ქცევას“ ნიშნავს, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა....

მედია: აშშ ევროპიდან გაცილებით ნაკლებ სამხედროს გაიყვანს, ვიდრე მოსალოდნელი იყო

პენტაგონმა ევროპის ქვეყნებში აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის შემცირების გეგმებს გადახედა: ახლა იგეგმება არა 25 ათასი სამხედროს გაყვანა, როგორც ამას...

ზელენსკი: აშშ-მა იკითხა, მზად არის თუ არა კიევი, ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ დონბასი დათმოს

უკრაინასთან მოლაპარაკებებისას აშშ-ის წარმომადგენლებმა პირველად იკითხეს, მზად არის თუ არა კიევი, ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ დონბასზე უარი თქვას, განუცხადა ჟურნალისტებს...

თეთრმა სახლმა აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ისტორიაში პირველი სამმხრივი სამიტი დააანონსა. დღის წესრიგში უკრაინა არ იქნება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირას ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთობლივ შეხვედრას გამართავს, ოფიციალურად...

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულებს – გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის საქმეზე ბრალდებულების, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძესა და გლდანის...

აშშ–ში ფრენების 4 საათიანი აკრძალვის მზეზად აღჭურვლობის გადატვირთვა დასახელდა

კავშირგაბმულობის სისტემაში შეფერხება, რის გამოც აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე თვითმფრინავების აფრენა აიკრძალა, განახლებების დაყენებისას აღჭურვილობის გადატვირთვამ გამოიწვია, განაცხადა შიდა უსაფრთხოების...

მერაბთან სასაუბროდ მივედი, მან კი დამარტყა, შემაგინა..ვეძებდი შესაძლებლობას, შევხვედროდი,მაგრამ ჩემმა ძმებმა დამასწრეს – დაღსტნელი მოჭიდავე

"მერაბთან სასაუბროდ მივედი, მან კი დამარტყა, შემაგინა..ვეძებდი შესაძლებლობას, შევხვედროდი,მაგრამ ჩემმა ძმებმა დამასწრეს" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე, ახმედ გაჯიმაგომედოვი, რომელიც...

დვალიშვილმა და ლაზიშვილმა დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.. მადლობა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას – კობახიძე

"დვალიშვილმა და ლაზიშვილმა დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.. მადლობა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას " - წერს "ქართული ოცნების" პრემიერი, ირაკლი...

უკრაინელებმა ფინეთის ყურეში რუსულ სამხედრო ხომალდზე იერიში მიიტანეს

უკრაინამ 11 ნოემბერს ფინეთის ყურეში რუსულ სამხედრო ხომალდს "ნარო-ფომინსკს" დაარტყა. შესაბამის ინფორმაციას, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (SBU)ავრცელებს. ხომალდზე იერიშის ფაქტი...