ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევაზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს – პროკურატურა

პროკურატურა აცხადებს, რომ 16 ნოემბერს გამომძიებელი მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა და მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაში მითითებული გარემოებების დაზუსტება სცადა, თუმცა ღარიბაშვილმა ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადა.

“საქართველოს პროკურატურაში, სახალხო დამცველის აპარატიდან, 2026 წლის 11 ნოემბერს შემოვიდა წერილი, რომელიც მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტს შეეხებოდა.

აღნიშნულ წერილს თან ერთვოდა ელექტრონული ბმულები, რომელთაგან ერთი შეეხებოდა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის კანონიერი ინტერესების დამცველი ადვოკატის – იოსებ ბარათაშვილის მიერ 2 ნოემბერს მედიასთან გაკეთებულ კომენტარს, ირაკლი ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ხოლო მეორე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 9 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას, მის მიმართ განხორციელებული ქმედებების შესახებ, რომელსაც ის მიიჩნევდა არაკანონიერად.

ვინაიდან, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გაცხადებული ინფორმაცია და ზემოაღნიშნულ წერილში მითითებულ ელექტრონულ ბმულებში მოყვანილი გარემოებები იყო ზოგადი და არ შეიცავდა კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს, დღეს, 16 ნოემბერს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი, შეხვდა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს, გასაუბრებისა და მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებაში მითითებული გარემოებების დაზუსტების მიზნით, თუმცა მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარი განაცხადა ინფორმაციის მოწოდებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი კანონიერი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჯარო განცხადებებში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავს დანაშაულის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას, აღნიშნულის საფუძველზე გამოძიების დაწყება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია”, – წერია განცხადებაში.

პოპულარული

ჩვენ ღია ვართ დისკუსიებისთვის თანასწორობის პრინციპით, ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია – კირცხალია

ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია, მაგრამ არა სუვერენიტეტის სანაცვლოდ - ევროინტეგრაცია...

“კაწრო” ახალ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს – ადვოკატი

ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" ადვოკატის, თამარ აბესაძის თქმით, მისი...

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულებს – გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის საქმეზე ბრალდებულების,...

ეკლესიის ხმა ვერ დადუმდება სახელმწიფო დაფინანსებით და ფარული ზეწოლის მექანიზმებით – მეუფე ილარიონი

" ეკლესიის ხმა ვერ იქნება დადუმებული მატერიალური კეთილდღეობით, სახელმწიფო...

დედამიწა სულ უფრო სწრაფად თბება და სითბოს დაგროვების ტემპიც მატულობს–ახალი ანგარიში

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, დედამიწა სითბოს სულ უფრო...

11 ნოემბრის #საკვირველიდღეები:

11 ნოემბრის #საკვირველიდღეები:2 000 მბ + 100 წთ (საქართველოში)...

უკრაინამ ვოლგოგრადში “ლუკოილის” ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა

12-13 ნოემბრის ღამის საათებში უკრაინული დრონებით იერიშის შემდეგ რუსეთის...

ყველა ამბავი

პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით უფრო მკაცრად მოქმედება შეეძლო – ვფიქრობ, ცოტათი უკან იხევს – ტრამპი

ვფიქრობ, პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით უფრო მკაცრად მოქმედება შეეძლო, - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან განაცხადა.„ვფიქრობ, ცოტათი უკან...

მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი 41 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს

მეტროს ვაგონების ნაწილების ხელოვნურად გაძვირებული იმპორტი, ყალბი დოკუმენტები და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის“ სამმაგ ფასად მიწოდებული დეტალები - პროკურატურა აცხადებს,...

“ოცნების” წარმომადგენლებს სურვილი არ აქვთ ჩამოსვლის, რადგან არ ვიწვევთ მათ უმაღლეს დონეზე – კოსი

"ოცნების" წარმომადგენლებს სურვილი არ აქვთ ჩამოსვლის, რადგან არ ვიწვევთ მათ უმაღლეს დონეზე"- გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა დაკავშირებადობის სამიტზე...

ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, თვალებზე ხელი აიფაროს, სიმართლე არ დაინახოს – მათიკაშვილი

კომიკურ მდგომარეობაში მყოფი ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, თვალებზე ხელი აიფაროს, სიმართლე არ დაინახოს, გეოგრაფია და გეოპოლიტიკა უარყოს და მსოფლიოს გეოგრაფიის...

ასეთი მასშტაბის აღმშენებლობა ბოლოს იყო ალბათ საბჭოთა პერიოდში – კობახიძე მშენებლობებზე

მშენებლობა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორი. ამასთან დაკავშირებით ერთი რამ მინდა ვთქვა - პოლიტიკური ოპონენტები არსებითად ცდილობენ, მშენებლობა...

ესტონეთი რუსეთთან საზღვარს კეტავს და ГРУ-ს დივერსიის ორგანიზებაში ადანაშაულებს

ტალინი აცხადებს, რომ დრონების მწარმოებელი საწარმოს, Threod Systems-ის, გადაწვის მცდელობა რუსეთის სამხედრო დაზვერვის მიერ იყო ორგანიზებული. ესტონეთმა გამოაცხადა, რომ...

უკრაინული დრონების შეტევის შემდეგ რუსეთის ქალაქ აზოვში ნავთობბაზას ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული შეტევის შემდეგ, საწარმოო ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმების...

უკრაინამ ახტუბინსკის სამხედრო აეროდრომს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია

უკრაინამ იერიში მიიტანა ახტუბინსკის სამხედრო აეროდრომზე, სადაც ახალი და მოდერნიზებული საავიაციო ტექნიკის, მათ შორის Су-34 ტიპის გამანადგურებლების, გამოცდა მიმდინარეობს....

მაიამის საერთაშორისო აეროპორტში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა

შაბათს ღამით მაიამის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევა მოხდა ერთი დღის შემდეგ, რაც აშშ-ში ფრენების ქვეყნის...

მაკრონი: უკრაინისთვის დახმარების შეზღუდვა ახალ ომს გამოიწვევს

კიევისთვის დახმარების შეზღუდვის მომხრეებს „სურთ, უკრაინას უსამართლო მშვიდობა აიძულონ“, რაც ევროპის „მოწყვლადად ქცევას“ ნიშნავს, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა....

მედია: აშშ ევროპიდან გაცილებით ნაკლებ სამხედროს გაიყვანს, ვიდრე მოსალოდნელი იყო

პენტაგონმა ევროპის ქვეყნებში აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის შემცირების გეგმებს გადახედა: ახლა იგეგმება არა 25 ათასი სამხედროს გაყვანა, როგორც ამას...

ზელენსკი: აშშ-მა იკითხა, მზად არის თუ არა კიევი, ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ დონბასი დათმოს

უკრაინასთან მოლაპარაკებებისას აშშ-ის წარმომადგენლებმა პირველად იკითხეს, მზად არის თუ არა კიევი, ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ დონბასზე უარი თქვას, განუცხადა ჟურნალისტებს...