დეკანოზი მამალაძე ციხის საკვების მიღებაზე უარს აცხადებს

დეკანოზი გიორგი მამალაძე  პენიტენციური დაწესებულების საკვების მიღებაზე უარს ამბობს, რადგან მას სამარხვო საკვებით ვერ უზრუნველყოფენ. ამის გამო, მსჯავრდებული დეკანოზი იძულებულია თავად იყიდოს საკვები. ინფორმაციას მისი ადვოკატი ავრცელებს, რომელიც დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დეკანოზთან იმყოფებოდა.

დავით ჯანდიერის ინფორმაციით, მსჯავრდებული სასულიერო პირის მონახულებას უახლოეს პერიოდში აპირებენ სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც. „დღეს მან უარი განაცხადა პენიტენციური დაწესებულების მიერ მიწოდებული საკვების მიღებაზე და ამის მიზეზი არის ის უყურადღებობა, რომელსაც ის განიცდის. რამდენიმე დღის წინ, მას ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებიც, თუმცა სათანადო  ყურადღება არ იქნა მის მიმართ აღმოჩენილი,“ – განაცხადა ადვოკატმა.

განცხადება გააკეთა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამაც. ოჯახი დეკანოზის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. „თავდაპირველად, პირობა მოგვცეს, რომ გადაიყვანდნენ მე-18 დაწესებულებაში და მიეცემოდა მას სათანადო მკურნალობა მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე. მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, რომ ელემენტარული ყურადღებაც არ ექცევა. ამასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმაც დადო დასკვნა და იმედია, ჩვენ ამას ვითხოვთ, რომ გაითვალისწინებენ და მოხდება ჩემი ძმის გადაყვანა შესაბამის დაწესებულებაში, სადაც ელემენტარულად, უკვე მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნება,“ – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

პოპულარული

საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ შვედეთის პრემიერი გადადგა

საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ შვედეთის პრემიერმინისტრი ულფ კრისტერსონი გადადგა...

Bloomberg: მობილიზაციის შიშით, კრემლის ჩინოვნიკებს, აქტივები, ფარულად, საზღვარგარეთ გააქვთ

გამოცემა Bloomberg-ი დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთში, შიში არჩევნების...

Reuters: რუსეთის სამი დიზელის მწარმოებელი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მუშაობას ამცირებს ან აჩერებს

რუსეთის ექვსი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან, რომლებიც დიზელის საწვავს აწარმოებენ,...

NBC: აშშ-მ შესაძლოა ევროპიდან სამხედრო კონტინგენტის ნახევარი გაიყვანოს

NBC News-ის ინფორმაციით, პენტაგონი ევროპაში განთავსებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის...

არჩევნები აღმოსავლეთ გერმანიაში: მემარცხენე პარტია და AfD იმარჯვებენ

მეკლენბურგ-წინა პომერანიის ფედერალური მიწის ლანდტაგის არჩევნებში, ოფიციალური წინასწარი მონაცემებით,...

ყველა ამბავი

ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე – პაპუაშვილი

" ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე "  - ამის შესახებ "ქართული ოცნების"...

24 საათში, განადგურებული ან დაზიანებულია რუსეთის 2 219 სამიზნე – რობერტ მადიარ ბროვდი

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური, რობერტ მადიარ ბროვდი. აცხადებს, რომ 24 საათის განმავლობაში განადგურებული ან დაზიანებულია მტრის 2 219...

არჩევნები აღმოსავლეთ გერმანიაში: მემარცხენე პარტია და AfD იმარჯვებენ

მეკლენბურგ-წინა პომერანიის ფედერალური მიწის ლანდტაგის არჩევნებში, ოფიციალური წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD). ბერლინის დეპუტატთა პალატის არჩევნებში კი პირველ...

კიევი: მოსკოვზე დარტყმისას პირველად გამოიყენეს რაკეტა „პელიკანი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთის მოსკოვის რეგიონში მდებარე „ნავთობის ინდუსტრიის საკვანძო საწარმოსა და ლოგისტიკურ ობიექტზე“ დარტყმები და, მათ...

ლატვიის პრეზიდენტი: ნატოს ქვეყნების უმრავლესობა რუსეთის სარაკეტო დარტყმას ვერ მოიგერიებს

თუ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ქვეყნის ფარგლებს გასცდება, ნატოს ქვეყნების უმრავლესობა ვერ შეძლებს რუსეთის სარაკეტო შეტევის მოგერიებას, — მიიჩნევს...

ბრაზილიელი დააკავეს მას შემდეგ, რაც ChatGPT-ს უთხრა, რომ საკუთარი შვილის მოკვლა სურდა. რატომ ქმნის ეს იურიდიულ პრეცედენტს

„მე მას 50 ათასი შევთავაზე, რომ მე და ჩემი შვილი მოეკლა, მაგრამ მან უარი თქვა, რადგან საქმე ბავშვს ეხებოდა.“ „მინდოდა...

ასობით უკრაინული დრონი მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს დაესხა თავს–ორი ადამიანი დაიღუპა

ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 20 დაშავდა მოსკოვის ოლქზე დრონების მასშტაბური შეტევის შედეგად. რეგიონის თავზე 249 უკრაინული უპილოტო...

გერმანიამ წლის ბოლომდე „საწვავის შეღავათი“ დააბრუნა

გერმანიის ფედერალური მთავრობა და ფედერალური მიწები შეთანხმდნენ, რომ ბიზნესისა და მოსახლეობის ფინანსური ტვირთის შესამსუბუქებლად ბენზინსა და დიზელზე „საწვავის შეღავათს“...

ევროკავშირი 2028-2034 წლების ბიუჯეტში უკრაინას 100 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი 2028-2034 წლების ბიუჯეტში უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს. Європейська правда-ს კორესპონდენტი ევროკავშირის დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ ეს...

CNN-ს, MS NOW-სა და Politico-ს თეთრ სახლში შესვლა აუკრძალეს

მედიასაშუალებებმა CNN-მა, MS NOW-მ და Politico-მ შაბათს განაცხადეს, რომ სამართლებრივ ზომებს მიმართავენ მას შემდეგ, რაც იმავე დღეს მათი ჟურნალისტები...

ზახაროვა: რუსეთისა და საქართველოს ხალხებს „ერთმანეთი მოენატრათ“

რუსეთისა და საქართველოს ხალხებს „ერთმანეთი მოენატრათ“, ხოლო სავიზო შეზღუდვების მოხსნა დიდი ხნის ნანატრი იყო. ამის შესახებ TASS-თან ინტერვიუში რუსეთის...

Reuters:პუტინს „არჩევნები“ სჭირდება, რათა ომის შემდგომი გაგრძელება გაამართლოს

სააგენტო  Reuters წერს, რომ „ერთიანი რუსეთის“ მოსალოდნელი გამარჯვება კრემლისთვის შეიძლება ხელსაყრელ ინსტრუმენტად იქცეს, რათა კენჭისყრის შედეგები წარმოაჩინოს როგორც რუსეთის მოქალაქეების...