საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა 11:42, 01-04-2020 საქართველოში COVID-19-სგან კიდევ 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მთლიანობაში კი 22. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 115 დადასტურებული შემთხვევაა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 301 .